Facebook Twitter

ბს-388-376(2კ-10) 27 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. გ-ძისა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ვ. გ-ძემ 28.10.08წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარის სააღსრულებო ბიუროს, მ. გ-ძისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის _ მ. დ-უას მიმართ. მოსარჩელემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მოქმედებების, კერძოდ, ვ. გ-ძისათვის როგორც მოვალისათვის და როგორც იპოთეკით დატვირთული ქონების _ ქ. ბათუმში, ... ქ. ¹10-ში მდებარე ¹13 ბინის მესაკუთრისათვის გადაწყვეტილების შესრულების თაობაზე წინადადების ჩაუბარებლობის, კრედიტორისათვის სააღსრულებო საბუთის დაუბრუნებლობის, გადაწყვეტილების შესრულების თაობაზე წინადადების ჩაუბარებლობის, გადაწყვეტილების შესრულების თაობაზე მხარეთათვის წინადადების საჯარო შეტყობინების თაობაზე განკარგულების მიღების, აუქციონზე იპოთეკით დატვირთული ქონების სარეალიზაციოდ გატანის შესახებ მხარეთათვის საჯარო შეტყობინების თაობაზე განკარგულების მიღების, აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ მხარეთათვის უწყების ჩაუბარებლობის, აუქციონზე გასატანი ქონების შეუფასებლობის და მისი აუქციონზე საბაზრო ფასად გაუტანლობის, აუქციონზე მ. გ-ძისათვის საბანკო გარანტიის არ წარდგენის პირობებში აუქციონში მონაწილეობის უფლების მიცემის და მის მიერ აუქციონზე ქონების შეძენის თაობაზე განკარგულების გაცემის უკანონოდ ცნობა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 27.08.08წ. ¹1, 16.09.08წ. ¹2 და 01.10.08წ. ¹02/02-11-08-03-01 განკარგულებების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 13.03.09წ. გადაწყვეტილებით ვ. გ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, უკანონოდ იქნა აღიარებული აღმასრულებლის მოქმედებები ქ. ბათუმში ... ქ. ¹10 ბ. ¹13-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრისათვის გადაწყვეტილების შესრულების თაობაზე წინადადების ჩაუბარებლობის, გადაწყვეტილების შესრულების თაობაზე მხარეთათვის წინადადების საჯარო შეტყობინების თაობაზე განკარგულების მიღების, აუქციონზე იპოთეკით დატვირთული ქონების სარეალიზაციოდ გატანის შესახებ მხარეთათვის საჯარო შეტყობინების თაობაზე განკარგულების მიღების და აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ მხარეთათვის უწყების ჩაუბარებლობის ნაწილში. მოსარჩელეს აღმასრულებლის სხვა მოქმედებების უკანონოდ ცნობაში, ასევე 27.08.08წ. ¹1 განკარგულების გაუქმების, 16.09.08წ. ¹2 განკარგულების გაუქმებისა და 01.10.08წ. ¹02/02-11-08-03-01 განკარგულების გაუქმების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო უარი ეთქვა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. გ-ძემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.12.09წ. გადაწყვეტილებით ვ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 13.03.09წ. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ვ. გ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, უკანონოდ იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მ. დ-უას მოქმედება აუქციონზე მ. გ-ძისათვის საბანკო გარანტიის არ წარდგენის პირობებში აუქციონში მონაწილეობის უფლების მიცემაში და აუქციონზე ქონების შეძენის თაობაზე განკარგულების გაცემის შესახებ, ბათილად იქნა ცნობილი აღმასრულებლის 27.08.08წ. ¹1 განკარგულება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების წინადადების საჯარო შეტყობინების თაობაზე, ბათილად იქნა ცნობილი აღმასრულებლის 16.09.08წ. ¹2 განკარგულება ქ. ბათუმში, ... ქ. ¹10-ში მდებარე იპოთეკით დატვირთული ¹13 ბინის აუქციონის გზით რეალიზაციისა და იძულებითი აუქციონის დანიშვნის შესახებ საჯარო შეტყობინების თაობაზე, ბათილად იქნა ცნობილი აღმასრულებლის 01.10.08წ. ¹02/02-11-08-03-01 განკარგულება ქ. ბათუმში, ... ქ. ¹10-ში მდებარე იპოთეკით დატვირთული ბინა ¹13-ის მ. გ-ძის მიერ აუქციონზე შეძენის თაობაზე, კრედიტორისათვის სააღსრულებო საბუთის დაბრუნებასთან დაკავშირებით აღმასრულებლის მოქმედების უკანონოდ ცნობაზე უარის თქმის ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 13.03.09წ. გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარის სააღსრულებო ბიურომ და მ. გ-ძემ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარის სააღსრულებო ბიუროსა და მ. გ-ძის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარის სააღსრულებო ბიუროსა და მ. გ-ძის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარის სააღსრულებო ბიუროსა და მ. გ-ძის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 21.06.10წ. ¹31 საგადასახადო დავალებით (საიდენტიფიკაციო ნომერი _ 205263873) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 336,7 ლარის ოდენობით;

3. კასატორს _ მ. მ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ 22.06.10წ. ¹5 საგადასახადო დავალებით (საიდენტიფიკაციო კოდი _ ...) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 336,7 ლარის ოდენობით;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.