Facebook Twitter

ბს-58-57 (2კ-10) 10 მარტი, 2010 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მერიისა და მ. მ-შვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 სექტემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 3 აგვისტოს მ. მ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მერიის, მესამე პირების ი. ნ-ძისა და ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიმართ, ქ. თბილისის მერის 2007 წლის 19 ივნისის ¹191 განკარგულების ბათილად ცნობისა და მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1993 წლის ¹15.02.132 და 1995 წლის ¹24.691273 დადგენილებების არარად აღიარების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 სექტემბრის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება მ. მ-შვილის სარჩელისა გამო მოპასუხე ქ. თბილისის მერიის, მესამე პირების ი. ნ-ძისა და ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიმართ ქ. თბილისის მერის 2007 წლის 19 ივნისის ¹191 განკარგულების ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების დავალდებულების თაობაზე დაუშვებლობის მოტივით.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. მ-შვილმა.

კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 სექტემბრის განჩინების გაუქმებასა და საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 მარტის განჩინებით მ. მ-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 სექტემბრის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 12 ივნისის საოქმო განჩინებით მესამე პირად მითითებული ი. ნ-ძე შეიცვალა ამხანაგობა ,,...ით” და ამავე განჩინებით ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახური და ამხანაგობა ,,...” საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლით.

2008 წლის 7 აგვისტოს მ. მ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურისა და მესამე პირის ვ. ნ-ძის მიმართ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 19 მაისის ¹335 ბრძანებისა და ქ. თბილისის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის მთავარი სამმართველოს 2005 წლის 19 აპრილს გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმის ბათილად ცნობის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 12 დეკემბრის საოქმო განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა ადმინისტრაციული საქმე მ. მ-შვილის სარჩელისა გამო ქ. თბილისის მერიისა და მესამე პირის ამხანაგობა ,,...” და ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიმართ ქ. თბილისის მერიის 2007 წლის 19 ივნისის ¹191 განკარგულების ბათილად ცნობის, ქ. თბილისის მერიის დავალდებულების თაობაზე გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1993 წლის ¹15.02.132 და 1995 წლის ¹24.691273 დადგენილების არარად აღიარების თაობაზე და ადმინისტრაციული საქმე მ. მ-შვილის სარჩელისა გამო ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურისა და მესამე პირის ამხანაგობა ,,...ის” მიმართ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 19 მაისის ¹335 ბრძანების, ქ. თბილისის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის მთავარი სამმართველოს 2005 წლის 19 აპრილის ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 იანვრის საოქმო განჩინებით თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახური.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით მ. მ-შვილის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 19 მაისის ¹35 ბრძანება და ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს დაევალა შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ხოლო ქ. თბილისის მერიის 2007 წლის 19 ივნისის ¹191 განკარგულების ბათილად ცნობასა და ქ. თბილისის მერიისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულებაზე სარჩელს ეთქვა უარი.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. მ-შვილმა და ქ. თბილისის მერიამ.

აპელანტი – მ. მ-შვილი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილებას.

მეორე აპელანტი - ქ. თბილისის მერია სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 აპრილის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 სექტემბრის განჩინებით მ. მ-შვილისა და ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-შვილმა და ქ. თბილისის მერიამ.

კასატორი – ქ. თბილისის მერია საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 სექტემბრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

მეორე კასატორი – მ. მ-შვილი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 სექტემბრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი, ხოლო 12 თებერვლის განჩინებით მ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ქ. თბილისის მერიისა და მ. მ-შვილის საკასაციო საჩივრებს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ქ. თბილისის მერიისა და მ. მ-შვილის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ქ. თბილისის მერიისა და მ. მ-შვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვათ განსახილველად დაშვებაზე.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად: ,,თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%”. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ მ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% (210 ლარი).”

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მერიასა და მ. მ-შვილს უარი ეთქვათ საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვებაზე;

2. მ. მ-შვილს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი, ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.