ბს-530-525(კ-11) 9 ივნისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ასოციაცია “……...ას” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 24 მარტს ასოციაცია “…...ამ” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ “...ას” ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ” საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2008 წლის 18 თებერვლის ¹131 ბრძანების, შპს “...”-ზე გრძელვადიანი ტყითსარგებლობის მიზნით ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 9 ოქტომბრის ¹1-1/2142 ბრძანების, შპს “...”-ზე გრძელვადიანი ტყითსარგებლობის მიზნით ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 9 ოქტომბრის ¹1-1/2143 ბრძანების, შპს “...”-ზე გრძელვადიანი ტყითსარგებლობის მიზნით ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 9 ოქტომბრის ¹1-1/2144 ბრძანების, შპს “...”-ზე გრძელვადიანი ტყითსარგებლობის მიზნით ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 9 ოქტომბრის ¹1-1/2145 ბრძანების, შპს “...”-ზე გრძელვადიანი ტყითსარგებლობის მიზნით ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 9 ოქტომბრის ¹1-1/2146 ბრძანების, შპს “...”-ზე გრძელვადიანი ტყითსარგებლობის მიზნით ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 15 ოქტომბრის ¹1-1/2220 ბრძანების, შპს “...”-ზე გრძელვადიანი ტყითსარგებლობის მიზნით ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 15 ოქტომბრის ¹1-1/2222 ბრძანების, შპს “...ზე” გრძელვადიანი ტყითსარგებლობის მიზნით ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 15 ოქტომბრის ¹1-1/2225 ბრძანებისა და “ი/მ ვეფხია შუბითიძეზე გრძელვადიანი ტყითსარგებლობის მიზნით ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 27 ოქტომბრის ¹1-1/2388 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 20 მაისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ლიცენზიანტები _ შპს “...”, შპს “...”, შპს “...”, შპს “...” და ი/მ “...”.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით ასოციაცია “…...ას” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასოციაცია “...ამ”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საპროცესო უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით ასოციაცია “...ას” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასოციაცია “...ამ”, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ასოციაცია “...ას” საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ასოციაცია “...ას” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ასოციაცია “...ას” საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ასოციაცია “...ას” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის განჩინება;
3. ასოციაცია “...ას” დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.