¹ბს-538-533 (კ-11) 22 ივნისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვ. მ-იანის, ს. შ-იანის, მ. ს-იანის, ჰ. ს-იანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 21 აპრილს ახალქალაქის რაიონის სოფ. ... მცხოვრებლებმა ვ. მ-იანმა, მ. ვ-იანმა, ს. შ-იანმა, მ. ს-იანმა, ჟ. პ-იანმა, ნ. პ-იანმა, ჰ. ს-იანმა და ა. ო-იანმა სარჩელით მიმართეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების-ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს, კ. ქ-იანის, ს. კ-იანის მიმართ.
Mმოსარჩელეები სარჩელით ითხოვდნენ 2005 წლის 25 მარტს ს. კ-იანს და ახალქალაქის რაიონის გამგეობას შორის დადებულ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულების, 2005 წლის 25 მარტს კ. ქ-იანს და ახალქალაქის რაიონის გამგეობას შორის დადებულ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულების და აღნიშნული მიწების საპრივატიზაციო აქტების ბათილად ცნობას.
Aახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისის განჩინებით ვ. მ-იანის, მ. ვ-იანის, ს. შ-იანის, მ. ს-იანის და ა. ს-იანის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 სექტემბრის განჩინებით ვ. მ-იანის, მ. ვ-იანის, ს. შ-იანის, მ. ს-იანის და ა. ს-იანის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მოცემულ საქმეზე ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისის განჩინება და საქზე დასაშვებობის სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათYსარჩელის დაკმაყოფილებაზე.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ. მ-იანმა, ს. შ-იანმა, მ. ს-იანმა, ჰ. ს-იანმა.
აპელანტები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინებით ვ. მ-იანის, ს. შ-იანის, მ. ს-იანის, ჰ. ს-იანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ვ. მ-იანმა, ს. შ-იანმა, მ. ს-იანმა, ჰ. ს-იანმა.
კასატორები საკასაციო საჩივრით ითხოვდნენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. მ-იანის, ს. შ-იანის, მ. ს-იანის, ჰ. ს-იანის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ვ. მ-იანის, ს. შ-იანის, მ. ს-იანის, ჰ. ს-იანის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ვ. მ-იანის, ს. შ-იანის, მ. ს-იანის, ჰ. ს-იანის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეამოწმა მოცემული საქმე და მიაჩნია, რომ აღნიშნული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ვ. მ-იანის, ს. შ-იანის, მ. ს-იანის, ჰ. ს-იანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ვ. მ-იანის, ს. შ-იანის, მ. ს-იანის, ჰ. ს-იანის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად: ,,თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%”. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ვ. მ-იანის, ს. შ-იანის, მ. ს-იანის, ჰ. ს-იანის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ. მ-იანს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% (210 ლარი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. მ-იანს, ს. შ-იანს, მ. ს-იანს, ჰ. ს-იანს უარი ეთქვათ საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. ვ. მ-იანს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი. ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.