Facebook Twitter

ბს-583-562(კ-10) 21 ივლისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურისიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ე. წ-ურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2008 წლის 11 ივლისს მ. თ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქ. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 20 მაისის ¹148 ბრძანების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 14 მარტის ¹02/11-1389/281/თ გადაწყვეტილების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ქ. თბილისში, ... ქ. ¹... მდებარე უძრავი ნივთის გამო საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერის (ჩანაწერისა, რომლის საფუძველზეც 04.01.2008 წელს მომზადდა და 08.01.2008 წელს გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, განაცხადის რეგისტრაციის ¹012007189174-28/11/2007, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 01.10.13.027.005) ბათილად ცნობას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულებას თავი შეიკავოს ქმედების განხორცილელებისაგან, კერძოდ, ქ. თბილისში, ... ქ. ¹.... მდებარე 580 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე თანასაკუთრებისა და ამ მიწის ნაკვეთზე მდებარე საცხოვრებელი ბინის 4/18 ნაწილზე მ. თ-შვილის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისაგან და აღნიშნული უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათის ჩანაწერიდან თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 11 ივნისის გადაწყვეტილების ამოღებისაგან; მოპასუხე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულებას გამოსცეს ადმინისტრციულ-სამართლებრივი აქტი, კერძოდ, მიიღოს გადაწყვეტილება მოსარჩელეზე (მ. თ-შვილზე) ახალი ამონაწერის მომზადებისა და გაცემის თაობაზე, სადაც მოსარჩელე მითითებული იქნება მისი 4/18 წილის მესაკუთრედ, ქ. თბილისში, ... ქ. ¹... მდებარე მიწის ნაკვეთზე, ზომით 580 კვ.მ. და იქ არსებულ შენობა-ნაგებობებზე, რომლიც აშენებულია მოსარჩელის მიერ, ანუ აღდგენილ იქნეს ის მდგომარეობა საჯარო რეესტრის ჩანაწერის სააღრიცხვო ბარათზე, რაც იყო 2007 წლის 28 ნოემბრისათვის. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალოს მოსარჩელის სახელზე გასცეს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან უძრავ ქონებზე მდებარე ქ. თბილისში, .... ქ. ¹..., სადაც მოსარჩელე მითითებული იქნება აღნიშნულ მისამართზე მდებარე შენობა-ნაგებობების 4/18 ნაწილის თანამესაკუთრედ ანუ იმ მონაცემებით, რომელიც მოსარჩელეს ჰქონდა 2007 წლის 28 ნოემბერს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 4 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ე. წ-ური, თ. მ-შვილი და ქ. თბილისის მერია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით მ. თ-შვილის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 მაისის განჩინებით არ იქნა გაზიარებული მ. თ-შვილის სარჩელზე 2009 წლის 13 მაისის, 1 მაისის, 23 აპრილისა და 2009 წლის 24 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმების მიმართ მ. თ-შვილის მიერ 2009 წლის 25 მაისს წარმოდგენილი შენიშვნები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. თ-შვილმა.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 მაისის გადაწყვეტილების, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 მაისის განჩინების, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 4 ნოემბრის საოქმო განჩინების იმ ნაწილის, რომელითაც საქმეში მესამე პირებად ჩაერთნენ ქ. თბილისის მერია და ე. წ-ური და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 მაისის განკარგულების ბათილად ცნობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით მ. თ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის გადაწყვეტილების 1-ლი, მე-4, მე-5, მე-6, მე-7 პუნქტების შეცვლით ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. თ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მიწის მართვის დეპარტამენტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი 2001 წლის 04 მაისის ¹თ-173 წერილი; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თბილისში ... ქ. ¹20-ში მდებარე სახლთმფლობელობის 4/18 წილზე მ. თ-შვილის საკუთრებისა და ამავე მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთზე მ. თ-შვილის თანასაკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2008 წლის 20 მაისის ¹148 ბრძანებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 14 მარტის ¹02/11-1389/281/თ გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. წ-ურმა.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ედუარდ წიკლაურის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, ე. წ-ურის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ე. წ-ურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ე. წ-ურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ე. წ-ურის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად: ,,თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%”. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ე. წ-ურის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% (210 ლარი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. წ-ურს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. ე. წ-ურს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი. ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.