Facebook Twitter

¹ბს-615-610(კ-11) 30 ივნისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. გ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 28 მაისს ლ. გ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 13 აპრილის ¹882009099292-03 და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, მოპასუხეებისათვის ქ. თბილისში, ... გამზ. მე-6 კვ. კორპუს მე-5, ბინა ¹63-ში მდებარე კოოპერატიულ ბინაზე რეგისტრაცია, ასევე, ბინის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და კანონიერი მესაკუთრისათვის, კერძოდ, ლ. გ-შვილისათვის დაბრუნების დავალება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, გ. გ-შვილმა მისი თანხმობის გარეშე მოახდინა იმ ბინის პრივატიზაცია, რომელშიც ერთად იყვნენ ჩაწერილები, რაც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი 1993 წლის 31 მარტის პრივატიზაციის ხელშეკრულება ქ. თბილისში, ... გამზ. მე-6 კვარტალი, მე-5 კორპუსი ¹63-ში მდებარე კოოპერატიულ ბინის გ. გ-შვილზე გადაცემასთან დაკავშიებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 19 ივნისის განჩინებით ლ. გ-შვილის სარჩელი ბინის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და კანონიერი მესაკუთრისათვის დაბრუნების ნაწილში განსჯადობის წესების დაცვით გადაეგზავნა უფლებამოსილ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 3 ივლისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ა. უ-შვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. გ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2010 წლის 5 თებერვალს ლ. გ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 26 იანვრის ¹16570 გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 3 თებერვლის ¹26482 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ შუამდგომლობით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, მოპასუხე – თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის უძრავ ნივთზე, მდებარე – ქ. თბილისი, ... გამზირი მე-6 კვარტალი, კორპ. 5, ბინა ¹63-ზე სარეგისტრაციო მოქმედების განხორციელების აკრძალვა მოითხოვა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ საცხოვრებელი სახლის გასხვისების შემდეგ ახალი შემძენი იქნება კეთილსინდისიერი, რის გამოც შეუძლებელი გახდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 5 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა ლ. გ-შვილის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს ქ. თბილისი, ... გამზირი მე-6 კვარტალი, კორპუსი 5, ბინა ¹63 (საკადასტრო კოდი ...) მდებარე უძრავ ქონებაზე სარეგისტრაციო წარმოება აეკრძალა, სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 4 მარტის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება თ. უ-შვილი.

2010 წლის 25 თებერვალს ლ. გ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 26 იანვრის ¹882010454246-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 მარტის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საქმე ¹3/314-10 მოსარჩელე ლ. გ-შვილი, მოპასუხე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და თბილისის სარეგისტრაციო სამსახური, დავის საგანი – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, გაუერთიანდა ადმინისტრაციულ საქმე ¹3/806-10, სადაც მოსარჩელეა ლ. გ-შვილი, მოპასუხე – თბილისის სარეგისტრაციო სამსახური, დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; გაერთიანებულ საქმეს მიენიჭა ნომერი – 3/314-10.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 14 მაისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “...”.

მოსარჩელის განმარტებით, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა 2010 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილებით რეგისტრაციაში გაატარა ლ. გ-შვილის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, მდებარე – ქ. თბილისი, ... გამზირი 104, მე-6 კვარტალი, კორპუსი 5ა, ბინა ¹64. მოსარჩელის მითითებით, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა 2010 წლის 26 იანვარს დილის 9.49 საათზე გაასწორა “ვითომ ხარვეზი” და თ. უ-შვილს, რომელსაც ამ დღემდე მხოლოდ ¹63 ბინა ჰქონდა დარეგისტრირებული, ხარვეზის გასწორების საფუძვლით, დაურეგისტრირა ¹63-64 ბინები, მას კი წაართვა საკუთრება ¹64 ბინაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ¹64 ბინაზე თ. უ-შვილის საკუთრება მანამდე არასოდეს ყოფილა რეგისტრირებული. თავდაპირველად ორივე ბინა რეგისტრირებული იყო მოსარჩელის მამაზე და მათგან ერთ-ერთი დაიტვირთა იპოთეკით, მეორე – არა, ამიტომ მეორე ბინაზე ავტომატურად იძულების ღონისძიება ვერ გადავიდოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. გ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ლ. გ-შვილის სარჩელთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 5 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქ. თბილისში, ... გამზირი მე-6 კვარტალი, კორპუსი 5, ბინა ¹63 (¹ ...) მდებარე უძრავ ქონებაზე სარეგისტრაციო წარმოების აკრძალვის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. გ-შვილმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 თებერვლის განჩინებით ლ. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის პალატის 2011 წლის 10 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. გ-შვილმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, თ. გ-შვილს ლ. გ-შვილის საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ლ. გ-შვილის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 თებერვლის განჩინება;

3. თ. გ-შვილს დაუბრუნდეს მის მიერ ლ. გ-შვილის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.