Facebook Twitter

ბს-42-41 (კ-10) 21 აპრილი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქ. კოშკელმა, ნ. გ-ძემ და სხვებმა (სულ 30 პირმა) 30.04.09წ. სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ, რომლითაც მოპასუხისათვის სახელფასო დავალიანებისა და კვების კომპენსაციის_ულუფის თანხის დაკისრება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.07.09წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეების გ. მ-იანის, შ. ბ-ულის, თ. ვ-ძისა და მ. რ-ძის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; მოპასუხე_საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მოსარჩელე გ. მ-იანის სასარგებლოდ დაეკისრა ხელზე ასაღები 728,00 ლარის, მოსარჩელე შ. ბ-ულის სასარგებლოდ_1089,00 ლარის, მოსარჩელე თ. ვ-ძის სასარგებლოდ 1861,00 ლარის, მოსარჩელე მ. რ-ძის სასარგებლოდ 1104,00 ლარის სახელფასო დავალიანების გადახდა; მოსარჩელეების ქ. კოშკელის, ნ. გ-ძის, გ. ა-შვილის, კ. გ-ძის, თ. ღ-ტის, ი. თ-შვილის, მ. ბ-ძის, დ. ტ-შვილის, ო. პ-შვილის, მ. თ-ძის, ქ. ს-იას, მ. ნ-ძის, ი. ლ-შვილის, ვ. მ-შვილის, ქ. ჩ-რის, გ. ა-შვილის, გ. ქ-შვილის, ვ. ა-შვილის, ო. ა-ვილის, ო. ა-შვილის, გ. ქ-შვილის, რ. ქ-შვილის, ს. ა-ძის, გ. ქ-შვილის, გ. ხ-შვილის, თ. კ-ძის, მ. კ-ძის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელეებს ქ. კ-ელს, გ. ა-შვილს, კ. გ-ძეს, თ. ღ-ტს ი. თ-შვილს მ. თ-ძეს, ქ. ს-იას, მ. ნ-ძეს, მ. კ-ძეს უარი ეთქვათ მოპასუხე-საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისათვის კვების კომპენსაციის-ულუფის და 1998 წლის სახელფასო დავალიანების გადახდის დაკისრებაზე, ხანდაზმულობის გამო; მოსარჩელეებს ნ. გ-ძეს, მ. ბ-ძეს, დ. ტ-შვილს, ო. პ-შვილს, ი. ლ-შვილს, ვ. მ-შვილს, ქ. ჩ-რს, გ. ა-შვილს, გ. ქ-შვილს, ვ. ა-შვილს, ო. ა-შვილს, გ. ქ-შვილს, რ. ქ-შვილს, ს. ა-ძეს, გ. ქ-შვილს, გ. ხ-შვილს, თ. კ-ძეს უარი ეთქვათ მოპასუხე-საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისათვის კვების კომპენსაციის-ულუფის თანხის დაკისრებაზე, ხანდაზმულობის გამო; მოპასუხე-საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მოსარჩელე ქ. კ-ელის სასარგებლოდ დაეკისრა ხელზე ასაღები 1203, 00 ლარის, მოსარჩელე ნ. გ-ძის სასარგებლოდ_800 ლარის, მოსარჩელე-გ. ა-შვილის სასარგებლოდ_661 ლარის, მოსარჩელე კ. გ-ძის სასარგებლოდ_1007 ლარის, მოსარჩელე თ. ღ-ტის სასარგებლოდ 148,88 ლარის, მოსარჩელე ი. თ-შვილის სასარგებლოდ_1415 ლარის, მოსარჩელე მ. ბ-ძის სასარგებლოდ 709,48 ლარის, დ. ტ-შვილის სასარგებლოდ-710 ლარის, ო. პ-შვილის სასარგებლოდ_1421 ლარის, მოსარჩელე მ. თ-ძის სასარგებლოდ-623,67 ლარის, მოსარჩელე ქ. ს-იას სასარგებლოდ _552 ლარის, მოსარჩელე მ. ნ-ძის სასარგებლოდ _735 ლარის, მოსარჩელე ი. ლ-შვილის სასარგებლოდ_1454,2 ლარის,მოსარჩელე ვ. მ-შვილის სასარგებლოდ_1025 ლარის, მოსარჩელე ქ. ჩ-რის სასარგებლოდ_1961 ლარის, მოსარჩელე გ. ა-შვილის სასარგებლოდ_2690,86 ლარის, მოსარჩელე გ. ქ-შვილის სასარგებლოდ-2520,28 ლარის, მოსარჩელე ვ. ა-შვილის სასარგებლოდ -802, 17 ლარის, მოსარჩელე ო. ა-შვილის სასარგებლოდ-802,17 ლარის, მოსარჩელე გ. ქ-შვილის სასარგებლოდ_2885,32 ლარის, მოსარჩელე რ. ქ-შვილის სასარგებლოდ-778,36 ლარის, მოსარჩელე ს. ა-ძის სასარგებლოდ-1319,72 ლარის, მოსარჩელე გ. ქ-შვილის სასარგებლოდ-1114,00 ლარის, მოსარჩელე გ. ხ-შვილის სასარგებლოდ-2596,13 ლარის, მოსარჩელე თ. კ-ძის სასარგებლოდ-505,84 ლარის, მოსარჩელე მ. კ-ძის სასარგებლოდ-432, 09 ლარის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.07.09წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. კ-ელმა, ნ. გ-ძემ, გ. ა-შვილმა, კ. გ-ძემ, თ. ღ-ტმა, ი. თ-ვილმა, მ. თ-ძემ და ქ. ს-იამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.10.09წ. გადაწყვეტილებით ქ. კ-ელის, ნ. გ-ძის, გ. ა-შვილის, კ. გ-ძის, თ. ღლონტის, მ. თ-ძის და ქ. ს-იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ი. თ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.07.09წ. გადაწყვეტილება ი. თ-შვილის სასარგებლოდ სამივლინებო თანხის 1448 ლარის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.07.09წ. გადაწყვეტილების ქ. კ-ელის, ნ. გ-ძის, გ. ა-შვილის, კ. გ-ძის, თ. ღ-ტის, ი. თ-შვილის, მ. თ-ძის, ქ. ს-იას სარჩელზე_1998 წლის სახელფასო დავალიანების და კვების კომპენსაციის ანაზღაურებაზე_უარის თქმის ნაწილში შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ქ. კ-ელის, ნ. გ-ძის, გ. ა-შვილის, კ. გ-ძის, თ. ღ-ტის, ი. თ-შვილის, მ. თ-ძის, ქ. ს-იას სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს დაეკისრა: ქ. კ-ელის სასარგებლოდ -1430 ლარის, ნ. გ-ძის სასარგებლოდ_590 ლარის, გ. ა-შვილის სასარგებლოდ-1019 ლარის, კ. გ-ძის სასარგებლოდ_1720 ლარის, თ. ღ-ტი სასარგებლოდ-1249,12 ლარის, ი. თ-შვილის სასარგებლოდ_2086 ლარის, მ. თ-ძის სასარგებლოდ-451 ლარის, ქ. ს-იას სასარგებლოდ_453 ლარის ანაზღაურება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.10.09წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.