Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-453-450(კ-11) 16 ივნისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ლ. ნ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2 დეკემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობა; ქ. თბილისის შსს სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილება; გ.ა ო-ძე; მესამე პირები _ მ. რ-ლდი; შ. გ-შვილი).

2007 წლის 16 აგვისტოს გ. ო-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ ქ. თბილისის ისანი-სამგორის გამგეობის, ქ. თბილისის ისანი-სამგორის პოლიციის მე-5 განყოფილების საუბნო ქვეგანყოფილებისა და მესამე პირის _ მ. რ-ლდის მიმართ.

მოსარჩელემ ქ. თბილისში, ..., მე-3 კორპუსში მდებარე ¹54 ბინის მ. რ-ისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ 2006 წლის 11 აპრილის პრივატიზაციის ხელშეკრულების და საკუთრებაში არსებული უძრავის ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების საუბნო ქვეგანყოფილების 2007 წლის 10 ივლისის გაფრთხილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით შ. გ-შვილის განცხადება დაკმაყოფილდა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, იგი მოცემულ საქმეში ჩაება მესამე პირად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 23 თებერვლის განჩინებით გ. ო-ძის განცხადება დაკმაყოფილდა; საქმის წარმოება შეჩერდა სადავო ბინაზე გ. ო-ძის რეგისტრაციიდან მოხსნის კანონიერების შესახებ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 9 მარტის განჩინებით განახლდა მოცემული საქმის წარმოება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით გ. ო-ძის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გ. ო-ძის სასარჩელო განცხადება პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში დაკმაყოფილდა სრულად; ბათილად იქნა ცნობილი 2006 წლის 11 აპრილს ქ. თბილისის ისანი-სამგორის გამგეობასა და მ. რ-ლდს შორის გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულება მ. რ-ლდისათვის ქ. თბილისში, ... მდებარე ბინის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ; გ. ო-ძის სასარჩელო განცხადება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი შსს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების საუბნო ქვეგანყოფილების მიერ 2007 წლის 10 ივლისს გამოცემული გაფრთხილება საკუთრებაში არსებული უძრავის ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ; მოპასუხეს _ შსს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების საუბნო ქვეგანყოფილებას საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. გ-შვილმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 17 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება ლ. ნ-შვილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 17 ნოემბრის საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ნ-შვილმა, რომელმაც გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმება და მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ჩაბმა მოითხოვა.

2010 წლის 2 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე შ. გ-შვილმა დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა, მხოლოდ 2006 წლის 11 აპრილს ქ. თბილისის ისანი-სამგორის გამგეობასა და მ. რ-ლდს შორის გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2 დეკემბრის განჩინებით შ. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ნ-შვილმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2011 წლის 18 მარტის განჩინებით მიიჩნია, რომ ლ. ნ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. ამდენად, საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ხარვეზად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 18 მარტის განჩინებით ლ. ნ-შვილს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის დავის საგნის ღირებულების 5%-ს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

2011 წლის 8 აპრილს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მომართა ლ. ნ-შვილის წარმომადგენელმა ო. კ-შვილმა, რომელმაც ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 აპრილის განჩინებით გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 18 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა; ლ. ნ-შვილს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის დავის საგნის ღირებულების 5%-ს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 აპრილის განჩინების შემცველი გზავნილი ლ. ნ-შვილის წარმომადგენელს ო. კ-შვილს 2011 წლის 20 აპრილს ჩაბარდა. შესაბამისად, კასატორს ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადა 2011 წლის 25 აპრილს ამოეწურა. ვინაიდან, აღნიშნული დღე წარმოადგენდა დასვენების დღეს, მხარეს ხარვეზის შევსების უფლება მომდევნო სამუშაო დღის ანუ 2011 წლის 26 აპრილის (სამშაბათი) 24 საათამდე ჰქონდა. ლ. ნ-შვილმა მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო 2011 წლის 13 აპრილის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მიუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება ლ. ნ-შვილის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს ლ. ნ-შვილის საკასაციო საჩივარი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.