ბს-431-428 (კ-11) 25 მაისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ღ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 3 ოქტომბერს მიხეილ ღ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მერიის მიმართ კორპუსის ავარიულობის მიზეზით ბინაში წარმოქმნილი დეფექტების აღმოსაფხვრელად სარემონტო სამუშაოების ჩატარების ან რემონტისთვის აუცილებელი თანხის მოპასუხისათვის გადახდევინების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით მ. ღ-ის სასარჩელო განცხადება განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, იმ მოტივით, რომ სასარჩელო მოთხოვნა წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით რეგულირებულ სამართლებრივ ურთიერთობას, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვდა ქ. თბილისის მერიისათვის თანხის დაკისრებას.
2006 წლის 4 მაისს მ. ღ-მა დაზუსტებული სარჩელით მიმართა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, რომლითაც მოითხოვა წყალსადენის კანალიზაციის ქსელის რემონტისა და კორპუსის გამაგრების პროექტით გათვალისწინებული ყველა სამუშაოს შესრულება, სამუშაოთა შესრულების ვადების განსაზღვრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 ივნისის სხდომაზე მოსარჩელემ კიდევ ერთხელ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა მის ბინაში ავარიული დეფექტების აღმოფხვრა ან კომპენსაცია, სარემონტო სამუშაოების დასრულება პროექტის მიხედვით და სამუშაოთა შესრულების ვადების განსაზღვრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 აპრილის განჩინებით მ. ღ-ის სარჩელი ქ. თბილისის მერიის მიმართ გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს განსჯადობის დავის გადასაწყვეტად.
საქართველოს უზენასი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ივნისის განჩინებით მ. ღ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
2007 წლის 27 ივლისის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა ბინის რემონტის თანხის -3826 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება და კორპუსის გამაგრებითი სამუშაოების ვადის განსაზღვრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ღ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე თბილისის მერიას მოსარჩელე მ. ღ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 3836 ლარის გადახდა თბილისი, ....., პირველი მკ/რ, კორპ. 25-ში მდებარე ¹6 ბინაში კორპუსის ავარიულობის მიზეზით გამოწვეული დაზიანების აღმოსაფხვრელად. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე თბილისის მერიისათვის კორპუსის გამაგრებითი სამუშაოების შესრულებისათვის ვადის განსაზღვრის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის მერიამ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და მისი სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 მარტის განჩინებით თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით შეწყდა მოსარჩელის_ მ. ღ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხის ქ. თბილისის მერიის მიმართ, ზიანის ანაზღაურების, კორპუსის გამაგრებითი სამუშაოების დასრულების დავალდებულების, გამაგრებითი სამუშაოების დასრულებისათვის ვადის განსაზღვრის შესახებ მოთხოვნით აღძრული ადმინისტრაციული საქმის წარმოება ნაწილობრივ; კერძოდ, მოპასუხისათვის კორპუსის გამაგრებითი სამუშაოების დასრულების დავალდებულებისა და გამაგრებითი სამუშაოების დასრულებისათვის ვადის განსაზღვრის შესახებ მოთხოვნის ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ღ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს-ქ. თბილისის მერიას დაეკისრა მოსარჩელის მ. ღ-ის მიყენებული ზიანის _3 836 ლარის ანაზღაურება; ქ. თბილისის მერიას დაეკისრა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარებისათვის მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის_300 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის – მ. ღ-ის სასარგებლოდ.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელე მ. ღ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ღ-მა.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მარტის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ღ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, მ. ღ-ის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ მ. ღ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს მ. ღ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. ღ-ის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ღ-ს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.