Facebook Twitter

ბს-391-379(2კ-10) 27მაისი,2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2003 წლის 13 მარტს შპს “...” სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიმართ.

მოსარჩელემ ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2003 წლის 16 იანვრის ¹01, 2003 წლის 24 იანვრის ¹701 და 2003 წლის 29 იანვრის 06/2042 წერილების ძირითადი თანხისა და საურავის იმ ნაწილში ბათილად ცნობა მოითხოვა, რომელიც შეეხებოდა სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურების (სერია აა70 ¹026282, აა70 ¹026283, აა70 ¹020945, აა70 ¹020946, აა70 ¹020947, აა70 ¹027536, აა70 ¹027537, აა70 ¹027540, აა70 ¹027541, აა70 ¹027548, აა70 ¹030855, აა70 ¹030838, აა 70¹030844, აა70 ¹040127, აა70 ¹030860, აა70 ¹030869, აა70 ¹030870, აა70 ¹040134, აა70 ¹040141, აა70 ¹040142) მიხედვით უკანონოდ გაუქმებული დღგ-ის ჩათვლებს; მოსარჩელემ ასევე სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით გადახდილი დღგ-ს თანხების ჩათვლის თაობაზე, შპს ,,...” ქუთაისის ფილიალის საბანკო ანგარიშებიდან 2003 წლის 27-28 თებერვალს უკანონოდ ჩამოჭრილი თანხების 19 300 ლარის ოდენობით აღდგენისა და უკან დაბრუნების შესახებ, ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციისათვის გადაწყვეტილების მიღების დავალდებულება და ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2003 წლის 16 იანვრის შეტყობინება ¹01-I, 2003 წლის 24 იანვრის საგადასახადო შეტყობინება ¹701_სა და სალაროს დაყადაღების შესახებ 2003 წლის 24 თებერვლის აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.

Qქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს “...” სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2003 წლის 16 იანვრის ¹01 და 2003 წლის 24 იანვრის ¹701 და 2003 წლის 29 იანვრის 06/2042 წერილები ძირითადი თანხისა და საურავის იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა ანგარიშ-ფაქტურების (სერია აა70 ¹026282, აა70 ¹026283, აა70 ¹020945, აა70 ¹020946, აა70 ¹020947, აა70 ¹027536, აა70 ¹027537, აა70 ¹027540, აა70 ¹027541, აა70 ¹027548, აა70 ¹030855, აა70 ¹030838, აა 70¹030844, აა70 ¹040127, აა70 ¹030860, აა70 ¹030869, აა70 ¹030870, აა70 ¹040134, აა70 ¹040141, აა70 ¹040142) მიხედვით უკანონოდ გაუქმებული დღგ-ის ჩათვლებს; ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (სერია აა70 ¹026282, აა70 ¹026283, აა70 ¹020945, აა70 ¹020946, აა70 ¹020947, აა70 ¹027536, აა70 ¹027537, აა70 ¹027540, აა70 ¹027541, აა70 ¹027548, აა70 ¹030855, აა70 ¹030838, აა 70¹030844, აა70 ¹040127, აა70 ¹030860, აა70 ¹030869, აა70 ¹030870, აა70 ¹040134, აა70 ¹040141, აა70 ¹040142) მიხედვით გადახდილი დღგ-ს თანხების ჩათვლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება დაევალა; საგადასახადო ინსპექციას ასევე შპს ,,...” საბანკო ანგარიშებიდან 2003 წლის 27-28 თებერვალს უკანონოდ ჩამოჭრილი თანხების 19 300 ლარის ოდენობით აღდგენა, უკან დაბრუნება დაევალა; ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2003 წლის 16 იანვრის შეტყობინება ¹01 და 2003 წლის 24 იანვრის საგადასახადო შეტყობინება ¹701-I, აგრეთვე სალაროს დაყადაღების შესახებ 2003 წლის 24 თებერვლის აქტი.

Q ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 16 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2004 წლის 29 აპრილის განჩინებით შპს “...” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 16 ოქტომბრის განჩინება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს “...” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2003 წლის 16 იანვრის ¹01 და 2003 წლის 24 იანვრის ¹701 და 2003 წლის 29 იანვრის 06/2042 წერილები (შეტყობინებები) ძირითადი თანხისა და საურავის იმ ნაწილში, რომლებიც შეეხებოდა სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულ ანგარიშ-ფაქტურებს (სერია აა70 ¹026282, აა70 ¹020945, აა70 ¹020946, აა70 ¹020947, აა70 ¹027536, აა70 ¹027537, აა70 ¹027540, აა70 ¹027541, აა70 ¹027548, აა70 ¹030855, აა70 ¹030838, აა70 ¹040127, აა70 ¹030860, აა70 ¹030869, აა70 ¹030870, აა70 ¹040134, აა70 ¹040141, აა70 ¹040142), რაც შეადგენდა 22 391 ლარს და 86 თეთრს; ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციას ზემოაღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით გადახდილი დღგ-ის თანხების ჩათვლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება დაევალა; გადაწყვეტილებაში მითითებული ანგარიშ_ფაქტურების მიხედვით ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2003 წლის 16 იანვრის შეტყობინება ¹01-ი და 2003 წლის 24 იანვრის საგადასახადო შეტყობინება ¹701-ი, აგრეთვე სალაროს დაყადაღების შესახებ 2003 წლის 24 თებერვლის აქტი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ), რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში შპს “...” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ივლისის განჩინებით შპს ,,...” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 იანვრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და ქუთაისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ). კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 აპრილის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.