Facebook Twitter

ბს-668-646(კ-10) 10 ნოემბერი, 2010წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ჯ. ა-ძისა და მ. ნ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჯ. ა-ძემ და მ. ნ-ძემ 04.08.09წ. სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე აჭარის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, რომლითაც ქ. ბათუმში ... ქ. ¹12-ში მდებარე ქონებასთან დაკავშირებით ჩატარებული აუქციონის შედეგების და ქონების ნატურით გადაცემის შესახებ ბათუმის სააღსრულებო ბიუროს 28.04.04წ. განკარგულების გაუქმება მოითხოვეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.10.09წ. საოქმო განჩინებით ჯ. ა-ძისა და მ. ნ-ძის სარჩელის გამო აჭარის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, აუქციონის შედეგებისა და ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულების გაუქმების თაობაზე დაწყებულ დავაში მესამე პირად იქნა ჩაბმული სს “...”.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.11.09წ. გადაწყვეტილებით ჯ. ა-ძისა და მ. ნ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა მთლიანად, გაუქმდა ქ. ბათუმში ... ქ. ¹12-ში მდებარე ქონებასთან დაკავშირებით ბათუმის სააღსრულებო ბიუროს მიერ ჩატარებლი აუქციონის შედეგები და ამავე სააღსრულებო ბიუროს 28.04.04წ. ქონების ნატურით გადაცემის განკარგულება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “...”.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.03.10წ. გადაწყვეტილებით სს “...” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 02.11.09წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ჯ. ა-ძისა და მ. ნ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.03.10წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ჯ. ა-ძემ და მ. ნ-ძემ, რომლებმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და მათი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. ა-ძის და მ. ნ-ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ჯ. ა-ძის და მ. ნ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჯ. ა-ძის და მ. ნ-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.03.10წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორს – მ. ნ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ 23.07.10წ. ¹5009722051 საგადასახადო დავალებით (საიდენტიფიკაციო კოდი ...) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 ლარის ოდენობით;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.