¹ბს-405-402 (კ-11) 15 ივნისი, 2011წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მოსარჩელეებმა _ მ. ლ-ძემ, ზ. შ-ძემ, მ. ჭ-ძემ, ე. შ-იამ, ვ. ლ-იამ, ზ. ლ-შვილმა, ი. კ-ძემ, ა. დ-უა, ე. ჯ-შვილმა, მ. ჯ-შვილმა, გ. თ-ძემ, ნ. ჯ-შვილმა, ა. ქ-იამ, თ. ჯ-შვილმა, ვ. ვ-ძემ და პ. წ-იამ 07.09.10 წ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოპასუხისათვის მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.10.10 წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა: მ. ლ-ძის სასარგებლოდ 1998 წლის ხელზე გასაცემი ხელფასი 126,05 ლარი, 1999 წლის 182,59 ლარი, 2000 წლის 124,45 ლარი; ზ. შ-ძის სასარგებლოდ _ 1998 წლის ხელზე გასაცემი ხელფასი 156,55 ლარი, 1999 წლის 298,52 ლარი, 2000 წლის 203,68 ლარი; მ. ჭ-აძის სასარგებლოდ _ 1998 წლის ხელზე გასაცემი ხელფასი 159,68 ლარი, 1999 წლის 225,52 ლარი, 2000 წლის 145,41 ლარი: ე. შ-იას სასარგებლოდ _ 1998 წლის ხელზე გასაცემი ხელფასი 155,11 ლარი, 1999 წლის 231,42 ლარი, 2000 წლის 174,10 ლარი, ვ. ლ-იას სასარგებლოდ _ 1998 წლის ხელზე გასაცემი ხელფასი 156,55 ლარი, 1999 წლის 238,09 ლარი, 2000 წლის ხელფასი 125,09 ლარი; ზ. ლ-შვილის სასარგებლოდ _ 1998 წლის ხელზე გასაცემი ხელფასი 132,28 ლარი, 1999 წლის 210,08 ლარი, 2000 წლის 482,48 ლარი; ი. კ-ძის სასარგებლოდ _ 1998 წლის ხელზე გასაცემი ხელფასი 112,82 ლარი, 1999 წლის 175,74 ლარი, 2000 წლის 119,09 ლარი; ა. დ-უას სასარგებლოდ _ 1998 წლის ხელზე გასაცემი ხელფასი 151,66 ლარი, 1999 წლის 212,10 ლარი; ე. ჯ-შვილის სასარგებლოდ _ 1998 წლის ხელზე გასაცემი ხელფასი 103,92 ლარი, 1999 წლის 157,48 ლარი 2000 წლის 115,00 ლარი, მ. ჯ-შვილის სასარგებლოდ _ 1998 წლის ხელზე გასაცემი ხელფასი 104,07 ლარი, 1999 წლის 158,58 ლარი, 2000 წლის 111,70 ლარი, გ. თ-ძის სასარგებლოდ _ 1998 წლის ხელზე გასაცემი ხელფასი 109,95 ლარი, 1999 წლის 168,70 ლარი, 2000 წლის 120,03 ლარი; ნ. ჯ-შვილის სასარგებლოდ _ 1998 წლის ხელზე გასაცემი ხელფასი 112,64 ლარი, 1999 წლის 173,54 ლარი, 2000 წლის 116,83 ლარი ა. ქ-იას სასარგებლოდ _ 1998 წლის ხელზე გასაცემი ხელფასი 28,25 ლარი, 1999 წლის 158,58 ლარი, 2000 წლის 117,64 ლარი, თ. ჯ-შვილის სასარგებლოდ _ 1998 წლის ხელზე გასაცემი ხელფასი 112,98 ლარი, 1999 წლის 170,96 ლარი, 2000 წლის 115,71 ლარი; ვ. ვ-ძის სასარგებლოდ _ 1998 წლის ხელზე გასაცემი ხელფასი 111,41 ლარი, 1999 წლის 199,14 ლარი, 2000 წლის 137,76 ლარი; პ. წ-იას სასარგებლოდ _ 1998 წლის ხელზე გასაცემი ხელფასი 109,33 ლარი, 1999 წლის 165,56 ლარი, 2000 წლის 115,68 ლარი. მოსარჩელეებს კვების კომპენსაციის, ჯილდოს, მატერიალური დახმარების და ბინის ქირის ანაზღაურებაზე უარი ეთქვათ ხანდაზმულობისა გამო. არნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრებით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, მ. ლ-ძემ და სხვებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.12.10წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მ. ლ-ძის და სხვების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.10.10 წ. გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.12.10წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე ¹ ბს-424-407(კ-10)).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.12.10წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.