Facebook Twitter
ბს-581-560(კ-10) 25 იანვარი, 2011 წელი

ბს-581-560(კ-10) 25 იანვარი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივანი გ. ილინა

კასატორი (მოპასუხე) _ ქ. თბილისის მერია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ზ. მ-ია

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობა

მესამე პირი _ შპს «...»

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 თებერვლის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 29 მაისს მოსარჩელე ზ. Mმ-იამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების _ ქ. თბილისის მერიისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიმართ და მოითხოვა ქ.თბილისის მერიის 2009 წლის 22 აპრილის ¹359 განკარგულებისა და თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2008 წლის 10 დეკემბრის წერილის ბათილად ცნობა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობას დავალებოდა გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თბილისში, ... ¹204 კოპუსის 1-ლი სადარბაზოს მე-5 სართულის ¹14 ოროთახიანი ბინის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე და გაეცა შესაბამისი საკუთრების მოწმობა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში მუშაობდა «...» სამმართველოში. მოქალაქეების ბინით უზრუნველყოფის მიზნით ქ. თბილისის ოქტომბრის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 18 მაისის ¹11.267.13 გადაწყვეტილებით დამტკიცდა საცხოვრებელი ბინის მიღების აღრიცხვის სია. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში მისი ბინით დაკმაყოფილების რიგითი ნომერი იყო 112. «მშენებარე საცხოვრებელი სახლების შესახლების დროებითი წესების შემოღების შესახებ» ქ. თბილისის მერიის კოლეგიის 1993 წლის 4 სექტემბრის ¹09.10.63 გადაწყვეტილებით «...» ხელმძღვანელობას უფლება მიეცა გაენაწილებინა საცხოვრებელი ბინები თავისი მუშა-მოსამსახურეებისათვის. მოსარჩელის განმარტებით «...» მმს ¹2 ადმინისტრაციის პროფკომიტეტის 1993 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით მასზე განაწილდა თბილისში ... ¹204 კორპუსის 1-ლი სადარბაზოს მე-5 სართულზე არსებული 32.6 კვ.მ საცხოვრებელი ფართი. აღნიშნული დასტურდება «...» მმს ¹2 ადმინისტრაციის პროფკომიტეტის ერთობლივი სხდომის ოქმით. 2008 წლის 24 ნოემბერს მიმართა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობას იმის თაობაზე, რომ გაცემულიყო საკუთრების მოწმობა ზემოაღნიშნულ საცხოვრებელ სახლზე, რაზეც ეთქვა უარი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2008 წლის 10 დეკემბრის წერილით. აღნიშნული წერილი მოსარჩელემ გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიაში, რომელმაც 2009 წლის 22 აპრილის ¹359 განკარგულებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.

მოსარჩელემ მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულების დამტკიცებული «კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის» 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტზე, ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტზე და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. Mმ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის 2009 წლის 22 აპრილის ¹359 განკარგულება და თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2008 წლის 10 დეკემბრის ¹მ-5856 წერილი; მოპასუხის - ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობას დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა – მოსარჩელე ზ. M-იას ქ. თბილისში, ... ¹204 კორპუსის I სადარბაზოს მე-5 სართულის ¹14 ოროთახიანი ბინის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

ზურაბ მალანია 1980 წლიდან მუშაობდა შპს «...» (ყოფილი «თბილგვირაბმშენი»). «...» საცხოვრებელი კორპუსების დამაგრების შესახებ» თბილისის სახალხო დეპუტატთა აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის ¹06.16.157 გადაწყვეტილებით საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 29 აგვისტოს ¹30-70/92 გადაწყვეტილების მე-19 პუნქტისა და «...» თხოვნის შესაბამისად, «...» დაუმაგრდა ... მე-2 მიკრორაიონში საუწყებო ¹204 და 205 ბინები. «...» მმს ¹2 ადმინისტრაციის პროფკომიტეტის 1993 წლის 31 მარტის საოქმო გადაწვეტილებით, ზ. Mმ-იაზე განაწილდა თბილისში ... ¹204 კორპუსის 1-ლი სადარბაზოს მე-5 სართულზე არსებული 32.6 კვ.მ საცხოვრებელი ფართი. 2006 წლის 30 აგვისტოს თბილისში ... ¹204 კორპუსი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა შპს «...» საკუთრებად. შპს «...» დირექტორმა 2007 წლის 15 თებერვალს მიმართა საჯარო სამართლის იურიდიული პირი «საწარმოთა მართვის სააგენტოს» რათა ამ უკანასკნელს მიეცა თანხმობა შპს «...» საკუთრებაში რეგისტრირებული ბინები (მათ შორის, ¹204 კორპუსის განაწილებული ბინები) გადაცემულიყო საზოგადოების მუშა-მოსამსახურეების ინდივიდუალურ საკუთრებაში. საჯარო სამართლის იურიდიული პირის «საწარმოთა მართვის სააგენტოს» 2007 წლის 2 ნოემბერი ¹1-3/786 ბრძანების საფუძველზე ცვლილება იქნა შეტანილი შპს «...» საწესდებო კაპიტალში და მის ბალანსზე რიცხული ... ¹204 კორპუსი ამოირიცხა საწესდებო კაპიტალიდან.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 11 მარტის ¹1-1/296 ბრძანებისა და 2008 წლის 19 მარტის თბილისის ქონების მართვისა და პრივატიზების სამმართველოსა და ქ.თბილისის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე თბილისში ... ¹204 კორპუსი გადაეცა ადგილობრივი თვითმმართველ ერთეულს. 2008 წლის 24 ნოემბერს ზ. Mმ-იამ მიმართა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობას იმის თაობაზე, რომ გაცემულიყო საკუთრების მოწმობა ... ¹204 კორპუსი 1-ლი სადარბაზოს მე-5 სართულის ¹14 ოროთახიან სახლზე. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2008 წლის 10 დეკემბრის ¹მ-5856 წერილით ზ. Mმ-იას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ მან ვერ წარადგინა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საცხოვრებელი ბინის კანონიერად სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა). აღნიშნული წერილი ზ. M-იამ გაასაჩივრა ქ. თბილისის მერთან, რომელმაც 2009 წლის 22 აპრილის ¹359 განკარგულებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.

საქალაქო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულებით დამტკიცებული კანონიერი მოსარგებლისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი, მე-3 პუნქტის «ა» ქვეპუნქტი, იმავე წესის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის «ე» ქვეპუნქტი და განმარტა, რომ განმცხადებელს ზ. Mმ-იას ბინის უსასყიდლოდ გადაცემაზე უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ განმცხადებელმა ვერ წარადგინა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულებით გათვალისწინებული დოკუმენტიდან ვერც ერთი. აღნიშნული ბრძანებულებით უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ დოკუმენტად მიჩნეულია: «ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი ან საბინაო წიგნი და სხვა». სასამართლოს დასკვნით, ის გარემოება, რომ ზემოხსენებულ ბრძანებულებაში დოკუმენტების ჩამონათვალი არ არის ამომწურავი, კონკრეტული პირის მიერ არაპრივატიზებული ფართით მართლზომიერი სარგებლობა შეიძლება დადასტურდეს სხვა დოკუმენტითაც.

სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი «...» მმს ¹2 ადმინისტრაციის პროფკომიტეტის 1993 წლის 31 მარტის საოქმო გადაწყვეტილებით დასტურდებოდა, რომ ზ. Mმ-იაზე განაწილდა თბილისში ... ¹204 კორპუსის 1-ლი სადარბაზოს მე-5 სართულზე არსებული 32.6 კვ.მ საცხოვრებელი ფართი. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებდა საქართველოს სსრ საბინაო კოდექსი, რომელიც ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით 1997 წლის 25 ნოემბერს. აღნიშნული საბინაო კოდექსის 53-ე მუხლით საუწყებო ფონდის სახლებში საცხოვრებელ სადგომებს მოქალექეებს აძლევენ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციისა და პროფკავშირის კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, რომელსაც ამტკიცებს სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი.

სასამართლომ მიიჩნია, რომ «...» მმს ¹2 ადმინისტრაციის პროფკომიტეტის 1993 წლის 31 მარტის საოქმო გადაწყვეტილება მიღებულია ზემომითითებული ნორმით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მართალია, იგი არ დამტკიცებულა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ, მაგრამ იმ დროისათვის აღნიშნული სუბიექტი საქართველოში აღარ არსებობდა. რაც შეეხებოდა გლდანის რაიონის გამგეობას იმ დროისათვის იგი შესაბამის ორდერს ვერ გასცემდა, ვინაიდან საცხოვრებელი კორპუსი ექსპლუატაციაში მიღებული არ იყო. ამასთან, გასათვალისწინებული იყო ის გარემოებაც, რომ 1993 წელში სადავო კორპუსი იყო სწორედ «...» ბალანსზე, შესაბამისად, მისი ადმინისტრაციის პროფკომიტეტს ჰქონდა უფლებამოსილება მოეხდინა შესაბამისი საცხოვრებელი სადგომებს მოქალაქეებისათვის განაწილება.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის _ გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის უარი ბინის უსასყიდლოდ გადაცემაზე არ ეყრდნობოდა იმ გარემოებას, რომ აღნიშნულ ბინაზე საბინაო ორდერი სხვა პირზე გაიცა, ან არსებობს შესაბამისი შინაარსის ადმინისტრაციული აქტი, ან საბინაო წიგნი სხვა პირის (პირთა) სასარგებლოდ. ასეთი სახის მტკიცებულებები მოპასუხის მიერ არც საქმის განხილვის დროს იქნა წარდგენილი. სასამართლოს დასკვნით, «...» მმს ¹2 ადმინისტრაციის პროფკომიტეტის 1993 წლის 31 მარტის საოქმო გადაწყვეტილება მიუთითებდა იმ ფაქტზე, რომ მოსარჩელე არის ბინის კანონიერი მოსარგებლე. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულებით დამტკიცებული წესით დადგენილი უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტს და შესაბამისად, სარჩელი ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ, რომლითაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ზ. Mმ-იას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 24 თებერვლის განჩინებით ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 63-ე მუხლი გაგებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ შესაბამისი რაიონის აღმასრულებელი ორგანოს მიერ საწარმოს ადმინისტრაციისა და პროფკომიტეტის გადაწყვეტილების დამტკიცება სავალდებულო იყო. იმავე კოდექსის 57-ე მუხლიდან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებდა ორდერის გაცემის პროცედურას, რომელიც განსახილველ შემთხვევაში დაცული არ იყო. საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07 წლის ¹73 ბრძანებულების მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განცხადება შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და უნდა ერთვოდეს არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. პირის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის აუცილებელია გაირკვეს: სამართლებრივი დოკუმენტი გაცემული უნდა იყოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ; ბ) ფიზიკური პირი სამართლებრივი დოკუმენტის საფუძველზე უნდა სარგებლობდეს ბინით. საქართველოს პრეზიდენტის ¹73 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მიზნებისათვის «სარგებლობის» აუცილებელი პირობაა არა მხოლოდ ის, რომ ფიზიკურ პირს გააჩნდეს დოკუმენტაცია საცხოვრებელ ფართობზე, არამედ იგი ფიზიკურადაც უნდა ფლობდეს და იყენებდეს არაპრივატიზებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართობს. ძ. M-იას არასდროს უცხოვრია სადავო საცხოვრებელ ფართში, გარდა ამისა, იგი რეგისტრირებულიც არ იყო ზემოაღნიშნულ მისამართზე.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ზემოაღნიშნულ ფატობრივ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ და დამატებით განმარტა, რომ ყოფილ “...” სამმართველოს, თბილისის სახალხო დებუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის მიერ მიზნობრივად გამოეყო სადავო საცხოვრებელი კორპუსი, თავისივე მუშაკთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველსაყოფად. მოგვიანებით, საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე, “....” ჩამოყალიბდა ჯერ სახელმწიფო ფირმის, შემდეგ კი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სახით, რომლის საწესდებო კაპიტალშიც ქონების მართვის სააგენტოს ბრძანებით შეტანილ იქნა მის ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი კორპუსები. იმ დროისათვის, არსებობდა “...” მმს ¹ ადმინისტრაცის პროფ-კომტეტის 1993 წლის 31 მარტის გადაწყვტილება, ზ. Mმ-იაზე თბილისში, ... ¹204 პორპუსის I სადარბაზოს მე-5 სართულზე არსებული 32.6 კვ.მ საცხოვრებელი ფართის განაწილების თაობაზე. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ზ. Mმ-იას ოჯახი 1983 წლის 2 ივნისიდან ბინის მიღების აღრიცხვაზე იმყოფებოდა, საიდანაც უნდა მოხსნილიყო ბინის მიღების შემდეგ. სადავო არ იყო ის გარემოება, რომ მოსარჩელეს არნიშნული აღრიცხვის გამო სხვა ბინა არ მიუღია.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მიუხედავად, საცხოვრებელ ბინაზე ორდერების არარსებობისა, აღნიშნული ბინები უფლებრივად უნაკლო სახით არ ყოფილა შეტანილი შპს “...” საწესდებო კაპიტალში, ხოლო შემდგომ ამორიცხული საწესდებო კაპიტალიდან და გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში. სადავო ფართზე დადგენილი იყო მოსარჩელის უფლება. მართალია 1997 წლის ნოემბრამდე მოქმედი სსრ საბინაო კოდექსის 53-ე მუხლი ითვალისწინებდა შესაბამისი რაიონის აღმასრულებელი ორგანოს მიერ საწარმოს ადმინისტრაციის და პროფკომიტეტის გადაწყვეტილების დამტკიცებას, მაგრამ, აღნიშნული მუხლი აწესრიგებდა საუწყებო ბინის განაწილების პროცედურას და არსად არ იყო მითითებული, რომ ამგვარი დამტკიცების გარეშე განაწილების დოკუმენტს არ ექნებოდა იურიდიული ძალა მასში გამოხატული ნების ნამდვილობის თვალსაზრისით. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება სადავო არ გაუხდია ადგილობრივ მმართველობის ორგანოებს. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელისათვის აღმასკომს ბინა არ გამოუყვია, მიუხედავად იმისა, რომ იგი ჯერ კიდევ 1983 წლიდან, დადგენილი წესით იმყოფებოდა ბინის მიღების აღრიცხვაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ბინაზე დადგენილი იყო რა, ზ. Mმ-იას უფლება, სახელმწიფოს აღარ გააჩნდა მისთვის სხვა ბინის გამოყოფის ვალდებულება, ხოლო ზ. Mმ-იას მის მიმართ მოთხოვნის უფლება.

სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა “თვითმმართველი ერთეულის უფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლი და განმარტა, რომ ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემით მასზევე გადავიდა ამ ქონებაზე «მიბმული” სახელმწიფოს ვალდებულება – უზრუნველეყო მოსარჩელე საცხოვრებელი ბინით, რაც ფაქტობრივად ბინის საკუთრებაში გადაცემის პროცედურების დასრულებაში გამოიხატებოდა. ადმინისტრაციულ ორგანოებს უნდა ეხელმძღვანელათ სწორედ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულებით, რომელიც საცხოვრებელი და არასაცხოვერებელი ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს არეგულირებს. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ აღნიშნული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, «არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში, ხოლო მე-3 პუნქტის «ა” ქვეპუნქტის თანხმად, განცხადებას უნდა დაერთოს «არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა). ის გარემოება, რომ კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალი არ იყო მითითებული სრულად ბრძანებულებაში, სწორედ იმაზე მეტყველებდა, რომ შეუძლებელია აღნიშნული სახის დოკუმენტების ამომწურავი ჩამონათვალის განსაზღვრა, შესაბამისად, უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველ კონკრეტულ შემთვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით სათანადო შეფასება უნდა მისცეს წარდგენილ დოკუმენტებს, ფაქტობრივ გარემოებებს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება სარგებლობის ფაქტის დადასტურებლად მიჩნევის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ზ. M-იას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ “...” მმს ¹2 ადმინისტრაციის პროფკომიტეტის 1993 წლის 31 მარტის საოქმო გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 53-ე მუხლის ფარგლებში. საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 53-ე მუხლის თანხმად, «საუწყებო» საბინაო ფონდის სახლებში საცხოვრებელ სადგომებს მოქალაქეებს აძლევენ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციისა და პროფკავშირის კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, რომელსაც ამტკიცებს სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული, სადაბო, სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი, ხოლო სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ გათვალისწინებულ შემთხვევაში – ადმინისტრაციისა და პროფკავშირის კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით შესასახლებლად საცხოვრებელი სადგომების მიცემის შესახებ სახალხო დეპუტატთა შესაბამისი საბჭო აღმასრულებელი კომიტეტისათვის შემდგომი შეტყობინებით. “...” მმს ¹2 ადმინისტრაციის პროფკომიტეტის 1993 წლის 31 მარტის საოქმო გადაწყვეტილება არ დამტკიცებულა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ, მაგრამ აღნიშნული მუხლი აწესრიგებდა საუწყებო ბინების გაცემის პროცედურას და ამგვარი დამტკიცების გარეშე განაწილების დოკუმენტს არ ექნებოდა იურიდიული ძალა მასში გამოხატული ნების ნამდვილობის თვალსაზრისით. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სსრ საბინაო კოდექსი. შესაბამისი რაიონის აღმასრულებელი ორგანოს მიერ საწარმოს ადმინისტრაციისა და პროფკომიტეტის გადაწყვეტილების დამტკიცება სავალდებულო იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ საწარმოს ადმინისტრაციისა და პროფკომიტეტის გადაწყვეტილება სამართლებრივ მნიშვნელობას ვერ შეიძენდა. ამავე კოდექსის 57-ე მუხლის თანხმად, “სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საბინაო ფონდი სახლებში საცხოვრებელი სადგომის მიცემის გადაწყვეტილების საფუძველზე სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული, სადაბო, სასოფლო საბჭო აღმასრულებელი კომიტეტის მოქალაქეს აძლევს ორდერს, რომელიც მიცემულ საცხოვრებელ სადგომში შესახლების ერთადერთი საფუძველია”.

Kკასატორის მითითებით, კანონმდებლობა ითვალისწინებს ორდერის გაცემის პროცედურას, რომელიც განსახილველ შემთვევაში დაცული არ იყო. კერძოდ, კანონმდებლობა ითვალისწინებდა, რომ საწარმო ადმინისტრაციის და პროფკომიტეტის გადაწყვეტილება წარედგინებოდა შესაბამისი რაიონის აღმასრულებელ კომიტეტს დასამტკიცებლად და ორდერის გასაცემად. კონკრეტულ შემთხვევაში, კი არ არსებობდა საწარმოს ადმინისტრაციისა და პროფკომიტეტის გადაწყვეტილება დამტკიცებული აღმასკომის მიერ და არ გამოცემულა შესაბამისი ორდერი, რომელიც წარმოადგენს კანონიერ სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მიიჩნია, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სასამართლო დაეთანხმა, რომ “...” მმს ¹2 ადმინისტრაციის პროფკომიტეტის 1993 წლის 31 მარტის საოქმო გადაწყვეტილება არაა დამტკიცებული შესაბამისი რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის მიერ, რაც იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით სავალდებულო იყო, თუმცა სასამართლომ, მიუხედავად ამ ფაქტისა, სამართლებრივი მნიშვნელობა მიანიჭა დოკუმენტს, რომელსაც თვით საქართველოს სსრ საბინაო კოდექსიც არ თვლიდა სამართლებრივი მნიშვნელობის მქონედ და უძრავ ქომებაზე რაიმე უფლების წარმოშობის საფუძვლად.

Aკასატორის მოსაზრებით ასევე უსაფუძვლოა სასამართლოს დასკვნა, რომ “...” მმს ¹2 ადმინისტრაციის პროფკომიტეტის 1993 წლის 31 მარტის საოქმო გადაწყვეტილება მიუთითებდა, რომ მხარე იყო ბინის კანონიერი მოსარგებლე, შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულებით წესით დადგენილი უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტს, ვინაიდან აღნიშნული დასკვნა ეწინააღმდეგება საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ბრძანებულების 4.1. და 2.1. «ე» მუხლებს. გარდა აღნიშნულისა, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის 372 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მიზნებისათვის “სარგებლობის” არსებობის აუცილებელი პირობაა არა მხოლოდ ის, რომ ფიზიკურ პირს გააჩნდეს დოკუმენტაცია საცხოვრებელ ფართობზე, არამედ იგი ფიზიკურადაც უნდა ფლობდეს და იყენებდეს არაპრივატიზებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ და არაიზოლირებულ) ფართობს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 14 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2010 წლის 24 თებერვლის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება; ზ. მ-იას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2008 წლის 10 დეკემბრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ქ. თბილისის მერიის 2009 წლის 22 აპრილის ¹359 განკარგულება და ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობას დაევალოს არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ზ. მ-იას მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 მოთხოვნები, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სასამართლომ განსახილველი დავა გადაწყვიტა არსებითად, მაშინ როცა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების საფუძველზე სრულყოფილად არ არის მოპოვებული და გამოკვლეული საქმის გარემოებებთან დაკავშირებული მტკიცებულებები, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე სამართლებრივი დასკვნის ჩამოყალიბება შეუძლებელია.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლომ სამართლებრივი შეფასება მისცა იმ სახის მტკიცებულებებს, რომლებიც სადავო აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს განხილვისა და შეფასების საგანი არ ყოფილა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლი, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოიცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი _ მოცემულ შემთხვევაში სადავოა უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალურ-სამართლებრივი ადმინისტრაციული აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი. იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა _ სახეზეა აქტის გამოცემა ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დავის საგანი _ ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2008 წლის 10 დეკემბრის წერილი წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის «დ» ქვეპუნქტით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რამდენადაც მითითებული ნორმის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ადმინისტარციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალებებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის თაობაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, რამდენადაც ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2008 წლის 10 დეკემბრის წერილით, ადმინისტრაციულმა ორგანომ განიხილა მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხი (საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულებით დამტკიცებული კანონიერი მოსარგებლისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის თანახმად სწორედ ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობა წარმოადგენს უფლებამოსილ ორგანოს განიხილოს და გადაწყვიტოს სადავო საკითხი) და მოსარჩელეს _ ზ. მ-იას უარი უთხრა მოთხოვნის (საკუთრების მოწმობის გაცემის თაობაზე) დაკმაყოფილებაზე.

საქმის მასალების მიხედვით, ზ. M-ია 1980 წლიდან მუშაობდა შპს «.» (ყოფილი «...»). «...» ... საცხოვრებელი კორპუსების დამაგრების შესახებ» თბილისის სახალხო დეპუტატთა აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის ¹06.16.157 გადაწყვეტილებით საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 29 აგვისტოს ¹30-70/92 გადაწყვეტილების მე-19 პუნქტისა და «...» თხოვნის შესაბამისად, «...» დაუმაგრდა ... მე-2 მიკრორაიონში საუწყებო ¹204 და 205 ბინები. «...» მმს ¹2 ადმინისტრაციის პროფკომიტეტის 1993 წლის 31 მარტის საოქმო გადაწვეტილებით, ზ. Mმ-იაზე განაწილდა თბილისში ... ¹204 კორპუსის 1-ლი სადარბაზოს მე-5 სართულზე არსებული 32.6 კვ.მ საცხოვრებელი ფართი. 2006 წლის 30 აგვისტოს თბილისში ... ¹204 კორპუსი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა შპს «...» საკუთრებად. შპს «...» დირექტორმა 2007 წლის 15 თებერვალს მიმართა საჯარო სამართლის იურიდიული პირი «საწარმოთა მართვის სააგენტოს» რათა ამ უკანასკნელს მიეცა თანხმობა შპს «....» საკუთრებაში რეგისტრირებული ბინები (მათ შორის, ¹204 კორპუსის განაწილებული ბინები) გადაცემულიყო საზოგადოების მუშა-მოსამსახურეების ინდივიდუალურ საკუთრებაში. საჯარო სამართლის იურიდიული პირის «საწარმოთა მართვის სააგენტოს» 2007 წლის 2 ნოემბრის ¹1-3/786 ბრძანების საფუძველზე ცვლილება იქნა შეტანილი შპს «...» საწესდებო კაპიტალში და მის ბალანსზე რიცხული ... ¹204 კორპუსი ამოირიცხა საწესდებო კაპიტალიდან.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 11 მარტის ¹1-1/296 ბრძანებისა და 2008 წლის 19 მარტის თბილისის ქონების მართვისა და პრივატიზების სამმართველოსა და ქ.თბილისის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე თბილისში ... ¹204 კორპუსი გადაეცა ადგილობრივი თვითმმართველ ერთეულს. 2008 წლის 24 ნოემბერს ზ. Mმ-იამ მიმართა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობას იმის თაობაზე, რომ გაცემულიყო საკუთრების მოწმობა ... ¹204 კორპუსი 1-ლი სადარბაზოს მე-5 სართულის ¹14 ოროთახიან სახლზე. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2008 წლის 10 დეკემბრის ¹მ-5856 წერილით ზ. Mმ-იას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ მან ვერ წარადგინა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საცხოვრებელი ბინის კანონიერად სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა). აღნიშნული წერილი ზ. Mმ-იამ გაასაჩივრა ქ. თბილისის მერთან, რომელმაც 2009 წლის 22 აპრილის ¹359 განკარგულებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.

საკასაციო სასამართლო საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულებით დამტკიცებული კანონიერი მოსარგებლისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის 1.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ აღნიშნული წესით რეგულირდება სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის ამ დებულების ამოქმედებამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოთ საკუთრებაში გადაცემის წესი და პირობები, ამ პროცესში წარმოშობილი ურთიერთობები და განისაზღვრება დებულებით გათვალისწინებული ურთიერთობების მხარეები და მათი უფლებები. ამავე წესის 1.2 მუხლის თანახმად, დებულების შესაბამისად ხორციელდება ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში არსებული არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.

საკასაციო სასამართლო საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულებით დამტკიცებული კანონიერი მოსარგებლისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის 2.1 «ე» პუნქტის საფუძცელზე განმარტავს, რომ კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ის უნდა ფლობდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ დოკუმენტს (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, ბინის ორდერს, საბინაო წიგნაკს და სხვა) და კანონიერად სარგებლობდეს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე. მოსარჩელეს _ ზ. Mმ-იას, საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემაზე უარი ეთქვა სწორედ იმ საფუძვლით, რომ მან ვერ წარადგინა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საცხოვრებელი ბინის კანონიერად სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა).

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა, კერძოდ ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიღო გადაწყვეტილება საკითხის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, რომ არ გამოუკვლევია მოსარჩელე ზ. მ-ია სარგებლობდა თუ არა სადავო ფართით, შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, მოიპოვოს მტკიცებულებები და იმსჯელოს ზ. მ-ია სარგებლობდა (სარგებლობს) თუ არა სადავო ფართით. ამასთან, საქმის მასალების მიხედვით, სადავო ფართზე ზ. მ-იას არ გააჩნია ორდერი, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს სადავო ფართზე არის თუ არა გაცემული ორდერი სხვა პირზე, არის თუ არა რეგისტრირებული სადავო ბინა ან მოსარჩელზე, ან სხვა პირზე, დღევანდელი მდგომარეობით სარგებლობს თუ არა სადავო ფართით ნებისმიერი სხვა პირი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, მიუხედავად იმ ფაქტობრივი გარემოებისა, რომ ზ. მ-იას არ გააჩნია სადავო ფართზე ბინის ორდერი, ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის ხელახალი განხილვისას შეფასება უნდა მისცეს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელეზე «...» მმს ¹2 ადმინისტრაციის პროფკომიტეტის 1993 წლის 31 მარტის საოქმო გადაწვეტილებით, განაწილდა თბილისში ... ¹204 კორპუსის 1-ლი სადარბაზოს მე-5 სართულზე არსებული 32.6 კვ.მ საცხოვრებელი ფართი. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იმსჯელოს, თუ რამდენად წარმოადგენს ბინის ორდერი სადავო ფართზე საკუთრების უფლების მოპოვების აუცილებელ საფუძველს და რამდენად აკმაყოფილებს ზ. Mმ-იაზე გაცემული აქტები საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულებით დამტკიცებული კანონიერი მოსარგებლისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესით დადგენილ პირობებს.

ამასთან, სსრ საბინაო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად საუწყებო საბინაო ფონდის სახლებში საცხოვრებელ სადგომებს მოქალაქეებს აძლევდდნენ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციისა და პროფკავშირის კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, რომელსაც ამტკიცებდა სახალხო დებუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული, სადაბო, სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი, ხოლო სსრ კაბშირის მინისტრთა საბჭოს მიერ გათვალისწინებულ შემთხვევებში _ ადმინისტრაციისა და პროფკავშირის კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით შესახლებულად საცხოვრებელი სადგომის მიცემის შესახებ სახალხო დებუტატთა შესაბამისი საბჭოს აღმასრულებლი კომიტეტისათვის შემდგომი შეტყობინებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადმინისტრაციულმა ორგანომ _ ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობამ საქმე განიხილა საქმის გარემოებების ობიექტური გამოკვლევის გარეშე, კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეფასებია «...» მმს ¹2 ადმინისტრაციის პროფკომიტეტის 1993 წლის 31 მარტის საოქმო გადაწვეტილება, რომლითაც ზ. Mმ-იაზე განაწილდა თბილისში ... ¹204 კორპუსის 1-ლი სადარბაზოს მე-5 სართულზე არსებული 32.6 კვ.მ საცხოვრებელი ფართი. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტის შეფასების შემდეგ, ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის ხელახალი განხილვისას უნდა გამოიტანოს დაკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არასებობის თაობაზე, კერძოდ, მითითებული გადაწყვეტილება რამდენად წარმოადგენს ზ. Mმ-იაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის საფუძველს, რამდენადაც «...» მმს ¹2 ადმინისტრაციის პროფკომიტეტმა 1993 წლის 31 მარტის საოქმო გადაწვეტილებით განიხილა მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხი და ზ. Mმ-იაზე განაწილდა სადავო საცხოვრელი ფართი. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე უნდა შეაფასოს ის გარემოება, რომ პროფკომიტეტის საოქმო გადაწყვეტილება არ დამტკიცებულა რაიონული საბჭოს აღმასრულებლი კომიტეტის მიერ, როგორც ეს გათვალისწინებულია სსრ საბინაო კოდექსის 53-ე მუხლით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო წარმოებისას ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 27 ივლისის ¹21.16.1024 დადგენილებით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის ... მე-2 მიკრორაიონში საუწყებო ¹204 და 205 კორპუსები) საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ» საქართველოს კანონის 23I და 28-ე მუხლების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 184-ე მუხლის შესაბამისად, განხორციელდა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების მიტოვება. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანომ საკითხის განხილვისას შეფასება უნდა მისცეს აღნიშნულ ფაქტს და გადაწყვეტილება მიიღოს მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60I.1. მუხლი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ერთ-ერთ საფუძვლად ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებით დარღვევას. ხოლო ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისას არ გამოიკვლია საქმის მასალები სრულყოფილად, შესაბამისად საქმის ხელახალი განხილვისას ადმინისტარციულმა ორგანომ, საკითხის ობიექტურად გადაწყვეტის მიზნით უნდა მოახდინოს მოწმეთა დაკითხვა, დაინტერესებულ მხარეთა მოსმენა, მტკიცებულებათა შეგროვება ან სხვა ნებისმიერი კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარება კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები არის წინააღმდეგობრივი, არასაკმარისი, რის გამოც საქმეზე დადგენილი ფაქტები ვერ იქნება მიჩნეული უტყუარად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60I მუხლის 1-ლი ნაწილის, მე-7 ნაწილის «ა» პუნქტისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ძალაში შესვლის მომენტიდან ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2008 წლის 10 დეკემბრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ქ. თბილისის მერიის 2009 წლის 22 აპრილის ¹359 განკარგულება (ზ. მალანიას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე) და დაევალოს ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობას, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზ. მ-იას მიმართ. ამასთან, მოპასუხეს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და ობიექტური შეფასების საფუძველზე.

ზემოაღნიშნული დასკვნიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს ასევე კანონსაწინააღმდეგოდ მიაჩნია ქ. თბილისის მერიის 2009 წლის 22 აპრილის ¹359 განკარგულება (ზ. მ-იას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე), რამდენადაც საჩივრის განხილვისას ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია, რომ ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2008 წლის 10 დეკემბრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად სახეზეა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური წინაპირობები, რომლითაც ზ. მ-იას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2010 წლის 24 თებერვლის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. ზ. Mმ-იას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2008 წლის 10 დეკემბრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ქ. თბილისის მერიის 2009 წლის 22 აპრილის ¹359 განკარგულება და დაევალოს ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობას, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზ. M-იას მიმართ;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.