ბს-582-561(კ-10) 6 ოქტომბერი, 2010წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. გ-იანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. გ-იანმა 10.10.05წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ა. გ-იანისა და მესამე პირების: ჭ. ლ-ურის, მ. კ-იას, მცხეთის ნოტარიუსის თ. კ-ძისა და მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოს გამგეობის მიმართ, რომლითაც მოპასუხე ა. გ-იანსა და მესამე პირებს მ. კ-იასა და ჭ. ლ-ურს შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და აწ. გარდაცვლილი ნ. გ-იანის დანაშთი ქონების ორ თანაბარ ნაწილად გაყოფა მოითხოვა.
ნ. გ-იანმა 06.03.06წ. დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის, მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს, ლ. ნ-ძის, ა. მ-შვილის, მ. კ-იას, მესამე პირების საგურამოს საკრებულოს გამგეობის, ა. გ-იანისა და ჭ. ლ-ურის მიმართ, რომლითაც მისი მამის სახელზე რიცხული მცხეთის რაიონის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლისა და 0,88 ჰა. ფართის მიწის ნაკვეთების მისი ძმის _ ნ. გ-იანის სახელზე აღრიცხვის შესახებ საჯარო რეესტრის ჩანაწრის, მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 17.08.05წ. ჩატარებული აუქციონის შედეგების ა. გ-იანის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთების ა. კ-იასა და ა. მ-შვილის სახელზე აღრიცხვის ნაწილში, მ. კ-იასა და ლ. ნ-ძეს შორის 19.10.05წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და აწ. გარდაცვლილ ნ. გ-იანის სამკვიდრო ქონებაზე _ მცხეთის რაიონის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელ სახლზე, 0,10 ჰა., 0,24 ჰა. და 0,54 ჰა. მიწის ნაკვეთების 1/2 წიზე მემკვიდრედ ცნობა მოითხოვა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.04.07წ. განჩინებით ნ. გ-იანის სარჩელში მესამე პირი საგურამოს საკრებულოს გამგეობა შეიცვალა უფლებამონაცვლით – მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობით.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.04.07წ. განჩინებით მოსარჩელე ნ. გ-იანის სარჩელში მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს, ლ. ნ-ძის, ა. მ-შვილის, მ. კ-იას, მესამე პირების მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ა. გ-იანის, ჭ. ლ-ურის მიმართ საჯარო რეესტრის ჩანაწერის, აუქციონის შედეგების, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, სასარჩელო მოთხოვნა – მოპასუხეების მ. კ-იას და ლ. ნ-ძის მიმართ, მესამე პირი ჭ. ლ-ურის მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის და სამკვიდრო ქონების მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე გამოეყო ცალკე წარმოებად და განსახილველად გადაეცა მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, ხოლო ნ. გ-იანის სასარჩელო მოთხოვნის მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს, მ. კ-იასა და ა. მ-შვილის მიმართ, მესამე პირების მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ა. გ-იანი, საჯარო რეესტრის ჩანაწერის და აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე დავის განხილვის ფორმად განისაზღვრა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესი.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.05.09წ. გადაწყვეტილებით ნ. გ-იანის სასარჩელო განცხადება მცხეთის რაიონის სოფ. ... მდებარე 0,1 ჰა და 0,54 ჰა მიწის ნაკვეთებზე ა. გ-იანის საკუთრების უფლების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხეთის სარეგისტრაციო სამსახურის სარეგისტრაციო ჩანაწერებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 17.08.05წ. განკარგულებების ბათილად ცნობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-იანმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.02.10წ. განჩინებით ნ. გ-იანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.05.09წ. გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.02.10წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-იანმა, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ-იანის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ნ. გ-იანის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. გ-იანის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.02.10წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. კასატორს – ნ. გ-იანს დაუბრუნდეს მის მიერ 18.06.109. ¹2 საგადასახადო დავალებით (საიდენტიფიკაციო კოდი ...) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 ლარის ოდენობით;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.