ბს-436-419(კ-10) 10 ივნისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ხ. ჯ-ევას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2000 წლის 4 სექტემბერს ხ. ჯ-ევამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის – მ. ზ-ძის მიმართ.
მოსარჩელემ ქ. თბილისში, ... დასახლება ¹202-ში მდებარე ¹32 ბინიდან მ. ზ-ძისა და მისი ოჯახის წევრების გამოსახლება მოითხოვა.
მ. ზ-ძემ შეგებებული სარჩელით მიმართა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის _ ხ. ჯ-ევას მიმართ, 1998 წლის 20 ივლისს ხ. ჯ-ევას სახელზე გაცემული სამომსახურეო ორდერის ბათილად ცნობისა და ზემოაღნიშნული ბინის მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნით.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით ხ. ჯ-ევას სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; მ. ზ-ძის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ხ. ჯ-ევას სახელზე 1998 წლის 20 ივლისს გაცემული ¹018090 სამომსახურეო ორდერი.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხ. ჯ-ევამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 14 მაისის განჩინებით ხ. ჯ-ევას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
2003 წლის 12 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ ხ. ჯ-ევასა და მ. ზ-ძის მიმართ. მოსარჩელემ ხ. ჯ-ევაზე გაცემული სამომსახურეო ორდერის ბათილად ცნობა, მ. ზ-ძის თანმხლებ პირებთან ერთად სადავო ბინიდან გამოსახლება და სადავო ბინის სამართალმემკვიდრედ აღიარება მოითხოვა.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ხ. ჯ-ევას სარჩელი არ დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის 1998 წლის 20 ივლისს ხ. ჯ-ევაზე გაცემული ¹018090 ორდერი; მ. ზ-ძე თანხმლებ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნა ქ. თბილისში, ..., კორპ. ¹202, ბინა ¹32-ი საცხოვრებელი სახლიდან.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხ. ჯ-ევამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 4 ივლისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ქ. თბილისის მერია.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 30 სექტემბრის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეზე ქ. თბილისის მერია ჩაება მოპასუხედ.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ხ. ჯ-ევამ დააზუსტა მოთხოვნა და გადაწყვეტილების სამომსახურეო ორდერის ბათილად ცნობის ნაწილში გაუქმება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ხ. ჯ-ევას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ¹018090 სამომსახურეო ორდერი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხ. ჯ-ევამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 დეკემბრის განჩინებით ხ. ჯ-ევას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 დეკემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ხ. ჯ-ევამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 12 მარტის განჩინებით ხ. ჯ-ევას კერძო საჩივარი დაკმაყოფიდლა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 დეკემბრის განჩინება და ხ. ჯ-ევას სააპელაციო საჩივარი წამოებაში მიღების მიზნით გადაეგზავნა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 დეკემბრის განჩინებით ხ. ჯ-ევას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხ. ჯ-ევამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ხ. ჯ-ევას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხ. ჯ-ევას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხ. ჯ-ევას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.