¹ბს-653-647 (კ-11) 29 ივნისი 2011წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 14.12.09წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ს. ნ-შვილის მიმართ, რომლითაც 01.04.08წ. ¹16 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 2008 წლის VI კვარტლისათვის გადასახდელი ნარჩენი ღირებულების 14140,25 ლარის და პირგასამტეხლოს 36462,08 ლარის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
გორის რაიონული სასამართლოს 16.03.10წ. გადაწყვეტილებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ს. ნ-შვილს მოსარჩელე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით გადასახდელად დაეკისრა 5000 (ხუთი ათასი) ლარი, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ს. ნ-შვილზე პირგასამტეხლოს სახით სარჩელის მოთხოვნილი 36462,08 ლარიდან 31462,08 ლარის, აგრეთვე ნარჩენი ღირებულების – 14140,25 ლარის გადასახდელად დაკისრებაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.05.10წ. განჩინებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გორის რაიონული სასამართლოს 16.03.10წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწიულობრივ, მოპასუხე ს. ნ-შვილს მოსარჩელე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 36 462,08 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.05.10წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ს. ნ-შვილისათვის 14 140.25 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნას ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილსის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.05.10წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2.საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.