Facebook Twitter

¹ბს-621-207 (კ-05) 9 ივნისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ვ. ვ-უას სარჩელის განუხილველად დატოვების საკითხი.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 07.10.05 წ. განჩინებით ვ. ვ-უას საკასაციო საჩივარზე შეჩერდა საქმის წარმოება ვ. ვ-უას გარდაცვალების გამო მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 28.04.11 წ. ¹16/21-1694 წერილის თანახმად, ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში ძიების შედეგად აღმოჩნდა ერთი ჩანაწერი, კერძოდ 29.07.05 წ. (რეესტრის ¹2-27) სამკვიდრო მოწმობით გარდაცვლილი ვ. ვ-უას დანაშთი ქონება მიღებული აქვს ზ. ჭ-იას. წერილზე თანდართული სამკვიდრო მოწმობით დგინდება, რომ ზ. ჭ-ია არის ვ. ვ-უას შვილი _ პირველი რიგის მემკვიდრე და მან საკუთრებაში მიიღო დედის დანაშთი ქონება. ზ. ჭ-იას მიერ სასამართლოს კანცელარიის მეშვეობით 06.06.11 წ. წარმოდგენილი იქნა წერილი (რეგ. ¹ბ-1361-11), რომლის თანახმად მას, როგორც ვ. ვ-უას მემკვიდრეს არ სურს განსახილველ საქმეში უფლებამონაცვლედ ჩართვა და არ გააჩნია დავის მიმართ არანაირი ინტერესი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ “საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” საქართველოს 15.12.10 წ. კანონით ამავე კოდექსის 281-ე მუხლის (საქმის წარმოების შეჩერების ვადები) “ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, კერძოდ, საქმის წარმოება შეჩერდება ამ კოდექსის 279-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება. ასევე განუხილველად დარჩება მოსარჩელის მიერ შეტანილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები. მოპასუხის გარდაცვალების შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია ერთწლიანი ვადის გასვლამდე მიუთითოს მოპასუხის უფლებამონაცვლე პირი (პირი, რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო, უმკვიდრო ქონების შემთხვევაში – სახელმწიფო ან შესაბამისი ორგანიზაცია ან სხვა უფლებამონაცვლე). თუ აღმოჩნდება, რომ სამკვიდრო ქონება არ არსებობს, საქმის წარმოება შეწყდება. მოსარჩელის დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია გააგრძელოს ერთწლიანი ვადა არა უმეტეს 6 თვით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღარ არის უფლებამოსილი, “საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” საქართველოს 15.12.10 წ. კანონის ამოქმედების გამო, ამ შემთხვევაში ერთYწელზე მეტი ვადით შეაჩეროს საქმის წარმოება, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე _ ვ. ვ-უას მემკვიდრეს არ სურს საქმეში უფლებამონაცვლედ ჩართვა და დავის მიმართ არ გააჩნია არანირი ინტერესი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვ. ვ-უას საკასაციო საჩივარი საქმეზე, აღძრული ვ. ვ-უას სარჩელსა გამო მოპასუხეების _ იმერეთის რეგიონალური არქმშენინსპექციის, გ. ა-იანის, მესამე პირების _ ქ. ქუთაისის მერიის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულებისა და თანხის დაკისრების თაობაზე, განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე მუხლებით, 281-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. ვ-უას საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნეს დატოვებული.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.