ბს-533-528 (კ-11) 1 ივნისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. ხ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 დეკემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2010 წლის 4 მარტს მცხეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ე. ჯ-ულმა მოპასუხეების-სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის, ა. ხ-შვილის, მესამე პირების- საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების მცხეთა-მთიანეთის სამხარეო სამმართველოს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.
მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა 2007 წლის 3 მაისს ა. ხ-შვილის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ და 2009 წლის 2 დეკემბერს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანის შესახებ, (რეგისტრაციის ¹...) უძრავი ქონების საკადასტრო კოდი ... სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერების ბათილად ცნობას; სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 17 თებერვლის ¹882010477173-03, ¹882010477203-03, ¹882010744150-03 გადაწყვეტილებებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 17 მარტის ¹68628, 2010 წლის 1 აპრილის ¹84612 და ¹84613 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას; დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულებას გამოეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები 2003 წლის 20 მარტის 31115/03 განცხადებით რეგისტრირებულ მონაცემებში, დუშეთის რაიონის სოფ. ..., 1334 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე და შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ და ¹16831 განაცხადით რეგისტრირებულ მონაცემებში 2626 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ცვლილებების შეტანის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ე. ჯ-ულის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2007 წლის 3 მაისს განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერები ა. ხ-შვილის საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და 2009 წლის 2 დეკემბერს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანის შესახებ (რეგისტრაციის ¹...) უძრავი ქონების საკადასტრო კოდი ... ამასთან, მოპასუხეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში გამოეცა ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; არ დაკმაყოფილდა ე. ჯ-ულის სასარჩელო მოთხოვნები დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 17 თებერვლის ¹882010477173-03, ¹882010477203-03, ¹882010744150-03 გადაწყვეტილებებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 17 მარტის ¹68628, 2010 წლის 01 აპრილის ¹84612 და ¹84613 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ აქტების გამოცემის დავალდებულების ნაწილში.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ხ-შვილმა.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ხ-შვილმა.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მარტის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ა. ხ-შვილის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ა. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ა. ხ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ა. ხ-შვილის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ხ-შვილის საკასაციო საჩივარს უარი ეთქვას განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.