Facebook Twitter

ბს-550-529(2კ-10) 2 დეკემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

სხდომის მდივანი _ ნიკოლოზ მარგველაშვილი

კასატორი (მოპასუხე) _ აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო,

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები): ს. ა-ძე, ნ. ფ-ძე, მ. მ-აძე, ც. ფ-ავა, გ. შ-ძე, ლ. დ-ძე, ბ. ვ-ძე, ე. დ-ძე, ლ. ხ-ძემ, რ. ჭ-შვილი, ლ. ხ-ში, ნ. მ-ძე, ა. გ-ძე, ზ. ბ-ძე, მ. შ-ძე, ი. შ-ძე, ლ. ა-ძე, ნ. ბ-ძე, მ. კ-ავა, ი. ზ-ძე, ს. ვ-ძე, რ. ა-ძე, ვ. ს-ძე, ა. ვ-ძე, ა. ქ-ძე, ნ. რ-შვილი, რ. შ-ძე, შ. თ-ძე, ზ. მ-ძე, ე. ნ-ე, ხ. ჭ--ია, ი. ვ-ე, დ. ნ-ძე, მ. თ-შვილი, თ. ა-ძე, ტ. ს-ძე, ზ. მ-შვილი, მ. ქ-ძე, თ. ც-ძე, ნ. ბ-იონი, ნ. ვ-ძე, თ. ვ-ძე, ვ. ნ-ია, ნ. ხ-ძე, ლ. ხ-ვა, ვ. გ-ძე, თ. პ-ძე, ჭ. ძ-ური, ა. მ-შვილი, ნ. ბ-ძე, რ. ს-ძე, ნ. ბ-ძე; წარმომადგენელი _ შ. ჯ-ძე

მოპასუხეები: 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, წარმომადგენელი _ ნ. წ-ია; 2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, წარმომადგენელი _ ლ. ჩ-ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი _ მიუღებელი ხელფასისა და ერთი თვის გამოსასვლელი დახმარების თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 5 მაისს ს. ა-ძემ, ნ. ფ-ძემ, მ. მ-ძემ, ც. ფ-ავამ, გ. შ-ძემ, ლ. დ-ძემ, ბ. ვ-ძემ, ე. დ-ძემ, ლ. ხ-ძემ, რ. ჭ-შვილმა, ლ. ხ-აშმა, ნ. მ-ძემ, ა. გ-ძემ, ზ. ბ-ძემ, მ. შ-ძემ, ი. შ-ძემ, ლ. ა-ძემ, ნ. ბ-ძემ, მ. კ-ავამ, ი. ზ-ძემ, ს. ვ-ძემ, რ. ა-ძემ, ვ. ს-ძემ, ა. ვ-ძემ, ა. ქ-ძემ, ნ. რ-შვილიმ, რ. შ-ძემ, შ. თ-ძემ, ზ. მ-ძემ, ე. ნ-ემ, ხ. ჭ--იამ, ი. ვ-ემ, დ. ნ-ძემ, მ. თ-შვილიმ, თ. ა-ძემ, ტ. ს-ძემ, ზ. მ-შვილიმ, მ. ქ-ძემ, თ. ც-ძემ, ნ. ბ-იონიმ, ნ. ვ-ძემ, თ. ვ-ძემ, ვ. ნ-იამ, ნ. ხ-ძემ, ლ. ხ-ვამ, ვ. გ-ძემ, თ. პ-ძემ, ჭ. ძ-ურიმ, ა. მ-შვილიმ, ნ. ბ-ძემ, რ. ს-ძემ, ნ. ბ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების _ აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს 1996 წლის 29 აგვისტოს ¹150 ბრძანებითა და აჭარის ა/რ სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს 1997 წლის 1 მაისის ¹1-5/13 ბრძანების საფუძველზე შეიქმნა ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტი, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა ცენტრალური აპარატი, ქ. ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქედის განყოფილებები, ინვალიდების სამედიცინო რეაბილიტაციისა და პროფორიენტაციის ცენტრი. საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (რომლის სამართალმემკვიდრე იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო) 2000 წლის 22 მარტის ¹46-ო და ამავე წლის 12 მაისის ¹83-ო ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა საქართველოს ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის რეორგანიზაცია, რის შედეგადაც გაუქმდა ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის ცენტრალური აპარატი, საქალაქო და რაიონული განყოფილებები, ხოლო ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის დაქვემდებარებაში მყოფი სამედიცინო-სოციალური მომსახურეობის დაწესებულებები გარდაიქმნა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებად.

მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 22 მარტის ¹47/ო ბრძანებისა და საქართველოს ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის 2000 წლის 28 მარტის ¹3 ბრძანებით მატერიალური ფასეულობების, დებიტორული და კრედიტორული დავალიანების სრული ინვენტარიზაციის მიზნით შეიქმნა კომისია. ამასთან, ინვალიდთა დეპარტამენტში შემავალი დაწესებულების ყველა თანამშრომელი გაფრთხილებულ იქნა 2000 წლის 30 მარტიდან მოსალოდნელი საშტატო ერთეულების შემცირების შესახებ. საქართველოს ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის 2000 წლის 22 მაისის ¹7 ბრძანებით 2000 წლის 1 ივნისიდან შეწყდა დაქვემდებარებული დეპარტამენტების დაფინანსება და ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტმა და მის დაქვემდებარებაში არსებულმა საქალაქო და რაიონულმა განყოფილებებმა შეწყვიტა საქმიანობა.

მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ რეორგანიზაციის შედეგად აჭარის ა/რ ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის სამართალმემკვიდრე იყო აჭარის ა/რ სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრო, რომელსაც გადაცემული ჰქონდა ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის და ქ. ბათუმის განყოფილების ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობები, აჭარის ა/რ სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს 2000 წლის 6 ივნისის ¹4/06 ბრძანების საფუძველზე. აჭარის ა/რ ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის 2000 წლის 30 მაისის ¹8 ბრძანების თანახმად, სამუშაოდან გათავისუფლებული იყვნენ მოსარჩელეები და ამავე ბრძანებით დეპარტამენტის ბუღალტერს დაევალა უზრუნველეყო გათავისუფლებული მუშაკები ხელფასებითა და კომპენსაციით. რეორგანიზაციასთან დაკავშირებით შექმნილ კომისიას უნდა წარდგენოდა ყველა გათავისუფლებული მუშაკის ხელფასის, კომპენსაციის, მივლინებისა და სხვა ხარჯების უწყისები, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა შრომითი ანაზღაურების საკითხი. ეს კომისიები შეიქმნა რეორგანიზაციის პერიოდში, როგორც საქართველოს ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის, ასევე აჭარის ა/რ ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის 2000 წლის 3 აპრილის ¹6 ბრძანებით.

მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ მათ მიერ შექმნილი იყო სრულყოფილი დოკუმენტაცია, რომლითაც დაანგარიშებული და დადასტურებული იყო სამართალმემკვიდრის, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვალდებულებები მოსარჩელეთა მიმართ, მაგრამ ეს ვალდებულებები არ იყო შესრულებული, ანუ მოსარჩელეებს არ ჰქონდათ მიღებული თანხები, რაც მათ ეკუთვნოდათ საქართველოს შრომის კოდექსის, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმათა შესაბამისად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოპასუხეებისათვის მათი სამუშაოდან დათხოვნასთან დაკავშირებით მიუღებელი ხელფასის, სამუშაოდან განთავისუფლებასთან დაკავშირებული კომპენსაციის, მივლინებების, მატერიალური დახმარებისა და სხვა დავალიანების გადახდა, აგრეთვე მოპასუხეებზე დავალიანების გადახდის გამო საურავის დაკისრება მოითხოვეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით ს. ა-ძის, ნ. ფ-ძის, მ. მ-ძისა და სხვათა სარჩელი, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, ფულადი თანხის დაკისრების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელეების სასარგებლოდ გაუცემელი ხელფასი და ერთი თვის გამოსასვლელი დახმარება: ს. ა-ძის სასარგებლოდ _ 1397,46 ლარი, ნ. ფ-ძის სასარგებლოდ _ 1761,14 ლარი, ლ. ხ-შის სასარგებლოდ _ 692,36 ლარი, მ. მ-ძის სასარგებლოდ _ 452,53 ლარი, ც. ფ-ავას სასარგებლოდ _ 417 ლარი, გ. შ-ძის სასარგებლოდ _ 454,9 ლარი, ლ. დ-ძის სასარგებლოდ _ 645,76 ლარი, ნ. მ-ძის სასარგებლოდ _ 453,90 ლარი, ბ. ვ-ძის სასარგებლოდ _ 1187,3 ლარი, ე. დ-ძის სასარგებლოდ _ 427,8 ლარი, ლ. ხ-ძის სასარგებლოდ _ 233,45 ლარი, რ. ჭ-შვილის სასარგებლოდ _ 221,37 ლარი, ა. გ-ძის სასარგებლოდ 362,89 ლარი, ზ. ბ-ძის სასარგებლოდ _ 437,34 ლარი, ლ. ა-ძის სასარგებლოდ _ 336 ლარი, მ. შ-ძის სასარგებლოდ _ 354 ლარი, ი. შ-ძის სასარგებლოდ _ 353,98 ლარი, ნ. ბ-ძის სასარგებლოდ _ 336 ლარი, რ. ა-ძის სასარგებლოდ _ 155 ლარი, მ. კ-ავას სასარგებლოდ _ 155 ლარი, ი. ზ-ძის სასარგებლოდ _ 155 ლარი, ს. ს-ძის სასარგებლოდ _ 148 ლარი, ვ. ს-ძის სასარგებლოდ _ 496,6 ლარი, ნ. ხ-ძის სასარგებლოდ _ 386 ლარი, ა. ქ-ძის სასარგებლოდ _ 370,77 ლარი, ნ. რ-შვილის სასარგებლოდ _ 334 ლარი, რ. შ-ძის სასარგებლოდ _ 173,74 ლარი, შ. თ-ძის სასარგებლოდ _ 173,74 ლარი, ზ. მ-ძის სასარგებლოდ _ 173,74 ლარი, ე. ნ-ძის სასარგებლოდ _ 173,74 ლარი, ხ. ჭ-იას სასარგებლოდ _ 15,74 ლარი, ი. ვ-ძის სასარგებლოდ _ 314,22 ლარი, დ. ნ-ძის სასარგებლოდ _ 328,7 ლარი, მ. თ-შილის სასარგებლოდ _ 327,28 ლარი, თ. ა-ძის სასარგებლოდ _ 313,78 ლარი, ტ. ს-ძის სასარგებლოდ _ 454,83 ლარი, ზ. მ-შვილის სასარგებლოდ _ 432,69 ლარი, მ. ქ-ძის სასარგებლოდ _ 477,79 ლარი, თ. ც-ის სასარგებლოდ _ 442,98 ლარი, ნ. ბ-იონის სასარგებლოდ _ 147,52 ლარი, ნ. ვ-ძის სასარგებლოდ _ 336 ლარი, თ. ვ-ძის სასარგებლოდ _ 137,40 ლარი, ვ. ნ-იას სასარგებლოდ _ 218,40 ლარი, ნ. ხ-ძის სასარგებლოდ _ 201,5 ლარი, ლ. ხ-ავას სასარგებლოდ _ 177,33 ლარი, ვ. გ-ძის სასარგებლოდ _ 210,85 ლარი, თ. პ-ძის სასარგებლოდ _ 150 ლარი, ჭ. ძ-ურის სასარგებლოდ _ 145,55 ლარი, ა. მ-შვილის სასარგებლოდ _ 192,73 ლარი, ნ. ბ-ძის სასარგებლოდ _ 1414 ლარი, რ. ს-ძის სასარგებლოდ _ 1965 ლარი; სარჩელის დანარჩენი ნაწილი არ დაკმაყოფილა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცის სამინისტრომ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის მოსარჩელეების სასარგებლოდ გაუცემელი ხელფასისა და ერთი თვის გამოსასვლელი დახმარების დაკისრების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ფ-ძემ, გ. შ-ძემ, ლ. დ-ძემ, ე. დ-ძემ, ნ. მ-ძემ, ზ. ბ-ძემ, ლ. ა-ძემ, ვ. ს-ძემ, ა. ქ-ძემ, ნ. რ-შვილმა, რ. შ-ძემ, შ. თ-ძემ, ზ. მ-ძემ და თ. ა-ძემ. აპელანტებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, ხოლო ნოდარ ფუტკრაძისა და სხვათა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ს. ა-ძის, ნ. ფ-ძის, მ. მ-ძისა და სხვათა სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხეს _ აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელეების სასარგებლოდ გაუცემელი ხელფასი და ერთი თვის გამოსასვლელი დახმარება: ს. ა-ძის სასარგებლოდ გადახდა 1397,46 ლარი, ნ. ფ-ძის სასარგებლოდ _ 1761,14 ლარი, ლ. ხ-ვაშის სასარგებლოდ _ 692,36 ლარი, მ. მ-ძის სასარგებლოდ _ 452,53 ლარი, ც. ფ-ავას სასარგებლოდ _ 417 ლარი, გ. შ-ძის სასარგებლოდ _ 454,9 ლარი, ლ. დ-ძის სასარგებლოდ _ 645,76 ლარი, ნ. მ-ძის სასარგებლოდ _ 453,90 ლარი, ბ. ვ-ძის სასარგებლოდ _ 1187,3 ლარი, ე. დ-ძის სასარგებლოდ _ 427,8 ლარი, ლ. ხ-ძის სასარგებლოდ _ 233,45 ლარი, რ. ჭ-შვილის სასარგებლოდ _ 221,37 ლარი, ა. გ-ძის სასარგებლოდ _ 362,89 ლარი, ზ. ბ-ძის სასარგებლოდ _ 437,34 ლარი, ლ. ა-ძის სასარგებლოდ _ 336 ლარი, მ. შ-ძის სასარგებლოდ _ 354 ლარი, ი. შ-ძის სასარგებლოდ _ 353,98 ლარი, ნ. ბ-ძის სასარგებლოდ _ 336 ლარი, რ. ა-ძის სასარგებლოდ _ 155 ლარი, მ. კ-ავას სასარგებლოდ _ 155 ლარი, ი. ზ-ძის სასარგებლოდ _ 155 ლარი, ს. ვ-ძის სასარგებლოდ _ 148 ლარი, ვ. ს-ძის სასარგებლოდ _ 496,6 ლარი, ნ. ხ-ძის სასარგებლოდ _ 386 ლარი, ა. ქ-ძის სასარგებლოდ _ 370,77 ლარი, ნ. რ-შვილის სასარგებლოდ _ 334 ლარი, რ. შ-ძის სასარგებლოდ _ 173,74 ლარი, შ. თ-ძის სასარგებლოდ _ 173,74 ლარი, ზ. მ-ძის სასარგებლოდ _ 173,74 ლარი, ე. ნ-ძის სასარგებლოდ _ 173,74 ლარი, ხ. ჭ-ას სასარგებლოდ _ 315,74 ლარი, ი. ვ-ძის სასარგებლოდ _ 314,22 ლარი, დ. ნ-ძის სასარგებლოდ _ 328,7 ლარი, მ. თ-შვილის სასარგებლოდ _ 327,28 ლარი, თ. ა-ძის სასარგებლოდ _ 313,78 ლარი, ტ. ს-ძის სასარგებლოდ _ 454,83 ლარი, ზ. მ-შვილის სასარგებლოდ _ 432,69 ლარი, მ. ქ-ძის სასარგებლოდ _ 477,79 ლარი, თ. ც-ძის სასარგებლოდ _ 442,98 ლარი, ნ. ბ-იონის სასარგებლოდ _ 147,52 ლარი, ნ. ვ-ძის სასარგებლოდ _ 336 ლარი, თ. ვაძის სასარგებლოდ _ 137,40 ლარი, ვ. ნ-იას სასარგებლოდ _ 218,40 ლარი, ნ. ხ-ძის სასარგებლოდ _ 201,5 ლარი, ლ. ხ-ავას სასარგებლოდ _ 177,33 ლარი, ვ. გ-ძის სასარგებლოდ _ 210,85 ლარი, თ.პ-ძის სასარგებლოდ _ 150 ლარი, ჭ. ძ-რის სასარგებლოდ _ 145,55 ლარი, ა. მ-შვილის სასარგებლოდ _ 192,73 ლარი, ნ. ბ-ძის სასარგებლოდ _ 1414 ლარი, რ. ს-ძის სასარგებლოდ _ 1965 ლარი; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის სამართალმემკვიდრეს წარმოადგენდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ რეორგანიზაციის შედეგად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის 2000 წლის 30 მაისის ¹8 ბრძანებით, გათავისუფლებულ იქნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის თანამშრომლები, ამ ბრძანებითვე განისაზღვრა ფულადი სარგოს გაცემის პირობები. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 29 ივნისის ¹201/პ და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 17 ივლისის ¹899 ერთობლივი ბრძანებით შექმნილმა კომისიამ ყოფილი “ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის” სამართალმემკვიდრის დადგენის მიზნით შეისწავლა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში არსებული ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის საფინანსო დოკუმენტაცია.

სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის სახელფასო დავალიანებების გადახდევინების დაკისრების თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეები მუშაობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროსთან არსებულ ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტში, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა ცენტრალური აპარატი, ქ. ბათუმის ხელვაჩაურისა და ქედის რაიონული განყოფილებები, ინვალიდთა სამედიცინო რეაბილიტაციისა და პროფორიენტაციის ცენტრი. საქართველოს ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარის 2000 წლის 22 მაისის ¹7 ბრძანების თანახმად, 2000 წლის 1 ივნისიდან საქართველოს ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტმა და მის დაქვემდებარებაში არსებულმა საქალაქო და რაიონულმა განყოფილებებმა და სამსახურებმა შეწყვიტეს საქმიანობა. ამავე ბრძანების მე-2 პუნქტის თანხმად, წინადადება მიეცა აჭარის ა/რ სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს 2000 წლის 6 ივნისის ¹4/06 ბრძანების საფუძველზე ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტისა და ქ. ბათუმის განყოფილების ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობები გადასცემოდა სამინისტროს. შესაბამისად, რეორგანიზაციის შედეგად აჭარის ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის უფლებამონაცვლე გახდა აჭარის ა/რ სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრო. ამ დებულებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მოცემულ საქმეზე აჭარის ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის უფლებამონაცვლეებს არ წარმოადგენდნენ.

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია საქალაქო სასამართლოს დასკვნა სოლიდარულ მოვალედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიჩნევის თაობაზეც და განმარტა, რომ სოლიდარული ვალდებულება შეიძლება არსებობდეს მაშინ, როცა ეს პირდაპირ არის კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ასეთ დანაწესს კანონი არ შეიცავდა და არც რაიმე ხელშეკრულება იყო მხარეებს შორის დადებული სოლიდარული ვალდებულების შესახებ.

მოპასუხისათვის სახელფასო თანხისა და კომპენსაციის გადახდის დაკისრებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეები წარმოადგენდნენ საჯარო მოსამსახურეებს, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებდნენ ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო დაწესებულებაში. იმავე კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად, მათ უფლება ჰქონდათ, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლებამდე მიეღოთ შრომითი გასამრჯელო, ხოლო საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებული იყო მოსარჩელეებთან საბოლოო ანგარიშსწორება მოეხდინა არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა. აღნიშნული მოთხოვნა მოპასუხის მიერ არ შესრულებულა.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სახელფასო დავალიანების მოთხოვნაზე კანონი რაიმე ხანდაზმულობის ვადას არ ითვალისწინებდა. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის შესაბამისად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელებულიყო წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ნ. ფ-ძისა და სხვათა სააპელაციო საჩივრის არგუმენტები და აღნიშნა, რომ მოსარჩელეთა ნაწილის მიერ მოთხოვნილ “მატერიალურ დახმარებას” შრომითი გასამრჯელო, ანუ ხელფასი არ მოიცავდა. მოსარჩელეებს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენიათ იმის დამადასტურებელი მტკიცებულებანი, რომ მოპასუხე მხარეს მათ მიმართ შრომითი გასამრჯელოს გარდა ასეთი კონკრეტული ვალდებულებაც გააჩნდა. აპალანტები ვერც იმას ასაბუთებდნენ, თუ საიდან გამომდინარეობდა მათთვის მოპასუხეთა მხრიდან მატერიალური დახმარების ანაზღაურების ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის ეს ნაწილი დაუსაბუთებელი იყო და მას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული იყო მოსამსახურისათვის სამსახურეობრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით. მოსარჩელეებს სასამართლოსათვის არ წარუდგენიათ იმის დამადასტურებელი მტკიცებულებანი, თუ კონკრეტულად რომელი სამსახურეობრივი მივლინებების ხარჯები იყო მათ მიერ გაწეული. ამასთან, მათი ოდენობა შეესაბამებოდა თუ არა სადავო პერიოდისათვის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესს, რის გამოც დავის ამ ნაწილს ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნდა და შესაბამისად, მოსარჩელეებს სარჩელის ამ ნაწილის დაკმაყოფილებაზე სწორად ეთქვათ უარი საქალაქო სასამართლოს მიერ.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ამ მოსარჩელეთა მიმართ მოპასუხე მხარის ვალდებულების წარმოშობის კანონის დასახელებული ნორმით გათვალისწინებული საფუძვლები არ არსებობდა, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლო იყო.

ამას გარდა, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელი ხსენებულ ნაწილში ხანდაზმული იყო, რამდენადაც აპელანტი ფიზიკური პირები ამტკიცებდნენ, რომ მოპასუხე მხარეს ვალდებულება 2000-2001 წლებში წარმოეშვა, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული იყო, რომ სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენდა 3 წელს, სარჩელი კი ამ ვალდებულების შესრულებაზე აღძრული იყო 2009 წლის მაისში. აქედან გამომდინარე, დარღვეული იყო კანონის დასახელებული ნორმით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა მოთხოვნასთან დაკავშირებით, რის გამოც სარჩელის ეს ნაწილი გარდა იმისა, რომ იყო უსაფუძვლო, ხანდაზმულიც იყო.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ასევე დაუსაბუთებელი და სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იყო მოსარჩელეთა მოთხოვნა სახელფასო დავალიანების დაფარვის დაგვიანების გამო მოპასუხეებზე დამატებით საურავის დაკისრების შესახებაც, რამდენადაც ასეთი არც მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და გასამრჯელოს ანაზღაურების დაგვიანება არც მოპასუხეთა ბრალით ყოფილა გამოწვეული.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოსარჩელეების სასარგებლოდ გაუცემელი ხელფასისა და ერთი თვის გამოსასვლელი დახმარების აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის დაკისრების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ისე მიიჩნია აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აჭარის ა/რ საქმეთა დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ, რომ აღნიშნული არ დაუსაბუთებია. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან აჭარის ა/რ სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს გადაეცა ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის გარკვეული ქონება, ის უნდა ჩათვლილიყო მის უფლებამონაცვლედ. აღნიშნულის თაობაზე, კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2000 წლის 27 დეკემბრის ¹11/31-161 წერილის შესაბამისად, აჭარის ა/რ სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს ნება მიეცა აჭარის ა/რ ყოფილი ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის, მისი საქალაქო და რაიონული განყოფილებებისა და სხვა დაქვემდებარებული საწარმოების ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობანი გადაეცა სოციალური დახმარების შესაბამისი სამსახურებისათვის, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებს წარმოადგენდნენ. აჭარის ა/რ ყოფილი ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის დაფინანსების წყარო იყო სახელმწიფო ბიუჯეტი და დავის საგანს წარმოადგენდა ყოფილი ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიუღებელი ხალფასები და ერთი თვის გამოსასვლელი თანხა, რომელიც სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად დააკისრა აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა დავის საგანი, კერძოდ, მოსარჩელეები ითხოვდნენ მიუღებელ 8 თვის ხელფასს და ერთი თვის გასასვლელ დახმარებას. ამდენად, სასამართლოს ჯერ უნდა დაედგინა, თუ ვის მიერ ხდებოდა მოსარჩელეებზე ხელფასების გაცემა და ვის მიერ ფინანსდებოდა აჭარის ა/რ ყოფილი ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტი.

კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროსთან არსებული ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტისა და აჭარის ა/რ სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს მიერ 1996 წლის 20 დეკემბერს დამტკიცებული აჭარის ა/რ ინვალიდების საქმეთა საქმეთა დეპარტამენტის დებულების მე-4 მუხლის 4.1. პუნქტის თანახმად, დეპარტამენტის ფინანსური სახსრების წყარო იყო საქართველოს ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტიდან მიზნობრივ და პროგრამულ დაფინანსებაზე გამოყოფილი ასიგნებანი, ანუ დეპარტამენტი დაარსების დღიდან ლიკვიდაციამდე ფინანსდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ აჭარის ა/რ ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 14 ოქტომბრის ¹665 ბრძანებულებით დამტკიცებული “ინვალიდთა სოციალური დაცვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების წევრების სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის 1997-2000 წლების სახელმწიფო პროგრამას” ახორციელებდა და სწორედ აღნიშნული პროგრამის განხორციელების მიზნით იყო შექმნილი იგი.

კასატორის განმარტებით, აჭარის ა/რ ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის გაუქმებასთან დაკავშირებით შექმნილი იყო შესაბამისი კომისია, რომელმაც გააკეთა დასკვნა დეპარტამენტის დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია გადაეგზავნა საქართველოს ინვალიდების საქმეთა ყოფილი დეპარტამენტის ბაზაზე შექმნილ საინვენტარიზაციო კომისიას. ამასთან, აჭარის ა/რ სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრომ 2001 წლის 18 ოქტომბრის ¹25 წერილით საქართველოს ინვალიდების საქმეთა ყოფილი დეპარტამენტის ბაზაზე შექმნილ საინვეტარიზაციო კომისიას გადაუგზავნა აჭარის ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის მოსამსახურეთა ხელფასების დავალიანებათა უწყისები.

კასატორი იმ გარემოებაზეც მიუთითებს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2001 წლის 28 დეკემბრის ¹18/06-1864 წერილით პროფკავშირების თავმჯდომარეს ეცნობა, რომ “2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული იყო საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან განთავისუფლებული მუშაკების შრომის ანაზღაურებაში წარმოქმნილი დავალიანების სრულად დაფარვა, რისთვისაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროში მუშავდებოდა აღნიშნული დავალიანების დაფარვის გრაფიკი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან მიზნობრივად თანხების მიღებისთანავე აჭარის ა/რ ყოფილი ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურების დავალიანება იქნებოდა დაკმაყოფილებული. უფრო მეტიც, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული იყო მრავალი დოკუმენტი აჭარის ა/რ ყოფილი ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტების თანამშრომლის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასთან დაკავშირებით. მათ შორის, 2002 წლის 20 ივნისს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ¹12/31-1235 წერილით აცნობა აჭარის ა/რ მაშინდელ სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს, რომ ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის სახელფასო დავალიანების დაფარვა განხორციელდებოდა საქართველოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, მას შემდეგ რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამ დავალიანების დასაფარავად გამოყოფდა შესაბამის სახსრებს. აღნიშნულის გარდა, ერთ-ერთი მოსარჩელის, ნ. მ-ისათვის მის განცხადებაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გაგზავნილი არაერთი წერილით ფინანსთა სამინისტრომ ნ. მ-ეს აცნობა, რომ დავალიანების დაფარვის საკითხი განხილული იქნებოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დაზუსტებული ინფორმაციის წარდგენის შემდეგ და დავალიანების დაფარვა განხორციელდებოდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად.

კასატორი აღნიშნავს, რომ “საქართველოს ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის 2000 წლის 12 მაისის ¹7 ბრძანებით 2000 წლის 1 ივნისიდან შეწყდა ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტისა და მის დაქვემდებარებაში არსებული განყოფილებების საქმიანობა. აღნიშნული ბრძანების მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეწყვეტილ იქნა აჭარის ა/რ ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის დაფინანსება. აღნიშნულის საფუძველზე სამუშაოდან განთავისუფლდნენ აჭარის ა/რ ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის თანამშრომლებიც. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ აჭარის ა/რ ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტი გაუქმდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეწყდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება.

კასატორი მიუთითებს, რომ 2002 წლის 20 ივნისს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ¹12/31-1235 წერილით აცნობა აჭარის ა/რ მაშინდელ სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს, რომ ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის სახელფასო დავალიანების დაფარვა განხორციელდებოდა საქართველოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, მას შემდეგ რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამ დავალიანების დასაფარავად გამოყოფდა შესაბამის სახსრებს. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 29 ივნისის ¹201/ო და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 17 ივლისის ¹899 ბრძანებებით შექმნილი ერთობლივი კომისიის მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსადმი წარდგენილ მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანიზაციების დარჩენილი სახელფასო დავალიანებების დაფარვა უნდა უზრუნველეყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რისთვისაც დადგენილი წესის შესაბამისად, მას უნდა გამოეყო თანხები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ამ დანიშნულებით გათვალისწინებული ასიგნებებიდან. კასატორის განმარტებით, ზემოაღნიშნული დოკუმენტები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს წერილობით დოკუმენტს, რომელიც ადასტურებდა, რომ მოცემული ქმედება განხორციელდებოდა, რაც შეიძლება გამხდარიყო დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის საფუძველი.

კასატორი მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეები ითხოვდნენ მიუღებელ ხელფასს, რომლის გაცემასაც ახორციელებდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ დაედგინა თუ ვინ იყო აჭარის ა/რ ყოფილი ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის უფლებამონაცვლე არაფრის მომცემი იყო სადავო საკითხის გადაწყვეტის დროს. ფაქტია, რომ მოსარჩელეებს არ მიუღიათ სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული მათი კუთვნილი შრომის ანაზღაურება და ამ მხრივ აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიჩნევა სათანადო მოპასუხედ დაუსაბუთებელი იყო. აჭარის ა/რ სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს არასდროს არ გააჩნდა დეპარტამენტის მიმართ ფინანსური ვალდებულება. ყოველივე ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მოცემულ საქმეში წარმოადგენდა არასათანადო მოპასუხეს. საქმის მასალებიდან გამომდინარე ცხადი იყო, რომ სათანადო მოპასუხეები იყვნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე მიიჩნია აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აჭარის ა/რ ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ, რომ აღნიშნული არ დაუსაბუთებია. სააპელაციო სასამართლო მხოლოდ შემოიფარგლა იმის აღნიშვნით, რომ ვინაიდან აჭარის ა/რ სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს გადაეცა ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის გარკვეული ქონება, ის უნდა ჩათვლილიყო მის უფლებამონაცვლედ. აღნიშნულთან დაკავშირებით, კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2000 წლის 27 დეკემბრის ¹11/31-161 წერილის შესაბამისად, აჭარის ა/რ სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს ნება მიეცა აჭარის ა/რ ყოფილი ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის, მისი საქალაქო და რაიონული განყოფილებებისა და სხვა დაქვემდებარებული საწარმოების ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობანი გადაეცა სოციალური დახმარების შესაბამისი სამსახურებისათვის, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებს წარმოადგენდნენ. სააპელაციო სასამართლომ აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ზემოაღნიშნულ საქმეში მოპასუხე მხარედ მხოლოდ იმიტომ ჩართო და დააკისრა მოსარჩელეების სასარგებლოდ გაუცემელი ხელფასი და ერთი თვის გასასვლელი დახმარება, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გადაეცა ყოფილი ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქონება (ერთი ქსეროქსის აპარატი, 6 სკამი და ერთი მაცივარი). კასატორის განმარტებით, საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია თუ ვინ ასრულებდა იმ უფლებამოსილებას, რომელიც ყოფილი ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის პრეროგატივა იყო. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია იმ გარემოებაზე, რომ აჭარის ა/რ ყოფილი ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქონება წარმოადგენდა საქართველოს სახელმწიფო საკუთრებას და ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტს გადაცემული ჰქონდა სარგებლობის უფლებით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ასევე ნ. ფ-ძემ, გ. შ-ძემ, ლ. დ-ძემ, ე. დ-ძემ, ნ. მ-ძემ, ზ. ბ-ძემ, ლ. ა-ძემ, ვ. ს-ძემ, ა. ქ-ძემ, ნ. რ-შვილმა, რ. შ-ძემ, შ. თ-ძემ, ზ. მ-ძემ და თ. ა-ძემ. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 მაისის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ნ. ფ-ძის, გ. შ-ძის, ლ. დ-ძის, ე. დ-ძის და სხვათა საკასაციო საჩივრები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 17 ივნისის განჩინებით ნ. ფ-ძის, გ. შ-ძის და სხვათა საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად, ხოლო აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2010 წლის 30 სექტემბერს, 11.30 საათზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ, ვინაიდან მოსარჩელე ფიზიკური პირების საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, ხოლო აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სადავოდ ხდის მოსარჩელეების სასარგებლოდ გაუცემელი ხელფასისა და ერთი თვის გამოსასვლელი დახმარების მისთვის დაკისრებას, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოში განსახილველ საკითხს წარმოადგენს მხოლოდ იმის დადგენა, თუ ვის უნდა დაეკისროს ხსენებული დავალიანების გადახდა.

საკასაციო სასამართლოს, საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს ¹150 ბრძანებისა და აჭარის ა/რ სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს 1997 წლის 1 მაისის ¹1-5/13 ბრძანების საფუძველზე შეიქმნა ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტი, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა ცენტრალური აპარატი, ქ. ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის განყოფილებები, ინვალიდების სამედიცინო რეაბილიტაციისა და პროფორიენტაციის ცენტრი. საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (მისი სამართალმემკვიდრეა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო) 2000 წლის 22 მარტის ¹46-ო და ამავე წლის 12 მაისის ¹83-ო ბრძანებების საფუძველზე განხორციელებული საქართველოს ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის ცენტრალური აპარატი, საქალაქო და რაიონული განყოფილებები, ხოლო ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის დაქვემდებარებაში მყოფი სამედიცინო-სოციალური მომსახურეობის დაწესებულებები გარდაიქმნა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებად. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 22 მარტის ¹47/ო ბრძანებით და საქართველოს ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის 2000 წლის 28 მარტის ¹3 ბრძანებით მატერიალური ფასეულობების, დებიტორული და კრედიტორული დავალიანების სრული ინვენტარიზაციის მიზნით შეიქმნა კომისია. ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტში შემავალი დაწესებულების ყველა თანამშრომელი გაფრთხილებულ იქნა 2000 წლის 30 მარტიდან მოსალოდნელი საშტატო ერთეულების შემცირების შესახებ. საქართველოს ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის 2000 წლის 22 მაისის ¹7 ბრძანებით კი 2000 წლის 1 ივნისიდან შეწყდა დაქვემდებარებული დეპარტამენტების დაფინანსება და ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტმა და მის დაქვემდებარებაში არსებულმა საქალაქო და რაიონულმა განყოფილებებმა შეწყვიტა საქმიანობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზეც: აჭარის ა/რ ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის 2000 წლის 30 მაისის ¹8 ბრძანების თანახმად, სამუშაოდან გათავისუფლებულ იქნენ მოსარჩელეები და ამავე ბრძანებით დეპარტამენტის ბუღალტრებს დაევალათ უზრუნველეყოთ გათავისუფლებული მუშაკები ხელფასებითა და შესაბამისი კომპენსაციით. რეორგანიზაციასთან დაკავშირებით შექმნილ კომისიას უნდა წარდგენოდა ყველა გათავისუფლებული მუშაკის ხელფასის, კომპენსაციის, მივლინებისა და სხვა ხარჯების უწყისები, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა შრომითი ანაზღაურების საკითხი. ეს კომისიები შეიქმნა რეორგანიზაციის პერიოდში, როგორც საქართველოს ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის, ისე აჭარის ა/რ ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის 2000 წლის 3 აპრილის ¹6 ბრძანებით. მოსარჩელეები წარმოადგენდნენ აჭარის ა/რ ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის, აჭარის ა/რ ინვალიდთა სამედიცინო რეაბილიტაციისა და პროფორიენტაციის ცენტრის, აჭარის ა/რ ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული განყოფილებისა და ქედის რაიონული განყოფილების ყოფილ მუშა-მოსამსახურეებს.

საკასაციო სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებზე 1999 წლის 1 სექტემბრიდან 2000 წლის 1 ივნისამდე პერიოდის ხელფასი და კომპენსაციები არ იყო გაცემული. მოსარჩელეები სახელფასო დავალიანებების ანაზღაურებას სისტემატურად მოითხოვდნენ სამივე მოპასუხისაგან, რაც დასტურდება საქმეში არსებული აღნიშნული ადრესატებისათვის გაგზავნილი წერილებით, რომლებისგანაც ისინი იღებდნენ პასუხს, რომ სახელფასო დავალიანება მართლაც არსებობდა და მისი გადახდა მოხდებოდა შესაბამისი წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას მოსარჩელეებისათვის გაუცემელი ხელფასისა და ერთი თვის გამოსასვლელი დახმარების გაცემის შესახებ, თუმცა უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ხსენებული დავალიანების აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის დაკისრების შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ,,აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია საქართველოს 02.11.2004 ¹3277 კანონით) მე-3 მუხლის ,,ბ” პუნქტისა და მე-8 მუხლის თანახმად, საქართველოს ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტი წარმოადგენდა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას, რომელიც შედიოდა სამთავრობო დაწესებულების _ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამგებლობაში (მისი სამართალმემკვიდრეა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო). საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა 2000 წლის 22 მარტს გამოსცა ¹46/ო ბრძანება, “საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულების საქმიანობის ორგანიზაციული საკითხების შესახებ”, ასევე 2000 წლის 12 მაისის ¹83/ო ბრძანება ,,ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მის დაქვემდებარებაში მყოფი სამედიცინო-სოციალური რეაბილიტაციის დაწესებულებების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების სრულყოფის შესახებ”. საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 22 მარტის ¹47/ო ბრძანების საფუძველზე შეიქმნა ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის საინვენტარიზაციო კომისია. სწორედ ეს სამართლებრივი აქტები დაედო საფუძვლად ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის რეორგანიზაციას.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის 2000 წლის 28 მარტის ¹3 ბრძანებით, ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის სისტემაში შემავალი დაწესებულების ყველა თანამშრომელი გაფრთხილებულ იქნა 2000 წლის 30 მარტიდან მოსალოდნელი საშტატო ერთეულების გაუქმების შესახებ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებების საფუძველზე შეიქმნა ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის საორგანიზაციო კომისიის მიერ შემუშავებული ფინანსური და საბუღალტრო დოკუმენტების მიმღები და განმხილველი კომისია, რომელსაც ევალებოდა ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის მიმართ არსებული კრედიტორულ-დებიტორული დავალიანებათა სამართალმემკვიდრის შესახებ დასკვნის მომზადება.

საკასაციო სასამართლო იმ გარემოებაზეც მიუთითებს, რომ საქართველოს ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარის 2000 წლის 22 მაისის ¹7 ბრძანებით გადაწყდა, რომ სამუშაოდან განთავისუფლებასთან დაკავშირებით მოხელეებზე უნდა გაცემულიყო სამსახურიდან განთავისუფლების კომპენსაცია: მოხელეებისთვის 2 თვის თანამდებობრივი სარგო, ხოლო დამხმარე მოსამსახურეებისათვის 1 თვის თანამდებობრივი სარგო. ამასთან, განთავისუფლებულ მუშაკთა საბოლოო ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო დადგენილი წესით. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2001 წლის 28 დეკემბრის წერილზე, რომლითაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აღიარებს, რომ გასული პერიოდის დავალიანებების დასაფარავად საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან მიზნობრივად თანხების მიღებისთანავე აჭარის ა/რ ყოფილი ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურების დავალიანება პირველ რიგში იქნებოდა დაკმაყოფილებული.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 29 ივნისის ¹201/ო და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 17 ივლისის ¹899 ბრძანებებით ისევ შეიქმნა ერთობლივი კომისია ყოფილი ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის სამართალმემკვიდრეობისა და დავალიანებების გადაწყვეტის მიზნით, რომელსაც გადაეცა საფინანსო დოკუმენტაცია, თუმცა არც ამის შემდეგ იყო მიღებული გადაწყვეტილება მოსარჩელეთა დავალიანების გადახდის თაობაზე. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული კომისიის მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსადმი წარდგენილ მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ კომისიას ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანიზაციების დარჩენილი სახელფასო დავალიანებების დაფარვა უნდა უზრუნველეყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რისთვისაც დადგენილი წესის შესაბამისად მისთვის უნდა გამოყოფილიყო თანხები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ამ დანიშნულებით გათვალისწინებული ასიგნებებიდან.

საკასაციო სასამართლო იმის გათვალისწინებით, რომ ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტი სტრუქტურულად შედიოდა საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროში, რომლის სამართალმემკვიდრესაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო წარმოადგენდა, მიუთითებს ასევე “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლზე, რომლის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან განთავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე კუთვნილი თანხის გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დასაფარავად გათვალისწინებული ასიგნებებიდან თანხის გამოყოფის მიზნით სამინისტროები და უწყებები უზრუნველყოფდნენ მათ ბალანსზე რიცხული წინა წლების კრედიტორული დავალიანებების დაზუსტებული ინფორმაციის წარდგენას დადგენილი ფორმის მიხედვით საქართველოს ფინანსთა სამინისტროში და აღნიშნულის შემდეგ ხდებოდა საბიუჯეტო დავალიანებათა დაფარვა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტში შემავალი ყველა ადგილობრივი სამსახური ფინანსდებოდა ცენტრალური ბიუჯეტიდან. შესაბამისად, გათავისუფლებული მუშაკების სახელფასო დავალიანების დაფარვაც უნდა მომხდარიყო საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, რასაც ადასტურებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს წერილიც აჭარის ა/რ სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს მიმართ, რომელშიც მითითებულია, რომ ყოფილი ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის სახელფასო დავალიანების დაფარვა განხორციელდებოდა საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, მას შემდეგ, რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამ დავალიანების დასაფარად გამოყოფდა შესაბამის სახსრებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული ადასტურებს, რომ მოსარჩელეთა სახელფასო დავალიანებისა და ერთი თვის გამოსასვლელი დახმარების გადახდის ვალდებულება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეკისრება.

საკასაციო სასამართლო ამასთან მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ვერ გასცდება დაშვებული საკასაციო საჩივრის ფარგლებს და ვერ შეაბრუნებს გადაწყვეტილებას ერთ-ერთი მოსარჩელის საუარესოდ. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებში დაშვებულია ტექნიკური უსწორობანი, კერძოდ, ზ. მ-შვილის ნაცვლად მითითებულია ზ. მ-შვილი, ვ. ნ-იას ნაცვლად _ ვ. ნ-ია, ხოლო ნ. რ-შვილის ნაცვლად _ ნ. რ-შვილი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით, კერძოდ, სარჩელით (Iტ., ს.ფ. 2), აჭარის ა/რ ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის ცენტრალური აპატარის მუშა-მოსამსახურეებზე გასაცემი ხელფასის, მატერიალური დახმარებისა და კომპენსაციის შესახებ ცნობით (Iტ., ს.ფ. 20), ასევე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 8 მაისის სარჩელის წარმოებაში მიღების განჩინებით (Iტ., ს.ფ. 77) და რიგი სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ გადაწყვეტილებაში ზურაბ მეფრიშვილის ნაცვლად უნდა მიეთითოს ზ. მ-შვილი, ხოლო ვ. ნ-იას ნაცვლად _ ვ. ნ-ია. რაც შეეხება საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებში მითითებულ ნ. რ-შვილს, აჭარის ა/რ ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის ცენტრალური აპატარის მუშა-მოსამსახურეებზე გასაცემი ხელფასის, მატერიალური დახმარებისა და კომპენსაციის შესახებ ცნობით (Iტ., ს.ფ. 23) და აჭარის ა/რ სანოტარო აქტით _ მინდობილობით (Iტ., ს.ფ. 178) დასტურდება, რომ ნ. რ-შვილის ნაცვლად გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს ნ. რ-შვილი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, რაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძველია. საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის მოსარჩელეების სასარგებლოდ გაუცემელი ხელფასისა და ერთი თვის გამოსასვლელი დახმარების დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ს. ა-ძის, ნ. ფ-ძის, მ. მ-ძის, ც. ფ-ავას, გ. შ-ძისა და სხვათა სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ, მოპასუხეს _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრება გაუცემელი ხელფასისა და ერთი თვის გამოსასვლელი დახმარების გაცემა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის მოსარჩელეების სასარგებლოდ გაუცემელი ხელფასისა და ერთი თვის გამოსასვლელი დახმარების დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ს. ა-ძის, ნ. ფ-ძის, მ. მ-ძის, ც. ფ-ავას, გ. შ-ძისა და სხვათა სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. მოპასუხეს _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისროს გაუცემელი ხელფასი და ერთი თვის გამოსასვლელი დახმარება შემდეგი ოდენობით:

ს. ა-ძის სასარგებლოდ _ 1397,46 ლარი,

ნ. ფ-ძის სასარგებლოდ _ 1761,14 ლარი,

ლ. ხ-შის სასარგებლოდ _ 692,36 ლარი,

მ. მ-ძის სასარგებლოდ _ 452,53 ლარი,

ც. ფ-ავას სასარგებლდ _ 417 ლარი,

გ. შ-ძის სასარგებლოდ _ 454,9 ლარი,

ლ. დ-ძის სასარგებლოდ _ 645,76 ლარი,

ნ. მ-ძის სასარგებლოდ _ 453,90 ლარი,

ბ. ვ-ძის სასარგებლოდ _ 1187,3 ლარი,

ე. დ-ძის სასარგებლოდ _ 427,8 ლარი,

ლ. ხ-ძის სასარგებლოდ _ 233,45 ლარი,

რ. ჭ-შვილის სასარგებლოდ _ 221,37 ლარი,

ა. გ-ძის სასარგებლოდ _ 362,89 ლარი,

ზ. ბ-ძის სასარგებლოდ _ 437,34 ლარი,

ლ. ა-ძის სასარგებლოდ _ 336 ლარი,

მ. შ-ძის სასარგებლოდ _ 354 ლარი,

ი. შ-ძის სასარგებლოდ _ 353,98 ლარი,

ნ. ბ-ძის სასარგებლოდ _ 336 ლარი,

რ. ა-ძის სასარგებლოდ _ 155 ლარი,

მ. კ-ავას სასარგებლოდ _ 155 ლარი,

ი. ზ-ძის სასარგებლოდ _ 155 ლარი,

ს. ვ-ძის სასარგებლოდ _ 148 ლარი,

ვ. ს-ძის სასარგებლოდ _ 496,6 ლარი,

ნ. ხ-ძის სასარგებლოდ _ 386 ლარი,

ა. ქ-ძის სასარგებლოდ _ 370,77 ლარი,

ნ. რ-შვილის სასარგებლოდ _ 334 ლარი,

რ. შ-ძის სასარგებლოდ _ 173,74 ლარი,

შ. თ-ძის სასარგებლოდ _ 173,74 ლარი,

ზ. მ-ძის სასარგებლოდ _ 173,74 ლარი,

ე. ნ-ძის სასარგებლოდ _ 173,74 ლარი,

ხ. ჭ-იას სასარგებლოდ _ 315,74 ლარი,

ი. ვ-ძის სასარგებლოდ _ 314,22 ლარი,

დ. ნ-ძის სასარგებლოდ _ 328,7 ლარი,

მ. თ-შვილის სასარგებლოდ _ 327,28 ლარი,

თ. ა-ძის სასარგებლოდ _ 313,78 ლარი,

ტ. ს-ძის სასარგებლოდ _ 454,83 ლარი,

ზ. მ-შვილის სასარგებლოდ _ 432,69 ლარი,

მ. ქ-ძის სასარგებლოდ _ 477,79 ლარი,

თ. ც-ძის სასარგებლოდ _ 442,98 ლარი,

ნ. ბ-ონის სასარგებლოდ _ 147,52 ლარი,

ნ. ვ-ძის სასარგებლოდ _ 336 ლარი,

თ. ვ-ძის სასარგებლოდ _ 137,40 ლარი,

ვ. ნ-იას სასარგებლოდ _ 218,40 ლარი,

ნ. ხ-ძის სასარგებლოდ _ 201,5 ლარი,

ლ. ხ-ავას სასარგებლოდ _ 177,33 ლარი,

ვ. გ-ძის სასარგებლოდ _ 210,85 ლარი,

თ. პ-ძის სასარგებლოდ _ 150 ლარი,

ჭ. ძ-ურის სასარგებლოდ _ 145,55 ლარი,

მ-შვილის სასარგებლოდ _ 192,73 ლარი,

ნ. ბ-ძის სასარგებლოდ _ 1414 ლარი,

რ. ს-ძის სასარგებლოდ _ 1965 ლარი;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.