¹ბს-58-57(2კ-11) 13 აპრილი, 2011წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნ. მ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. მ-იმ 20.05.10წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოპასუხისათვის სახელფასო დავალიანების – 1988,07 ლარის, ასევე ხელფასის მიუღებლობის გამო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,07%-ისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯების – 500 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.07.10წ. გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა _ 1998 წლის სექტემბრის თვის ხელფასის 119,09 (ასცხრამეტი ლარი და ცხრა თეთრი) ლარის, ოქტომბრის თვის ხელფასის 131,24 (ასოცდათერთმეტი ლარი და ოცდაოთხი თეთრი) ლარის, 1998 წლის მე-11 თვის ხელფასის 52,97 (ორმოცდათორმეტი ლარი და ოთხმოცდაშვიდმეტი თეთრი) ლარის, პროცენტული დანამატის 5,29 (ხუთი ლარი და ოცდაცხრა თეთრი) ლარის, 1999 წლის მე-6 თვის ხელფასი 44,75 (ორმოცდაოთხი ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის, პროცენტული დანამატის 4,47 (ოთხი ლარი და ორმოცდაშვიდი თეთრი) ლარის, 1999 წლის მე-7 თვის ხელფასი 44,73 (ორმოცდაოთხი ლარი და სამოცდაცამეტი თეთრი) ლარის, პროცენტული დანამატის 4,47 (ოთხი ლარი და ორმოცდაშვიდი თეთრი) ლარის, 1999 წლის მე-8 თვის 44,75 (ორმოცდაოთხი ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის, პროცენტული დანამატის 38,08 (ოცდათვრამეტი ლარი და რვა თეთრი) ლარის, 1999 წლის მე-9 თვის ხელფასის 44,75 (ორმოცდაოთხი ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის, პროცენტული დანამატის 11,18 (თერთმეტი ლარი და თვრამეტი თეთრი) ლარის, 1999 წლის მე-10 თვის ხელფასი 44,75 (ორმოცდაოთხი ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის პროცენტული დანამატის 4,47 (ოთხი ლარი და ორმოცდაშვიდი თეთრი) ლარის, 1999 წლის მე-11 თვის ხელფასი 44,75 (ორმოცდაოთხი ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის, პროცენტული დანამატის 4,47 (ოთხი ლარი და ორმოცდაშვიდი თეთრი) ლარის, 2000 წლის მე-4 თვის ხელფასი 44,75 (ორმოცდაოთხი ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის, პროცენტული დანამატის 11,18 (თერთმეტი ლარი და თვრამეტი თეთრი) ლარის, 2000 წლის მე-5 თვის ხელფასი 44,75 (ორმოცდაოთხი ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის პროცენტული დანამატის 11,18 (თერთმეტი ლარი და თვარამეტი თეთრი) ლარის, 2000 წლის მე-6 თვის ხელფასი 44,75 (ორმოცდაოთხი ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის პროცენტული დანამატის 11,18 (თერთმეტი ლარი და თვარამეტი თეთრი) ლარის ანაზღაურება, მოსარჩელეს ნ. მ-ის 1998-2000 წლების, კერძოდ; 1998 წლის სექტემბრის თვის კვების 59,00 ლარის, ოქტომბრის თვის კვების 59,00 ლარის, ნოემბრის თვის კვების 59,00 ლარის, 1998 წლის მე-11 თვის კვების 59,00 ლარის, მე-12 თვის კვების 59,00 ლარის, 1999 წლის მე-6 თვის კვების 59,00 ლარის, მე-7 თვის კვების 59,00 ლარის, მე-8 თვის კვების 59,00 ლარის, მე-9 თვის კვების 59,00 ლარის, მე-10 თვის კვების 59,00 ლარის, მე-11 თვის კვების 59,00 ლარის, 2000 წლის მე-4 თვის კვების 59,00 ლარის მე-5 თვის კვების 59,00 ლარის, მე-6 თვის 59,00 ლარის, მე-10 თვის 59,00 ლარის, კვების კომპესაციის, 1998 წლის მე-12 თვის ფულადი ჯილდოს 44,75 ლარის, 1998 წლის მატერიალური დახმარების 44,75 ლარის, 1999 წლის მე-6 თვის ფულადი ჯილდოს 44,75 ლარის, 1999 წლის მე-7 თვის ფულადი ჯილდოს 44,75 ლარის, 1999 წლის მე-9 თვის ფულადი ჯილდოს 45,37 ლარის, 1999 წლის მე-11 თვის ფულადი ჯილდოს 44,75 ლარის, 1999 წლის მე-6 თვის სამივლინებო თანხის 22,00 ლარის, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 0,07%-ის, ასევე საადვოკატო მომსახურების თანხის 500 (ხუთასი) ლარის დაკისრების თაობაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და ნ. მ-იმ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.10წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნ. მ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.07.10წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს 1998 წლის მე-12 თვის ფულადი ჯილდოს 44,75 ლარის, 1998 წლის მატერიალური დახმარების 44,75 ლარის, 1999 წლის მე-6 თვის ფულადი ჯილდოს 44,75 ლარის, 1999 წლის მე-7 თვის ფულადი ჯილდოს 44,75 ლარის, 1999 წლის მე-9 თვის ფულადი ჯილდოს 45,37 ლარის, 1999 წლის მე-11 თვის ფულადი ჯილდოს 44,75 ლარის დაკისრებაზე ეთქვა უარი და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელის მოთხოვნა 1998-2000 წლების ჯილდოსა და მატერიალური დახმარების მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.10წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და ნ. მ-იმ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნ. მ-ის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნ. მ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნ. მ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.10წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.