საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-587-566 (კ-10) 15 სექტემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ი. ქ-ძისა და დ. ო-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.12.09წ. განჩინებაზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.05.2010წ. განჩინებით ი. ქ-ძესა და დ. ო-ძეს ხარვეზის შესავსებად მიეცა ვადა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე. აღნიშნული განჩინება კასატორების წარმომადგენელს ა. ბ-აიას ჩაბარდა 10.06.2010წ. კასატორების წარმომადგენელმა ა. ბ-აიამ 21.06.2010წ. შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისი 64-ე მუხლის შესაბამისად მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.07.2010წ. განჩინებით გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.05.2010წ. განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა. ი. ქ-ძესა და დ. ო-ძეს მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში დაევალა ხარვეზის შევსება, კერძოდ, უზენაეს სასამართლოში უნდა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის გადახდის ქვითარი. ი. ქ-ძესა და დ. ო-ძეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ 05.07.2010წ. განჩინება 20.08.2010წ. ჩაჰბარდათ. ი. ქ-ძემ და დ. ო-ძემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორეს, რაც მათი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ქ-ძისა და დ. ო-ძის საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.