Facebook Twitter

საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

ბს-501-479(კ-08) 23 თებერვალი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ქ. თბილისის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის სარჩელზე დავის საგნის არარსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხი.

საკასაციო პალატამ

გამოარკვია:

ქ. თბილისის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციამ სარჩელი აღძრა ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხის – ს. Aა-შვილის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ნაგებობის დემონტაჟი, ნანგრევებისაგან ტერიტორიის გაწმენდა და აღნიშნულისათვის საჭირო ხარჯების სახელმწიფო ბაჟთან ერთად მოპასუხისათვის დაკისრება /იხ.ს.ფ. 3-4/.

ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის სარჩელი დაკმაყოფილდა; რაიონულმა სასამართლომ დაადგინა მოპასუხე ს. Aა-შვილის დაკვეთით, ქ. თბილისში .... ¹43-ში საცხოვრებელი სახლის უკანა ეზოში აშენებული ორი ავტოფარეხის დანგრევა; აღნიშნულის დანგრევისა და ტერიტორიის ნანგრევებისაგან გაწმენდის ხარჯების ანაზღაურება დაეკისრა მოპასუხე ს. Aა-შვილს /იხ.ს.ფ. 24-26/.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ა-შვილის წარმომადგენელმა_ რ. ხ-იამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ. 31-32/.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ს. Aა-შვილის წარმომადგენლის_ რ. ხ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელი დარჩა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება /იხ.ს.ფ. 81-85/.

საოლქო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. Aა-შვილის წარმომადგენელმა_ რ. ხ-იამ, რომელმაც მოითხოვა საოლქო სასამართლოს განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ. 93-95; 111-113/.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 20 ივლისის განჩინებით ს. Aა-შვილის წარმომადგენლის – რ. ხ-იას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმეზე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს /იხ.ს.ფ. 122-128/.

სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის საოქმო განჩინებით მოწინააღმდეგე მხარე – ქ. თბილისის არქმშენინსპექცია შეიცვალა მისი უფლებამონაცვლე – ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურით (იხ. ს.ფ. 164, სხდომის ოქმი).

საქმის სააპელაციო წესით ხელახლა განხილვისას მოწინააღმდეგე მხარემ – ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა სააპელაციო საჩივარს მხარი დაუჭირა და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 26 თებერვლის განჩინებით ს. Aა-შვილის წარმომადგენლის – რ. ხ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება 257-265/.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. Aა-შვილის წარმომადგენელმა _ რ. ხ-იამ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ.270-282/.

საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 22 ივლისის განჩინებით ს. Aა-შვილის წარმომადგენლის – რ. ხ-იას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. “გ” პუნქტის საფუძველზე /პროცესუალური კასაცია/.

მოცემულ საქმეზე საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 9 დეკემბრის საოქმო განჩინებით შეჩერდა საქმისწარმოება ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურში ს. Aა-შვილის განცხადებასთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე (იხ. ს.ფ 377-379).

2009 წლის 17 ნოემბერს საკასაციო სასამართლოს მიმართვის საფუძველზე ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა წერილობითი სახით წარმოადგინა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 17 დეკემბრის ბრძანების ასლი, რომლის თანახმად, შეთანხმებულად ჩაითვალა მთაწმინდა-კრწანისის რაიონში ¹... კორპუსის მიწის ნაკვეთის დადგენის პროექტი; დამზადდა მთაწმინდა-კრწანისის რაიონში ... ქ. ¹43ა კორპუსის მიწის ნაკვეთის წითელი ხაზების გეგმა და წითელი ხაზების გეგმა დაცვის მიზნით გადაეცა დაგეგმარების სამსახურს (იხ. ს.ფ 384-385).

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 17 ნოემბრის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება სერგო არაგვიშვილის საკასაციო საჩივარზე (იხ. ს.ფ (386-388).

2009 წლის 14 დეკემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ს. ა-შვილის წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 8 დეკემბრის დავალების შესაბამისად, მიმართა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ს. ა-შვილის ავტოფარეხის ლეგალიზაციის თაობაზე, რაზედაც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და 2009 წლის 14 დეკემბერს წარმოადგინა ცნობა, ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურში ს. Aა-შვილის განცხადებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის შესახებ.

საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 20 იანვრის განჩინებით ს. Aა-შვილის საკასაციო საჩივარზე შეჩერდა საქმის წარმოება ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურში ს. Aა-შვილის განცხადებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე /იხ.ს.ფ. 434-437/.

2010 წლის 29 იანვარს ს. Aა-შვილმა უზენაეს სასამართლოს წარმოუდგინა თბილისის არქიტექტურის ბრძანება ¹ლეგ-35 _ ქ. თბილისში, ¹43ა-ში მდებარედ უნებართვოდ აშენებული ავტოფარეხების ლეგალიზების შესახებ. აღნიშნული ბრძანებით დაკმაყოფილდა მოქალაქე ს. Aა-შვილის განცხადება; ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ... ¹43ა-ს მიმდებარედ (საკდასტრო კოდით 61/1 და 7/1) უნებართვოდ აშენებული ავტოფარეხები; ბრძანება ეცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს. ამასთან, განმცხადებელს განემარტა, რომ ლეგალიზება იმავდროულად ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის საექსპლუატაციოდ ვარგისად აღიარებას და მის ექსპლუატაციაში მიღებას (იხ. ს.ფ 441-443).

საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის განჩინებით ს. ა-შვილის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება განახლდა /იხ.ს.ფ. 445-447/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ს. ა-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 თებერვლის განჩინება და ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება; ქ. თბილისის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის სარჩელზე დავის საგნის არარსებობის გამო შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 20 იანვრის განჩინებით ს. A-შვილის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეჩერდა ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურში ს. Aა-შვილის განცხადებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე (იხ.ს.ფ 434-437). 2010 წლის 29 იანვარს ს. Aა-შვილმა უზენაეს სასამართლოს წარმოუდგინა თბილისის არქიტექტურის ბრძანება ¹ლეგ-35 _ ქ. თბილისში, ... ¹43ა-ში მდებარედ უნებართვოდ აშენებული ავტოფარეხების ლეგალიზების შესახებ. აღნიშნული ბრძანებით დაკმაყოფილდა მოქალაქე ს. Aა-შვილის განცხადება; ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ... ¹43ა-ს მიმდებარედ (საკდასტრო კოდით 61/1 და 7/1) უნებართვოდ აშენებული ავტოფარეხები; ბრძანება ეცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს. ამასთან, განმცხადებელს განემარტა, რომ ლეგალიზება იმადროულად ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის საექსპლუატაციოდ ვარგისად აღიარებას და მის ექსპლუატაციაში მიღებას (იხ. ს.ფ 441-443).

საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის განჩინებით ს. Aა-შვილის საკსაციო საჩივარზე საქმის წარმოება განახლდა (იხ.ს.ფ 445-447).

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ. თბილისის არქიტექტურულ- სამშენებლო ინსპექციის სარჩელზე დავის საგნის არარსებობის გამო უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

კონკრეტულ შემთხვევაში ქ. თბილისის არქიტექტურულ-სამშენებლოს ინსპექციის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ს. Aა-შვილის დაკვეთით ქ. თბილისში, ... ¹43ა-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის უკანა ეზოში მშენებარე ორი ავტოფარეხის დანგრევა და ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა (იხ.ს.ფ 3-4). 2010 წლის 29 იანვარს ს. Aა-შვილმა უზენაეს სასამართლოს წარმოუდგინა თბილისის არქიტექტურის ბრძანება ¹ლეგ-35 _ ქ. თბილისში, ... ¹43ა-ში მდებარედ უნებართვოდ აშენებული ავტოფარეხების ლეგალიზების შესახებ. აღნიშნული ბრძანებით დაკმაყოფილდა მოქალაქე ს. ა-შვილის განცხადება; ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ... ქ. ¹43ა-ს მიმდებარედ (საკდასტრო კოდით 61/1 და 7/1) უნებართვოდ აშენებული ავტოფარეხები; ბრძანება ეცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს. ამასთან, განმცხადებელს განემარტა, რომ ლეგალიზება იმადროულად ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის საექსპლუატაციოდ ვარგისად აღიარებას და მის ექსპლუატაციაში მიღებას (იხ. ს.ფ. 441-443).

Aამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ. თბილისის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის სარჩელზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 272 “აI" მუხლის საფუძველზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სერგო არაგვიშვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 თებერვლის განჩინება და თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება; ქ. თბილისის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე “აI” პუნქტის, 372-ე, 390-ე მუხლებით და

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა:

1. ს. ა-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 თებერვლის განჩინება და თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. ქ. თბილისის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის სარჩელზე დავის საგნის არარსებობის გამო შეწყდეს საქმის წარმოება;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.