Facebook Twitter

ბს-468-465(კ-11) 16 ივნისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. და ა. რ-ძეების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 25 თებერვალს ლ. და ა. რ-ძეებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ ქ. თბილისის მერიის, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურისა და მესამე პირის _ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “...”-ის მიმართ.

მოსარჩელეებმა ქ. თბილისში ... ქ. ¹27-ში თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შესასვლელის რეკონსტრუქციის არქირექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 4 იანვრის ¹10/5 ბრძანების, მშენებლობის ნებართვის მოწმობის გაცემის თაობაზე 2010 წლის 4 იანვრის ¹ნ/41 ბრძანების, ქ. თბილისის მერის 2010 წლის 18 თებერვლის ¹481 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხეებისათვის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალდებულება მოითხოვეს.

ამასთან, მოსარჩელეებმა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერებაზე იშუამდგომლეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 1 მარტის განჩინებით ლ. და ა. ა-ძეების შუამდგომლობა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 4 იანვრის ¹10/5 ბრძანების, მშენებლობის ნებართვის მოწმობის გაცემის თაობაზე 2010 წლის 4 იანვრის ¹ნ/41 ბრძანებისა და ქ. თბილისის მერის 2010 წლის 18 თებერვლის ¹481 განკარგულების მოქმედების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 1 მარტის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს ლ. და ა. რ-ძეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინებით არჩილ და ლამარა რუხაძეების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 1 მარტის განჩინება.

2010 წლის 26 თებერვალს ლ. და ა. ა-ძეებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ ქ. თბილისის მერიის, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურისა და მესამე პირის _ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “...”-ის მიმართ.

მოსარჩელეებმა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2009 წლის 21 დეკემბრის ¹4440 ბრძანების, ქ. თბილისის მერის 2010 წლის 18 თებერვლის ¹482 განკარგულების ბათილად ცნობა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურისათვის ამხანაგობა “...”-ის მიერ წარდგენილი პროექტის შეთანხმებაზე და მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დამოცემის დავალდებულება მოითხოვეს.

ამასთან, მოსარჩელეებმა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერებაზე იშუამდგომლეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 4 მარტის განჩინებით ლ. და ა. ა-ძეების შუამდგომლობა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2009 წლის 21 დეკემბრის ¹4440 ბრძანებისა და ქ. თბილისის მერის 2010 წლის 18 თებერვლის ¹482 განკარგულების მოქმედების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 4 მარტის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს ლ. და ა. ა-ძეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მაისის განჩინებით არჩილ და ლამარა რუხაძეების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 4 მარტის განჩინება.

2010 წლის 20 ივლისის ლ. და ა. ა-ძეებმა შუამდგომლობით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების ერთ წარმოებად გაერთიანება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 14 სექტემბრის განჩინებით ¹3/792-10 და ¹3/811-10 ადმინისტრაციული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად და გაერთინეებულ საქმეს ¹3/792-10 ნომერი მიენიჭა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. და ა. ა-ძეების სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. და ა. ა-ძეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 იანვრის განჩინებით ლ. და ა. ა-ძეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. და ა. ა-ძეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. და ა. ა-ძეების საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. და ა. ა-ძეების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, თამაზ რუხაძეს ლ. და ა. ა-ძეების საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს ლ. და ა. ა-ძეების საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. და ა. ა-ძეების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 იანვრის განჩინება;

3. თამაზ რუხაძეს დაუბრუნდეს მის მიერ ლ. და ა. ა-ძეების საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.