ბ-535-515(ა-10) 4 ნოემბერი, 2010წ.
¹ ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ბ. ნ-შვილის განცხადება სასარჩელო განცხადების გამოხმობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო წარმოებაში იმყოფება ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-535-515(კ-10), ბ. ნ-შვილის საკასაციო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 2010 9 თებერვლის განჩინებაზე, ბ. ნ-შვილის სარჩელისა გამო, მოპასუხე _ ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, მესამე პირების _ მცხეთის სარეგისტარციო სამსახურის, შპს “...” და ნ. წ-ლის მონაწილეობით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოში 2010 წლის 28 ივნისის განჩინებით ბ. ნ-შვილის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საკასაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენით.
2010 წლის 21 სექტემბერს კასატორმა ბ. ნ-შვილმა განცხადებით მომართ საკასაციო სასამართლოს და იშუამდგომლა სარჩელის გამოხმობა.
ბ. ნ-შვილის შუამდგომლობას წერილობითი მომართვით მხარი დაუჭირა მოწინააღმდეგე მხარემ (მოპასუხემ) _ ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარემ _ ირაკლი აბესაძემ და თანხმობა განაცხადა ბ. ნ-შვილის სარჩელის გამოხმობის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.
ბ. ნ-შვილის შუამდგომლობას წერილობითი მომართვებით მხარი დაუჭირეს ასევე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2. მუხლის საფუძველზე საქმეში მონაწილე მესამე პირებმა _ ნ. წ-ელმა, შპს “...” წარმომადგენელმა დ. ჭ-ძემ (მინდობილობა საქმეში), მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენელმა _ თ. ბ-შვილმა (რწმუნება ერთვის განცხადებას).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ბ. ნ-შვილის განცხადების განხილვის შედეგად თვლის, რომ განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საქმეზე განუხილველად დარჩეს ბ. ნ-შვილის სასარჩელო განცხადება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
“საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” 28.12.07წ. საქართველოს კანონით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რითაც სარჩელის გამოხმობა დასაშვები გახდა საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, რაც მოსარჩელეს უფლებას აძლევს სარჩელი გაიხმოს საკასაციო ინსტანციაში საქმის წარმოების დროს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სასამართლო დააკმაყოფილებს სარჩელის გამოხმობის შესახებ მოსარჩელის განცხადებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე, ამასთანავე, მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდება მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.
ბ. ნ-შვილმა განცხადებით მოითხოვა სარჩელის გამოხმობა და აღნიშნულ მოთხოვნას წერილობითი მომართვებით მხარი დაუჭირეს მოწინააღმდეგე მხარემ (მოპასუხემ) _ ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარემ _ ი. ა-ძემ, ასევე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2. მუხლის საფუძველზე საქმეში მონაწილე მესამე პირებმა _ ნ. წ-ელმა, შპს “...” წარმომადგენელმა დ. ჭ-ძემ (მინდობილობა საქმეში), მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენელმა _ თ. ბ-შვილმა (რწმუნება ერთვის განცხადებას).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის გამოხმობის თაობაზე ბ. ნ-შვილის შუამდგომლობა აკმაყოფილებს სსკ-ის 831 მუხლის მოთხოვნას, რის გამოც ბ. ნ-შვილის სარჩელი განუხილველად უნდა დარჩეს და დაუბრუნდეს იგი მოსარჩელეს. კასატორის სახელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ც. გ-იანს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო ინსტანციაში საქმის განსახილველად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლით, 275-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტით და 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ. ნ-შვილის განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 თებერვლის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება;
3. ბ. ნ-შვილის სარჩელი მოპასუხე _ ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, მესამე პირების _ მცხეთის სარეგისტარციო სამსახურის, შპს “...” და ნ. წ-ლის მონაწილეობით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, დარჩეს განუხილველი;
4. ც. გ-იანს დაუბრუნდეს ბ. ნ-შვილის სახელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.