საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-626-604(კ-10) 5 ივლისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა გ. ხ-შის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ივნისის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარეების _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და მ. ო-ძის მიმართ.
2009 წლის 6 აპრილს მ. ო-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ გ. ხ-შისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და გ. ხ-შის სახელზე გაცემული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 21 დეკემბრის ¹1781 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში განხორციელებული ჩანაწერის გაუქმება მოითხოვა.
2009 წლის 29 აპრილს გ. ხ-შმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ მ. ო-ძისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მ. ო-ძის სახელზე გაცემული 2007 წლის 26 დეკემბრის ¹3323 საკუთრების უფლების მოწმობისა და აღნიშნულთან დაკავშირებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებული საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 18 სექტემბრის განჩინებით მ. ო-ძისა და გ. ხ-შის სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 28 სექტემბრის სხდომაზე მოსარჩელე მ. ო-ძემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმების ნაწილში.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. ხ-შის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მ. ო-ძის სახელზე გაცემული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 26 დეკემბრის ¹3323 საკუთრების უფლების მოწმობა, ბათილად იქნა ცნობილი მისი გაცემის საფუძველიც _ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 26 დეკემბრის ¹13 გადაწყვეტილება მ. ო-ძის ნაწილში; მ. ო-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი გ. ხ-შის სახელზე გაცემული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 21 დეკემბრის ¹1781 საკუთრების უფლების მოწმობა, ბათილად იქნა ცნობილი მისი გაცემის საფუძველიც _ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 21 დეკემბრის ¹9 გადაწყვეტილება გ. ხ-შის ნაწილში.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება მ. ო-ძის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ხ-შმა, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მ. ო-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინსიტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 იანვრის განჩინებით გ. ხ-შის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ხ-შმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მ. ო-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2010 წლის 20 მაისის განჩინებით მიიჩნია, რომ გ. ხ-შის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. ამდენად, საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ხარვეზად და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 მაისის განჩინებით გ. ხ-შს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 მაისის განჩინების შემცველი გზავნილი გ. ხ-შს ჩაბარდა 2010 წლის 5 ივნისს. შესაბამისად, კასატორს ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადა ამოეწურა 2010 წლის 15 ივნისს. გ. ხ-შმა მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო 2010 წლის 20 მაისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მიუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება გ. ხ-შის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს გ. ხ-შის საკასაციო საჩივარი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.