საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-447-428(კ-10) 4 ივნისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობით:
მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა გ. ჯ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოში 2010 წლის 6 აპრილს განსახილველად შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-447-428(კ-10), გ. ჯ-ძის საკასაციო საჩივართან ერთად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებაზე.
საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 16 აპრილის განჩინებით გ. ჯ-ძის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით:
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 397.1. მუხლის მოთხოვნებს, რადგან საქმეში არსებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, კასატორს _ გ. ჯ-ძეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება გაეგზავნა 2010 წლის 16 თებერვალს და მეზობელს ჩაჰბარდა 2010 წლის 18 თებერვალს. Kკასატორის წარმომადგენელმა _ ა. თ-შვილმა კი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა პირადად 2010 წლის 15 თებერვალს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2. და სსსკ-ის 70.1. მუხლების შესაბამისად, გადაწყვეტილების ასლი კასატორისა და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლებოდა 2010 წლის 15 თებერვალს, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი შეტანილი უნდა ყოფილიყო 2010 წლის 16 მარტს, საკასაციო საჩივარი კი სააპელაციო სასამართლოში შეტანილია 2010 წლის 17 მარტს, სსსკ-ის 397.1. მუხლით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით.
ცდომილების თავიდან ასაცილებლად, კასატორს დაევალა წარმოედგინა დადასტურება (მტკიცებულება) იმის თაობაზე, ძალაში იყო თუ არა წარმომადგენელ ა. თ-შვილის სახელზე 2009 წლის 14 დეკემბერს გაცემული რწმუნებულება უფლებამოსილების მინიჭების შესახებ. Gგარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა 396.3. მუხლის მოთხოვნებს, რამდენადაც საკასაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა კასატორის შუამდგომლობა, სსსკ-ის 48-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, რადგან კასატორს არ წარმოუდგენია გადახდისუუნარობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, როგორც ამას ითვალისწინებს სსსკ-ის 48-ე მუხლი.
2010 წლის 15 მაისს კასატორ გ. ჯ-ძის მიერ ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილ იქნა განცხადება, რომელშიც კასატორმა აღნიშნა, რომ მას არ ჩაჰბარებია სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით, მას გადაწყვეტილება გადასცა მეზობელმა 2010 წლის 19 თებერვალს. ამასთან, ადვოკატ ა. თ-შვილს ჩაჰბარდა გადაწყვეტილების ასლი, მაგრამ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კასატორმა ადვოკატთან გაწყვიტა ურთიერთობა, ანუ ის აღარ წარმოადგენდა კასატორის ინტერესებს. Mმინდობილობა არ გაუქმებულა, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კასატორმა ვერ მოახერხა ქ. ქუთაისში ჩასვლა და მინდობილობის გაუქმებისათვის ნოტარიუსისთვის თანხის გადახდა. შესაბამისად, კასატორი და მისი წარმომადგენელი ზეპირი ფორმით შეთანხმდნენ ხელშეკრულების გაუქმებაზე.
Aამასთან, კასატორმა მიუთითა, რომ მის წარმომადგენელს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაჰბარდა არა 2010 წლის 15 თებერვალს, არამედ _ 16 თებერვალს, შესაბამისად მის მიერ დაცულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ერთთვიანი ვადა, რამდენადაც 2010 წლის თებერვლის თვე იყო 28-დღიანი. კასატორმა ასევე წარმოადგგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი 300 ლარის ოდენობით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი მასალების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. ჯ-ძის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, კასატორს _ გ. ჯ-ძეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება გაეგზავნა 2010 წლის 16 თებერვალს და მეზობელს ჩაჰბარდა 2010 წლის 18 თებერვალს. კასატორის წარმომადგენელმა _ ა. თ-შვილმა კი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა პირადად 2010 წლის 15 თებერვალს /იხ.ს.ფ. 108/. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2. და სსსკ-ის 70.1. მუხლების შესაბამისად გადაწყვეტილების ასლი კასატორისა და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლებოდა 2010 წლის 15 თებერვალს, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი შეტანილი უნდა ყოფილიყო 2010 წლის 16 მარტს, საკასაციო საჩივარი კი სააპელაციო სასამართლოში შეტანილია 2010 წლის 17 მარტს.
სსსკ-ის 397.1 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 1 თვეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 369.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად მიიჩნევა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
სსსკ-ის 70.1. მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება თუ იგი ჩაჰბარდა ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.1 მუხლის შესაბამისად, გასაჩივრების ვადის დინება იწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლოს აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 მუხლი კი ავალდებულებს სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების, განჩინების, ბრძანების, დადგენილების ასლი, რომელიც ექვემდებარება იმავე ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრებას გაუგზავნოს მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს. წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი _ წარმომადგენლისათვის გაგზავნილად. შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.1 მუხლის საფუძველზე გასაჩივრების ვადის დენის დაწყება უკავშირდება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გაგზავნის კანონისმიერი ვალდებულების შესრულებას. ანუ ვადის დენა დაიწყება, თუ მხარეს გაგზავნილი გადაწყვეტილებით (განჩინებით, ბრძანებით, დადგენილებით) სწორად განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი, რაც მოცემულ შემთხვევაში დაცულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ კანონით დადგენილ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მხარის წარმომადგენელს ჩაჰბარდა 2010 წლის 15 თებერვალს /იხ.ს.ფ. 108/, კასატორ გ. ჯ-ძეს _ 2010 წლის 18 თებერვალს (ჩაიბარა მეზობელმა), საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში წარდგენილია 2010 წლის 17 მარტს /იხ.ს.ფ. 116/, ამდენად, კასატორის მიერ გაშვებულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრებისათვის სსსკ-ის 397.1. მუხლით დადგენილი ერთთვიანი ვადა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ მის წარმომადგენელს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა 2010 წლის 16 თებერვალს, რამდენადაც საქმეში, ს.ფ.-108-ზე არსებულ სასამართლო გზავნილზე მითითებულია, რომ ალ. თ-შვილმა გადაწყვეტილება ჩაიბარა 2010 წლის 15 თებერვალს. შესაბამისად, აღნიშნულის საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეს საკასაციო სასამართლოში არ წარმოუდგენია.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ 2010 წლის თებერვლის თვე იყო 28-დღიანი, რის გამოც მის მიერ ერთთვიან ვადაში წარმოდგენილად უნდა ჩაითვალოს საკასაციო საჩივარი, რამდენადაც სსსკ-ის 59.1. მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სსსკ-ის 61.1. მუხლის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. ამდენად, ის გარემოება, რომ 2010 წლის თებერვლის თვე იყო 28-დღიანი, არ ცვლის საქმის ვითარებას, რამდენადაც საპროცესო ვადის დინება დაიწყო 2010 წლის 15 თებერვალს, კასატორის წარმომადგენლისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან, შესაბამისად, სსსკ-ის 61.1. მუხლის თანახმად, გ. ჯ-ძეს საკასაციო საჩივარი კანონით განსაზღვრულ ერთთვიან ვადაში, 2010 წლის 16 მარტამდე უნდა წარედგინა, რაც არ შესრულებულა. საკასაციო საჩივარი წარმოდგენილია 2010 წლის 17 მარტს, ამდენად, კასატორის მიერ გაშვებულია საკასაციო საჩივრის წარდგენისათვის განსაზღვრული ერთთვიანი ვადა.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ ადვოკატ ა. თ-შვილს ჩაჰბარდა გადაწყვეტილების ასლი, მაგრამ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კასატორმა ადვოკატთან გაწყვიტა ურთიერთობა, ანუ ის აღარ წარმოადგენდა კასატორის ინტერესებს. მინდობილობა არ გაუქმებულა, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, კასატორმა ვერ მოახერხა ქ. ქუთაისში ნოტარიუსთან ჩასვლა და მინდობილობის გაუქმებისათვის ნოტარიუსისთვის თანხის გადახდა. შესაბამისად, კასატორი და მისი წარმომადგენელი ზეპირი ფორმით შეთანხმდნენ ხელშეკრულების გაუქმებაზე.
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო კოდექსის 107.1 მუხლის საფუძველზე განმატავს, რომ უფლებამოსილების (რწმუნებულების) მიცემა ხდება რწმუნებულის ან იმ მესამე პირის ნების გამოვლენით, რომელთანაც უნდა შედგეს წარმომადგენლობა, ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, ნების გამოვლენას არ სჭირდება ის ფორმა, რომელიც აუცილებელია იმ გარიგების დასადებად, რომლისთვისაც გაცემულია უფლებამოსილება. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა დადგენილია სპეციალური ფორმა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ¹71 ბრძანებით დამტკიცებული “სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციის 53.1. მუხლის თანახმად, გარიგება უნდა გაუქმდეს (მოიშალოს, შეწყდეს) დამოუკიდებელი აქტის შედგენით სანოტარო მოქმედების შესრულების ზოგადი წესების დაცვით. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გარიგება უნდა გაუქმდეს გარიგების დამოწმებისათვის დადგენილი წესების დაცვით. სანოტარო რეესტრსა და სანოტარო აქტზე, რომლის გაუქმება (მოშლა, შეწყვეტა) ხდება, წარწერით უნდა აღინიშნოს გარიგების გაუქმების (მოშლის, შეწყვეტის) შესახებ. წარწერაში მითითებული უნდა იყოს გაუქმების (მოშლის, შეწყვეტის) აქტის რეკვიზიტები.
ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლობით წერილობითი გაცემული რწმუნებულების (წარმომადგენლობის) გაუქმებისათვის დადგენილია მისი გაუქმების ასევე სპეციალური _ წერილობითი ფორმა. იმ ვითარებაში, როცა რწმუნებულება დამოწმებულია სანოტარო წესით, მისი გაუქმებაც ასევე უნდა მოხდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ¹71 ბრძანებით დამტკიცებული “სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციის 53.1. მუხლით დადგენილი წერილობითი ფორმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ითვლება, რომ გარიგება (რწმუნებულება) ძალაშია და არ გაუქმებულა.
საქმის მასალების მიხედვით, გ. ჯ-ძეს დაევალა წარმოედგინა დადასტურება (მტკიცებულება), ძალაში იყო თუ არა მასა და მის რწმუნებულ ალ. თ-შვილს შორის 2009 წლის 14 დეკემბერს გაცემული სანოტარო წესით დამოწმებული რწმუნებულება. წარმოდგენილი მტკიცებულებით, 2010 წლის 15 მაისს ნოტარიუს ე. გ-შვილის მიერ გაცემული წერილით, დასტურდება, რომ რწმუნებულება, დამოწმებული 2009 წლის 14 დეკემბერს, რომლითაც გ. ჯ-ძემ უფლებამოსილება მიანიჭა ა. თ-შვილს 2009 წლის 14 დეკემბერს, 2010 წლის 17 მაისის მდგომარეობით ძალაში იყო და არ გაუქმებულა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ჯ-ძის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, კანონით განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საკასაციო საჩივრის წარმოუდგენლობის გამო
ამასთან, კასატორს, სსსკ-ის 185.1 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი სრულად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ჯ-ძის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. კასატორს – გ. ჯ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი სრულად, შემდეგი ანგარიშიდან: ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900; საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი _ 300773150; სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ 220101222);
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.