Facebook Twitter

ბს-407-394(კ-10) 7 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ი/მ “გ. შ-შვილი”

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 8 სექტემბერს ი/მ “გ. შ-შვილმა” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის 2008 წლის 7 ივლისის ¹6 და ¹7 ბრძანებებით, ,,ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 10 მარტის ¹309 ბრძანების საფუძველზე, მას როგორც ტოტალიზატორის ორგანიზატორს, ტოტალიზატორში ჯავშნიანი მინისა და მუდმივი დენის წყაროს არარსებობის გამო, დაეკისრა ჯარიმა 2000-2000 ლარის ოდენობით.

მოსარჩელის განმარტებით, მან აღნიშნული ბრძანებები კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის მთავარ სამმართველოში, თუმცა მისი საჩივარი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევით განსახილველად გადაეგზავნა სადავო აქტების გამომცემი თანამდებობის პირის დაქვემდებარებაში მყოფ თანამდებობის პირს _ გლდანი-ნაძალადევის პირველი განყოფილების უფროსს, რომელმაც საჩივარი არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს პრეროგატივა იყო.

მოსარჩელემ სადავო ბრძანებები უკანონოდ მიიჩნია და აღნიშნა, რომ 2008 წლის 4 მარტს მიიღო ლიცენზია ტოტალიზატორის მოწყობის შესახებ. სალიცენზიო პირობები შეასრულა ტოტალიზატორის თანამშრომელმა გ. ა-შვილმა. დაჯარიმების მომენტისათვის ტოტალიზატორი ჯერ არ ფუნქციონირებდა. 2008 წლის 24 ივნისს ტოტალიზატორში გამოცხადდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის პირველი განყოფილების მუშაკები, რომლებმაც შეადგინეს ოქმი იმის თაობაზე, რომ ტოტალიზატორს არ გააჩნდა მუდმივი დენის წყარო და სალარო არ იყო აღჭურვილი ჯავშნიანი მინით, რასაც მოსარჩელე არ დაეთანხმა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის 2008 წლის 7 ივლისის ¹6 და ¹7 ბრძანებების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით ი/მ “გ. შ-შვილის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი/მ “გ. შ-შვილმა”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი/მ “გ. შ-შვილის” სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი/მ “გ. შ-შვილის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის ¹6 და ¹7 ბრძანებები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების შემდეგ, მოსარჩელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დაჯარიმების შესახებ ახალი აქტის გამოცემა დაევალა.

სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებას, კერძოდ, იმას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტების გამოცემისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ “ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონის 371-ე მუხლის შესაბამისად, ნებართვის მფლობელ პირთა მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის, ნებართვის სახეობების მიხედვით, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა შეადგენდა ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ 2000 ლარს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიმართ სანებართვო პირობების შემოწმებაზე კონტროლი განხორციელდა 2008 წლის 24 ივნისს, რის თაობაზეც შედგენილ იქნა ¹6 და ¹7 ოქმები. მოპასუხის მიერ, 2008 წლის 24 ივნისს 1145 საათიდან 1220 საათამდე შემოწმდა, დაცული იყო თუ არა ი/მ “გ. შ-შვილის” მიერ სანებართვო პირობები. ამასთან, სანებართვო პირობების შემოწმება გულისხმობდა არა ცალკეული პირობის, არამედ გაფრთხილებაში მითითებული ჩამონათვალის სრულად დაცვის შემოწმებას. შესაბამისად, “ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონის 371-ე მუხლით გათვალისწინებულ გადაცდომას წარმოადგენდა როგორც ერთი, ასევე ყველა სალიცენზიო პირობის დაუცველობა. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებდა სანქციის _ 2000 ლარის ოდენობით დაკისრებას კანონით გათვალისწინებული პირობების და არა ყოველი პირობის დარღვევაზე ცალ-ცალკე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის მიერ, ი/მ “გ. შ-შვილის” დაჯარიმების შესახებ ბრძანებების მიღებისას არ იქნა გამოკვლეული ის გარემოება, რომ სამმართველოს თანამშრომლების მიერ არასწორად იქნა შედგენილი ორი სამართალდარღვევის ოქმი, ვინაიდან სახეზე იყო არა ორი დამოუკიდებელი სამართალდარღვევა, არამედ ერთი, რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა სახდელის განსაზღვრისათვის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2010 წლის 8 ივლისს, 13.30 საათზე.

საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 7 ოქტომბრის სხდომაზე მხარეებმა წარმოადგინეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოსა და გ. შ-შვილს შორის 2010 წლის 6 ოქტომბერს გაფორმებული მორიგების აქტი. ხსენებულ მორიგების აქტში აღნიშნულია შემდეგი:

“ერთის მხრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი გ. ხ-შვილი ¹1/10-4579 16.11.09წ. მინდობილობის საფუძველზე და მეორეს მხრივ, ინდ/მეწარმე გ. შ-შვილი (პირადი ¹..., მცხ: ქ. თბილისი, ... I ჩ, 10) “აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორის დაჯარიმების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს 2008 წლის 7 ივლისის ¹6 და ¹7 ბრძანებების ბათილად ცნობის შესახებ” სარჩელთან დაკავშირებით, ნების თავისუფალი გამოხატვის საფუძველზე, შეთანხმდნენ შემდეგზე:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველო თანახმაა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მიერ ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს 2008 წლის 7 ივლისის ¹6 და ¹7 ბრძანებები “აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორის დაჯარიმების შესახებ” და გამოსცეს ახალი აქტი ინდ/მეწარმე გ. შ-შვილის, როგორც აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორის დაჯარიმების შესახებ;

2. ინდ/მეწარმე გ. შ-შვილი თანახმაა გადაიხადოს 2000 (ორი ათასი) ლარი აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორის დაჯარიმების შესახებ ბრძანების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

შეთანხმების აქტი შედგენილია თანაბარი ძალის მქონე ოთხ ეგზემპლიარად, რომელთაგან ერთი წარედგინება საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მეორე _ ინდ/მეწარმე გ. შ-შვილს, მესამე _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს, ხოლო მეოთხე _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს.”

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოსა და გ. შ-შვილს შორის 2010 წლის 6 ოქტომბერს გაფორმებული მორიგების აქტის დამტკიცება დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოსა და გ. შ-შვილს შორის გაფორმებულ მორიგების აქტს და მიაჩნია, რომ მხარეთა შორის მორიგება უნდა დამტკიცდეს აღნიშნული აქტის მიხედვით და მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე, ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოსა და გ. შ-შვილს შორის 2010 წლის 6 ოქტომბერს გაფორმებული მორიგების აქტი, რომელიც ხელმოწერილია ერთი მხრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის გ. ხ-შვილის (საქმეში წარმოდგენილია, სპეციალური უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა), ხოლო მეორე მხრივ, გ. შ-შვილის მიერ და დამოწმებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ბეჭდით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხსენებული მორიგების აქტი არ შეიცავს რაიმე კანონსაწინააღმდეგო დებულებას, აღნიშნული მორიგების აქტით არ ილახება სახელმწიფო (საჯარო) ინტერესები, ამდენად, შესაძლებელია დასახელებული მორიგების აქტის დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლზე და მხარეებს განუმარტავს, რომ აღნიშნული მუხლის თანახმად, საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლო განჩინებით, ხოლო საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოსა და გ. შ-შვილს შორის 2010 წლის 6 ოქტომბერს გაფორმებული მორიგების აქტის მიხედვით, მხარეთა მორიგება შემდეგი პირობებით:

“ერთის მხრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი გ. ხ-შვილი ¹1/10-4579 16.11.09წ. მინდობილობის საფუძველზე და მეორეს მხრივ, ინდ/მეწარმე გ. შ-შვილი (პირადი ¹..., მცხ: ქ. თბილისი, ... I ჩ, 10) “აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორის დაჯარიმების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს 2008 წლის 7 ივლისის ¹6 და ¹7 ბრძანებების ბათილად ცნობის შესახებ” სარჩელთან დაკავშირებით, ნების თავისუფალი გამოხატვის საფუძველზე, შეთანხმდნენ შემდეგზე:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველო თანახმაა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მიერ ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს 2008 წლის 7 ივლისის ¹6 და ¹7 ბრძანებები “აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორის დაჯარიმების შესახებ” და გამოსცეს ახალი აქტი ინდ/მეწარმე გ. შ-შვილის, როგორც აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორის დაჯარიმების შესახებ;

2. ინდ/მეწარმე გ. შ-შვილი თანახმაა გადაიხადოს 2000 (ორი ათასი) ლარი აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორის დაჯარიმების შესახებ ბრძანების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

შეთანხმების აქტი შედგენილია თანაბარი ძალის მქონე ოთხ ეგზემპლიარად, რომელთაგან ერთი წარედგინება საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მეორე _ ინდ/მეწარმე გ. შ-შვილს, მესამე _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს, ხოლო მეოთხე _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს.”

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. მოცემულ საქმეზე შეწყდეს წარმოება მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო;

4. მორიგების აქტი ძალაში შედის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ მისი დამტკიცების მომენტიდან და მოქმედებს მხარეების მიერ მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე;

5. მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მხარეთა პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით (მათ შორის, მორიგების აქტის იძულებითი აღსრულებით);

6. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.