Facebook Twitter

¹ბს-471-468(კ-11) 18 მაისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ს.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 21 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მ. ს.-მ მოპასუხის–სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, მესამე პირების ა. ი.-ის, ი. ა.-ისა და ზ. კ.-ს მიმართ.

მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საკონკურსო კომისიის სხდომის 2009 წლის 20 სექტემბრის ¹9 ოქმის, ...-ის დეპარტამენტის ...-ის მიმართულებაზე ასოცირებულ პროფესორად კონკურსანტების (მესამე პირების) რეკომენდირებისა და მ. ს.-ის რეკომენდაციაზე უარის თქმის შესახებ, ბათილად ცნობას, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 2009 წლის 21 სექტემბრის ¹10 ოქმით მიღებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში ბათილად ცნობას, რომლითაც ...-ის დეპარტამენტის ...-ის მიმართულების ასოცირებულ პროფესორებად რეკომენდირებული იქნენ კონკურენტები: ა.-ი, ი.-ე, კ.-ა და მ. ს.-ს უარი ეთქვა ამავე თანამდებობაზე რეკომენდაციაზე; თსსუ-ში კონკურსის შედეგებისა და საკონკურსო კომისიის მიერ აკადემიურ თანამდებობაზე რეკომინდირებულ პირთა სიის დამტკიცების შესახებ (ა.-ი, ი.-ე, კ.-ს მიმართ) და ამავე თანამდებობაზე მ. ს.-ის რეკომენდაციაზე უარის თქმის შესახებ 2009 წლის 21 სექტემბრის ¹24/16 ოქმის ბათილად ცნობას; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 22 სექტემბრის ¹196/04 ბრძანების, ...-ის დეპარტამენტის ...-ის მიმართულებაზე ასოცირებულ პროფესორად ა.-ის, ი.-ისა და კ.-ს დანიშვნისა და ამავე თანამდებობაზე დანიშვნაზე მ. ს.-სთვის რეკომენდაციაზე უარის თქმის შესახებ, ბათილად ცნობას; საკონკურსო კომისიის 2009 წლის 28 სექტემბრის დასკვნის ბათილად ცნობას; მოპასუხის დავალდებულებას კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩაეტარებინა კონკურსი ...-ის დეპარტამენტის ...-ის მიმართულებაზე ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება ...-ის დეპარტამენტის ...-ის მიმართულებაზე ასოცირებულ პროფესორად მ. ს.-ის გამარჯვებულად ცნობისა და ამ თანამდებობაზე მისი რეკომენდირების შესახებ; თსსუ-ის რექტორის დავალდებულებას გამოეცა ბრძანება ...-ის დეპარტამენტის ...-ის მიმართულების ასოცირებულ პროფესორად მ. ს.-ის დანიშვნის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ. ს.-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელე მ. ს.-ს სასარჩელო მოთხოვნაზე - მოპასუხე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსისტეტის მიმართ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საკონკურსო კომისიის სხდომის 2009 წლის 20 სექტემბრის ¹9 ოქმის, ...-ის დეპარტამენტის ...-ის მიმართულებაზე ასოცირებულ პროფესორად კონკურსანტების (მესამე პირების) რეკომენდირებისა და მ. ს.-ის რეკომენდაციაზე უარის თქმის შესახებ ბათილად ცნობის თაობაზე ეთქვა უარი; მოსარჩელე მ. ს.-ს სასარჩელო მოთხოვნაზე - მოპასუხე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსისტეტის მიმართ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 2009 წლის 21 სექტემბრის ¹10 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ...-ის დეპარტამენტის ...-ის მიმართულების ასოცირებულ პროფესორებად რეკომენდირებული იქნენ კონკურენტები: ა.-ი, ი.-ე, კ.-ა და მ. ს.-ს უარი ეთქვა ამავე თანამდებობაზე რეკომენდაციაზე, ¹10 ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე ეთქვა უარი; მოსარჩელე მ. ს.-ს სასარჩელო მოთხოვნაზე - მოპასუხე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსისტეტის მიმართ, თსსუ-ში კონკურსის შედეგებისა და საკონკურსო კომისიის მიერ აკადემიურ თანამდებობაზე რეკომინდირებულ პირთა სიის დამტკიცების შესახებ (ა.-ი, ი.-ე, კ.-ს მიმართ) და ამავე თანამდებობაზე მ. ს.-ის რეკომენდაციაზე უარის თქმის შესახებ 2009 წლის 21 სექტემბრის ¹24/16 ოქმის, ბათილად ცნობის თაობაზე ეთქვა უარი; მოსარჩელე მ. ს.-ს სასარჩელო მოთხოვნაზე – მოპასუხე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 22 სექტემბრის ¹196/04 ბრძანების ...-ის დეპარტამენტის ...-ის მიმართულებაზე ასოცირებულ პროფესორად ა.-ი, ი.-ე და კ.-ს დანიშვნისა და ამავე თანამდებობაზე დანიშვნაზე მ. ს.-სთვის რეკომენდაციაზე უარის თქმის შესახებ, ბათილად ცნობის თაობაზე ეთქვა უარი; მოსარჩელე მ. ს.-ს სასარჩელო მოთხოვნაზე – მოპასუხე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ 2009 წლის 28 სექტემბრის საკონკურსო კომისიის დასკვნის მ. ს.-ის სააპელაციო განცხადებაზე ბათილად ცნობის თაობაზე ეთქვა უარი; მოსარჩელე მ. ს.-ს სასარჩელო მოთხოვნაზე – მოპასუხე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ ქმედების განხორციელების თაობაზე; ...-ის დეპარტამენტის ...-ის მიმართულებაზე ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება ...-ის დეპარტამენტის ...-ის მიმართულებაზე ასოცირებული პროფესორად მ. ს.-ის გამარჯვებულად ცნობისა და ამ თანამდებობაზე მისი რეკომენდირების შესახებ ეთქვა უარი; მოსარჩელე მ. ს.-ს სასარჩელო მოთხოვნაზე – მოპასუხე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ ქმედების განხორციელების თაობაზე, დაევალოს მოპასუხეს თსსუ-ის რექტორს გამოსცეს ბრძანება ...-ის დეპარტამენტის ...-ის მიმართულების ასოცირებულ პროფესორად მ. ს.-ის დანიშვნის შესახებ ეთქვა უარი.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ს.-მ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით მ. ს.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ს.-მ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 18 მარტის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ს.-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, მ. ს.-ის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ მ. ს.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს მ. ს.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. ს.-ის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ს.-ის საკასაციო საჩივარს უარი ეთქვას განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.