¹ბს-571-566(კ-11) 21 ივნისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ ი/მ “პ. თ-ძე”, წარმომადგენელი _ ა. კ-ძე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური, სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი და სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 დეკემბრის განჩინება
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
პ. თ-ძემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურის, სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიმართ, რომლითაც მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 8 თებერვლის ¹493 ბრძანების ი/მ “პ. თ-ძის” საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 22 დეკემბრის ¹87 საგადასახადო მოთხოვნისა და დავების განმხილველი საბჭოს 2010 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით პ. თ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი/მ “პ. თ-ძემ”, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის განჩინებით ი/მ “პ. თ-ძის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 ივლისის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი/მ “პ. თ-ძემ”, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 28 აპრილის განჩინებით ი/მ “პ. თ-ძის” საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად მიღებულ იქნა წარმოებაში.
2011 წლის 17 მაისს მოსარჩელე პ. თ-ძის წარმომადგენელმა ა. კ-ძემ საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა განცხადება სარჩელზე უარის თქმის თაობაზე, რაც ერთვის მოცემულ საქმეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო მოსარჩელის - პ. თ-ძის წარმომადგენლის ა. კ-ძის განცხადებას სარჩელის გამოხმობის თაობაზე და მიიჩნია, რომ პ. თ-ძის წარმომადგენლის ა. კ-ძის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
“საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” 28.12.07წ. საქართველოს კანონით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რითაც სარჩელის გამოხმობა დასაშვები გახდა საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, რაც მოსარჩელეს უფლებას აძლევს სარჩელი გაიხმოს საკასაციო ინსტანციაში საქმის წარმოების დროს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სასამართლო დააკმაყოფილებს სარჩელის გამოხმობის შესახებ მოსარჩელის განცხადებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე, ამასთანავე, მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდება მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.
პ. თ-ძის წარმომადგენელმა ა. კ-ძემ განცხადებით მოითხოვა სარჩელის გამოხმობა და აღნიშნულ მოთხოვნას წერილობითი მომართვებით მხარი დაუჭირეს მოწინააღმდეგე მხარეებმა _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა. ამასთან, ა. კ-ძეს გააჩნია უფლებამოსილება პ. თ-ძის სახელით ნაწილობრივ ან მთლიანად უარი თქვას სარჩელზე /იხ. მინდობილობა, ს.ფ 27/
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის გამოხმობის თაობაზე პ. თ-ძის წარმომადგენლის ა. კ-ძის შუამდგომლობა აკმაყოფილებს სსკ-ის 831-ე მუხლის მოთხოვნას, რის გამოც პ. თ-ძის წარმომადგენლის ა. კ-ძის სარჩელი განუხილველად უნდა დარჩეს და დაუბრუნდეს იგი მოსარჩელეს. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო ინსტანციაში საქმის განსახილველად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლით, 275-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტით და 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პ. თ-ძის წარმომადგენლის - ა. კ-ძის განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 დეკემბრის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება;
3. პ. თ-ძის სარჩელი დარჩეს განუხილველი;
4. კასატორს _ ი/მ “პ. თ-ძეს” დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარი.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.