ბს-525-520(კ-11) 25 მაისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ბ. მ-ის, ზ. ჯ-ის, ი. გ-ისა და სხვების (სულ 20 ფიზიკური პირის) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის; მესამე პირები _ ზ. ზ-ის; ო. ქ-ის; ზ. ბ-ის და სხვების; ამხანაგობა “....” თავმჯდომარე ზ. თ-ის მიმართ.
2006 წლის 26 სექტემბერს ბ. მ-ემ, ზ. ჯ-ემ, ი. გ-ემ, მ. ი-ემ, ნ. ჯ-ემ, ა. ხ-მა, გ. ი-ემ, მ. ბ-ემ, მ. კ-მა, ი. კ-მა, ვ. ჯ-ემ (მემკვიდრეები ნ. და ზ. ჯ-ები), ქ. ბუ-მა, ბ. გ-მა, ნ. ფ-ემ, გ. ი-ის უფლებამონაცვლე ვ. ი-ემ, ი. მ-ემ, რ. მ-ემ, ლ. ჯ-ემ, ს. კ-მა და ა. ქ-ის უფლებამონაცვლემ ზ. დ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის, მესამე პირის _ ამხანაგობა ,,....” მიმართ.
მოსარჩელეებმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 11 სექტემბრის ¹23098/3-343, 2006 წლის 21 დეკემბრის ¹33013/კოლ-95 და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 10 ივლისის ¹01/11-432/20/კოლ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის მათი უფლებების წინასწარი რეგისტრაციის და სადავო მიწისა და მშენებარე შენობა-ნაგებობის მოსარჩელეების თანამესაკუთრეებად რეგისტრაციის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება, ასევე საჯარო რეესტრში მოსარჩელეების ამხანაგობა ,,....” წევრებად და ქ. თბილიში, .... ქ. ¹7; 9; 11; 11-ა; 16; 18; 19-ში მდებარე 10535 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მშენებარე შენობა-ნაგებობების თანამესაკუთრეებად აღრიცხვა მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ჯ. შ-ი, ზ. ზ-ე, ო. ქ-ე, ზ. ბ-ი, ქ. ქ-ე, გ. თ-ე, ლ. ლ-ე, ნ. ჯ-ი, ნ. ს-ა, ბ. ნ-ი, რ. გ-ი, სოსო კ-ე, მ. კ-ია, შ. ტ-ი, ა. ჭ-ი, ფ. კ-ი, დ. მ-ე, ზ. თ-ი, თ. ი-ი, გ. ბ-ი, ი. ბ-ი, მ. წ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით ბ. მ-ის, ზ. ჯ-ის, ი. გ-ის, მ. ი-ის, ნ. ჯ-ის, ა. ხ-ის, გ. ი-ის, მ. ბ-ის, მ. კ-ის, ი. კ-ის, ვ. ჯ-ის (მემკვიდრეები ნ. და ზ. ჯ-ები), ქ. ბ-ის, ბ. გ-ის, ნ. ფ-ის, გ. ი-ის უფლებამონაცვლე ვ. ი-ის, ი. მ-ის, რ. მ-ის, ლ. ჯ-ის, ს. კ-ისა და ა. ქ-ის უფლებამონაცვლე ზ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ. ი-ემ; ქ. ბ-მა, ნ. ფ-ემ; ბ. მ-ემ, ზ. ჯ-ემ, ი. გ-ემ, მ. ი-ემ, ნ. ჯ-ემ, ა. ხ-მა, გ. ი-ემ, მ. ბ-ემ, მ. კ-მა, ი. კ-მა, ნ. ჯ-ის წარმომადგენელმა ზ. ჯ-ემ, ბ. გ-მა, ი. მ-ემ, რ. მ-ემ, ლ. ჯ-ემ, ს. კ-მა და ა. ქ-ის უფლებამონაცვლემ ზ. დ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ნოემბრის განჩინებით ბ. მ-ის, ზ. ჯ-ის, ი. გ-ის, მ. ი-ის, ნ. ჯ-ის, ა. ხ-ის, გ. ი-ის, მ. ბ-ის, მ. კ-ის, ი. კ-ის, ნ. ჯ-ის, ქ. ბ-ის, ბ. გ-ის, ნ. ფ-ის, ვ. ი-ის, ი. მ-ის, რ. მ-ის, ლ. ჯ-ის, ს. კ-ისა და ზ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბ. მ-ემ, ზ. ჯ-ემ, ი. გ-ემ, მ. ი-ემ, ნ. ჯ-ემ, ა. ხ-მა, გ. ი-ემ, მ. ბ-ემ, მ. კ-მა, ი. კ-მა, ვ. ჯ-ის მემკვიდრეებმა ნ. და ზ. ჯ-ებმა, ქ. ბ-მა, ბ. გ-მა, ნ. ფ-ემ, ვ. ი-ემ, ი. მ-ემ, რ. მ-ემ, ლ. ჯ-ემ, ს. კ-მა და ა. ქ-ის უფლებამონაცვლემ ზ. დ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2011 წლის 24 მარტის განჩინებით მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი და ნ. ჯ-ის მიერ ბ. მ-ის სახელზე გაცემული მინდობილობა.
ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტის განჩინებით ბ. მ-ეს, ზ. ჯ-ეს, ი. გ-ეს და სხვებს (სულ 20 ფიზიკური პირს) დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსოთ ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის დავის საგნის ღირებულების – 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითარი. ამასთან, კასატორს – ნ. ჯ-ეს ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში თავისი კონკრეტული წარმომადგენლის სახელზე გაცემული სასამართლო განჩინების გასაჩივრების სპეციალური უფლებამოსილების შემცველი მინდობილობის ან უშუალოდ მის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა დაევალა. კასატორებს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 77-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ თუ საქმეში კასატორი მხარე 10-ზე მეტი პირია და არ არსებობს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოებები, სასამართლო უწყება ეგზავნება საკასაციო საჩივარზე ხელის მომწერ პირველ სამ პირს. უწყების ჩაბარება ერთ-ერთი მათგანისათვის ნიშნავს უწყების ჩაბარებას მის მხარეზე მონაწილე ყველა პირისათვის.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტის განჩინების შემცველი გზავნილი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნათ ბ. მ-ეს, ზ. ჯ-ეს, ი. გ-ესა და ნ. ჯ-ეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტის განჩინების შემცველი გზავნილი კასატორებიდან პირველს ი. გ-ეს (სიდედრს) 2011 წლის 1 აპრილს ჩაბარდა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლზე და განმარტავს, რომ თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. ამასთან, ხსენებული ნორმა ითვალისწინებს უწყების მიმღები პირის ვალდებულებას, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადა ამოეწურა 2011 წლის 11 აპრილს 24 საათზე, რომელიც იყო სამუშაო დღე ორშაბათი. კასატორებმა მიცემულ ვადაში არ შეავსეს 2011 წლის 24 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მათ არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მიუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს ბ. მ-ის, ზ. ჯ-ის, ი. გ-ის, მ. ი-ის, ნ. ჯ-ის, ა. ხ-ის, გ. ი-ის, მ. ბ-ის, მ. კ-ის, ი. კ-ის, ნ. ჯ-ის, ქ. ბ-ის, ბ. გ-ის, ნ. ფ-ის, ვ. ი-ის, ი. მ-ის, რ. მ-ის, ლ. ჯ-ის, ს. კ-ისა და ზ. დ-ის საკასაციო საჩივარი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.