ბს-642-637(კ-11) 20 მაისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა სს “.....” საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.12.10 წ. გადაწყვეტილებით სს “....” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოცემულ საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს 06.10.05 წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და სსიპ შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონული ცენტრის (რუსთავის საგადასახადო ინსპექცია) განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დადგინდა საბიუჯეტო დავლიანების დაფარვის მიზნით გადასახადის გადამხდელის სს ,,....” დაყადაღებული ქონების ღია აუქციონის წესით რეალიზება არსებული საბიუჯეტო დავალიანების ფარგლებში. აუქციონის ჩატარება დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ _ შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონულ ცენტრს.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “....”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.11 წ. განჩინებით კასატორს სს “....” დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე ბაჟის – 689,45 ლარის გადახდის ქვითარი ან უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ მის მიერ სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას. აღნიშნული განჩინების კასატორისათვის ჩაბარების შესახებ უზენაეს სასამართლოში შემოსული დასტურიდან ირკვევა, რომ კასატორს ხსენებული განჩინება 28.04.11 წ. ჩაბარდა. კასატორს განჩინებით დადგენილ ვადაში სასამართლოსთვის არ მოუმართავს, რაც მის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სს “....” საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს “....” საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.