საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-519-499(2კ-10) 7 მაისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა გ. გ-იანის, ლ. მ-ძის, ა. ჭ-შვილის, ა. მ-ძის უფლებამონაცვლე ლ. მ-ძის, მ. ვ-ევის, ი. ჟ-ტის უფლებამონაცვლე ც. ჟ-ტის, გ. ქ-ოვას, ე. ს-ოვის უფლებამონაცვლე ა. ს-ოვას, გ. ა-იანის, ა. მ-ოვის, ა. მ-ელის, ხ. წ-შვილის, რ. ლ-ძის, ვ. ნ-შვილის, ა. ს-ელის, ა. ბ-ძის, ა. პ-კას, ი. ვ-ოვას, ჯ. ხ-იანის, გ. ლ-ძის, ტ. ს-ოვას, მ. ზ-ოვას, ლ. გ-შვილის უფლებამონაცვლე დ. გ-შვილის, გ. ს-ძის, დ. ქ-ძის, ა. ხ-იანის, თ. ე-შვილის, მ. გ-ძის, შ. თ-ძის, ც. ჭ-იას, თ. მ-ძის, ვ. გ-კოს, ა. პ-შვილის უფებამონაცვლე მ. ბ-შვილისა და თ. ჯ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 თებერვლის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ, მესამე პირები _ სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა _ გ. გ-იანის, ლ. მ-ძის, ა. ჭ-შვილის, ა. მ-შვილის უფლებამონაცვლე ლ. მ-ძის, მ. ა-ევის, ი. ჟ-ტის უფლებამონაცვლე ც. ჟ-ტის, გ. ქ-ოვას, ე. ს-ოვის უფლებამონაცვლე ა. ს-ოვას, გ. ა-იანის, ა. Mმ-ოვის, ა. მ-ელის, ხ. წ-ლის, რ. ლ-ძის, ვ. ნ-შვილის, ა. ს-ელის, ა. ბ-ძის, ა. პ-კას, ი. ვ-ოვას, ჯ. ხ-იანის, გ. ლ-ძის, ტ. ს-ოვას, მ. ზ-ოვას, ლ. გ-შვილის უფლებამონაცვლე დ. გ-შვილის, გ. ს-ძის, დ. ქ-ძის, ა. ხ-იანის, თ. ე-შვილის, მ. გ-ძის, შ. თ-ძის, ც. ჭ-იას, თ. მ-ძის, ვ. გ-კოს და ა. პ-შვილის უფლებმონაცვლე მ. ბ-შვილის მოთხოვნები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალა წარდგინებით მიემართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელეებისათვის 2001 წლის ოქტომბრიდან 2007 წლის 17 აგვისტომდე არსებული ყოველთვიური სარჩოს დავალიანების ანაზღაურების შესახებ; სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ 2007 წლის 17 აგვისტოს შემდგომ ყოველ მომდევნო თვეში დანიშნული სარჩოს გადახდის უზრუნველსაყოფად წარდგინებით მიმართვის დავალების ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
2009 წლის 3 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა მოსარჩელეთა წარმომადგენელმა და განმარტა, რომ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში დაშვებული იყო ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, გამორჩენილი იყო მოსარჩელე ი. ჯ-ძე, ხოლო მ. ვ-ევის ნაცვლად მითითებული იყო მ. ა-ევი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის თანახმად ითხოვა ზემოაღნიშნული შეცდომის გამოსწორება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 8 ნოემბრის განჩინებით აღნიშნული განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შესწორება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში და მოსარჩელე მ. ა-ევის ნაცვლად მიეთითა მ. ვ-ევი, ხოლო მოსარჩელე მხარის მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში მოსარჩელედ _ ი. ჯ-ძის მითითების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილებაში გამორჩენილი იყო მოსარჩელე _ ი. ჯ-ძე, ვინაიდან, აღნიშნული პიროვნების მიმართ სასარჩელო განცხადება წარმოებაში არ იყო მიღებული და იგი მოსარჩელე მხარედ მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეში არ ფიქსირდებოდა. საქალაქო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 14 თებერვლის განჩინებაში მოხსენიებული იყო მხოლოდ თ. ჯ-ძე, რომლის მიმართაც სასამართლოს უარი ჰქონდა ნათქვამი სასარჩელო განცხადების წარმოებაში მიღებაზე. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა განცხადების ამ ნაწილში დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 8 ნოემბრის განჩინებაზე თამარ ჯიქიძემ კერძო საჩივარი შეიტანა, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20101 წლის 4 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. გ-იანმა, ლ. მ-ძემ, ა. ჭ-შვილმა და სხვა ფიზიკურმა პირებმაც.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 თებერვლის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითრების სამინისტროსა და ფიზიკური პირების _ გ. გ-იანის, ლ. მ-ძის, ა. ჭ-შვილისა და სხვათა (სულ 33 ფიზიკური პირის) სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 თებერვლის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს ასევე გ. გ-იანმა, ლ. მ-ძემ, ა. ჭ-შვილმა, ა. მ-ძის უფლებამონაცვლე ლ. მ-ძემ, მ. ვ-ევმა, ი. ჟ-ტის უფლებამონაცვლე ც. ჟ-ტმა, გ. ქ-ოვამ, ე. ს-ოვის უფლებამონაცვლე ა. ს-ოვამ, გ. ა-იანმა, ა. მ-ოვმა, ა. მ-ელმა, ხ. წ-შვილმა, რ. ლ-ძემ, ვ. ნ-შვილმა, ა. ს-ელმა, ა. ბ-ძემ, ა. პ-კამ, ი. ვ-ოვამ, ჯ. ხ-იანმა, გ. ლ-ძემ, ტ. ს-ოვამ, მ. ზ-ოვამ, ლ. გ-შვილის უფლებამონაცვლე დ. გ-შვილმა, გ. ს-ძემ, დ. ქ-ძემ, ა. ხ-იანმა, თ. ე-შვილმა, მ. გ-ძემ, შ. თ-ძემ, ც. ჭ-იამ, თ. მ-ძემ, ვ. გ-კომ, ა. პ-შვილის უფებამონაცვლე მ. ბ-შვილმა და მათ შორის, თ. ჯ-ძემ.
საკასაციო სასამართლო გაეცნო ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ თ. ჯ-ძის საკასაციო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თ. ჯ-ძე მოცემულ სამართალწარმოებაში არ წარმოადგენს მხარეს და არც მესამე პირს, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 14 თებერვლის განჩინებით თ. ჯ-ძის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სარჩელი წარმოებაში არ იქნა მიღებული (Iტ., ს.ფ. 64), შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნა მის მიმართ გამოტანილი და არც საკასაციო საჩივრით გასაჩივრებული _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 თებერვლის განჩინება შეხებია მის ინტერესებს. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თ. ჯ-ძე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, არ არის უფლებამოსილი საკასაციო საჩივარი შეიტანოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 თებერვლის განჩინებაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თ. ჯ-ძის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს თ. ჯ-ძის საკასაციო საჩივარი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.