Facebook Twitter

ბს-634-612(კ-10) 30 ივნისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 7 თებერვალს მ. ფ-ძემ, გ. მ-შვილმა, ზ. ქ-ძემ, ო. ს-ძემ, ა. უ-ავამ და ი. მ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებით ითხოვდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაკისრებოდა მ. ფ-ძის სასარგებლოდ 1998-2000 წლებში მიუღებელი ხელფასის _ 137 ლარის, ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების _ 1250 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის – 2000 ლარის, გ. მ-შვილის სასარგებლოდ 1998-2000 წლებში მიუღებელი ხელფასის _ 150 ლარის, ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების _ 1250 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის – 2000 ლარის, ზ. ქ-ძის სასარგებლოდ 1998-2000 წლებში მიუღებელი ხელფასის _ 422,30 ლარისა და ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების _ 2240 ლარისა და 2001-2003 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის – 1050,02 ლარის, სულ – 3712,32 ლარის, ო. ს-ძის სასარგებლოდ სანივთე ქონების კომპენსაციისა და ერთჯერადი გასასვლელი დახმარების – 2080 ლარის, ა. უ-ავას სასარგებლოდ ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარებისა და სანივთე ქონების კომპენსაციის – 1150 ლარისა და ი. მ-შვილის სასარგებლოდ სანივთე ქონების კომპენსაციისა და ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების ანაზღაურება.

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეებმა შეამცირეს სასარჩელო მოთხოვნა სანივთე და კვების კომპენსაციის ნაწილში და საბოლოოდ მოითხოვეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაკისრებოდა მ. ფ-ძის სასარგებლოდ 1998-2000 წლებში მიუღებელი ხელფასის _ 137 ლარისა და ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების _ 1250 ლარის, გ. მ-შვილის სასარგებლოდ 1998-2000 წლებში მიუღებელი ხელფასის _ 150 ლარისა და ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების _ 1250 ლარის, ზ. ქ-ძის სასარგებლოდ 1998-2000 წლებში მიუღებელი ხელფასის _ 422,30 ლარისა და ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების _ 2240 ლარის, ო. ს-ძის სასარგებლოდ ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების _ 1560 ლარის, ალექსანდრე უჩავას სასარგებლოდ ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების _ 1150 ლარის, ხოლო ი. მ-შვილისათვის ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების _ 1150 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების მ. ფ-ძის, გ. მ-შვილის, ზ. ქ-ძის, ო. ს-ძის, ა. უ-ავასა და ი. მ-შვილის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მ. ფ-ძის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების - 39,80 ლარისა და ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების - 2000 ლარის, გ. მ-შვილის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების ­_ 150 ლარისა და ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების - 1250 ლარის, ზ. ქ-ძის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების - 181,51 ლარისა და ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების - 2240 ლარის, ო. ს-ძის სასარგებლოდ ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების _ 1560 ლარის, ხოლო ი. მ- შვილის სასარგებლოდ ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების _ 1150 ლარის ანაზღაურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 სექტემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეების _ მ. F-ძის, გ. მ-შვილის, ზ. ქ-ძის, ო. ს-ძის, ი. მ-შვილის, ა. U-ავას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მ. ფ-ძისათვის ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების _ 2000 ლარის, ზ. ქ-ძისათვის _ 2240 ლარის, ო. ს-ძისათვის _ 1560 ლარის, ა. უ-ავასათვის _ 1150 ლარის, ი. მ-შვილისათვის _ 1150 ლარის ანაზღაურება, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მ. F-ძის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 39,80 ლარის, გ. მ-შვილის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 150 ლარისა და ზ. ქ-ძის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 181,51 ლარის დაკისრების ნაწილში დარჩა უცვლელად.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმყოფილებაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 მაისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.