Facebook Twitter

¹ბს-41-40(2კ-11) 28 აპრილი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ბ. მ-ის და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 17 ნოემბერს ბ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების – ნ. გ-ისა და გ. ქ-ის მიმართ.

მოსარჩელემ ქობულეთის გამგეობის 2004 წლის 30 იანვრის ¹3 დადგენილების გაუქმება და უკანონოდ მითვისებული მიწის ნაკვეთის დაბრუნება მოითხოვა.

ბ. მ-ემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს და მის ეზოში შემოჭრილი, ნ. გ-ის მიერ უნებართვოდ აშენებული სახლის კედლის გადაწევა, სახურავის გადაკეთება, სახურავზე არსებული წყლის ავზის მოხსნა, წყლისა და კანალიზაციის გაყვანილობის მილების მოხსნა და ნ. გ-ის ეზოში გადატანა, მოსარჩელის საძინებლის მოპირდაპირედ მდებარე აბანოსა და საპირფარეშოს ფანჯრების ამოშენება მოითხოვა. მოსარჩელემ ასევე 1957 წლიდან ყოველწლიურად კანონით გათვალისწინებული გადასახადის გადახდა, საზღვრის დარღვევის გამო კომპენსაცია, მითვისებული მიწის ნაკვეთის 50 წლის განმავლობაში სარგებლობისათვის კანონით გათვალისწინებული სარგებლის გადახდა და მორალური ზიანის _ 10 000 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 26 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ბ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივლისის განჩინებით ბ. მ-ის სააპალეციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება 633 კვ.მ მიწის ნაკვეთის დაბრუნებისა და ქობულეთის გამგეობის 2004 წლის 30 იანვრის ¹3 დადგენილების გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 მარტის საოქმო განჩინებით მესამე პირად ჩართული ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა საქმეში ჩაება მოპასუხედ.

საქმის ხელახალი განხილვისას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახური.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 მაისის საოქმო განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის გაზრდაზე და მოთხოვნა საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმების შესახებ არ იქნა მიღებული განსახილველად.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით ბ. მ-ის სარჩელი მიწის ნაკვეთის დაბრუნებისა და ქობულეთის გამგეობის 2004 წლის 30 იანვრის ¹3 დადგენილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. მ-ემ, რომელმაც ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 27 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ქობულეთის გამგეობის 2004 წლის 30 იანვრის ¹3 დადგენილების გაუქმება, მითვისებული მიწის ნაკვეთის დაბრუნება და დედამისის – დ. გ-ის მიერ შეძენილი 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთის საზღვრების აღდგენა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივნისის განჩინებით ბ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 აპრილის განჩინებით ბ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება ქ. ქუბულეთის გამგეობის 2004 წლის 30 იანვრის ¹3 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე ბ. მ-ის სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ბ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. ქუბულეთის გამგების 2004 წლის 30 იანვრის დადგენილება; დანარჩენ ნაწილში ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 თებერვლის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ბ. მ-სა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, ბ. მ-სა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრებს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ სამართლებრივ საკითხებთან მიმართებაში, რის შემდეგაც მიიჩნევს, რომ ბ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, ხოლო ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი _ დასაშვებად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი _ ბ. მ-ე ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს. ბ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ბ. მ-ის მიერ გასაჩივრებულ ნაწილში არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, ბ. მ-ის საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან, ბ. მ-ეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 750 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 525 ლარი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით განსაზღვრული ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილება არ შეესაბამება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას, რის გამოც ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, ბ. მ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში განსახილველად უნდა იქნეს დაშვებული და განხილულ იქნეს მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, ბ. მ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დასაშვებად და განხილულ იქნეს მხარეთა დასწრების გარეშე;

3. ბ. მ-ეს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახლმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 525 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.