ბს-466-463(2კ-11) 25 მაისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქ. თბილისის მთავრობის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2010 წლის 11 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა გ. თ-მა მოპასუხეების–ქ. თბილისის მთავრობისა და ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა გ. თ-ის ქ. თბილისში, მდ. Mმტკვრის მარცხენა სანაპიროს გაგრძელებასა და .... ქუჩის გადაკვეთის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი- ¹....) გადაცემის შესახებ ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის_ქონების მართვის სააგენტოს 2010 წლის 28 ივნისს გაცემული, პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ხელშეკრულების) ¹4-61-140 ბათილად ცნობასა და გ. თ-ის სასარგებლოდ ქ. თბილისის მთავრობისათვის 27 750 ლარის დაკისრებას.
2010 წლის 4 ნოემბრის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სსიპ თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახური საქმეში ჩაება მესამე პირად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის_ქონების მართვის სააგენტოს მიერ 2010 წლის 28 ივნისს გაცემული, პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (ხელშეკრულება) ¹4-61-140 გ. თ-ის ქ. თბილისში, მდ. Mმტკვრის მარცხენა სანაპიროს გაგრძელებასა და .... ქუჩის გადაკვეთის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი- ¹.....) გადაცემის შესახებ; 150 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისში, მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროს გაგრძელებასა და .... ქუჩის გადაკვეთის მიმდებარედ (საკადასტრო კოდი-¹....) დაუბრუნდა თბილისის მთავრობას; მოპასუხე ქ. თბილისის მთავრობას დაეკისრა გ. თ-ის სასარგებლოდ 27 750 ლარის გადახდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ “ქონების მართვის სააგენტომ” და ქ. თბილისის მთავრობამ.
აპელანტები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 იანვრის განჩინებით ქ. თბილისის მთავრობის და ქ. თბილისის მერიის სსიპ_ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ “ქონების მართვის სააგენტომ” და ქ. თბილისის მთავრობამ.
კასატორები საკასაციო საჩივრით ითხოვდნენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 18 მარტის განჩინებებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქ. თბილისის მთავრობის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქ. თბილისის მთავრობის საკასაციო საჩივრებს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქ. თბილისის მთავრობის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქ. თბილისის მთავრობის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქ. თბილისის მთავრობის საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვათ განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქ. თბილისის მთავრობის საკასაციო საჩივრებს უარი ეთქვას განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.