ბს-672-650(2კ-10) 5 ივლისი, 2010წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს “...” და შპს “...” საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს “...” 2007 წლის 15 აპრილს სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე შპს “...” მიმართ, რომლითაც ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.
შპს “...” 2007 წლის 1 ივნისს დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების შპს “...”, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ამავე სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ, რომლითაც მოპასუხეებისათვის სოლიდარულად ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს “...” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს “...” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 52194,29 ლარის გადახდა, მასვე დაეკისრა ადვოკატების მომსახურების თანხის 2000 ლარის და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1763,23 ლარის ანაზღაურება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შპს “...” გაასაჩივრა სააპელაციო წესით და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შპს “...” გაასაჩივრა სააპელაციო წესით და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის “...” წარმომადგენელმა განმარტა, რომ საზოგადოებამ შეიცვალა სახელი და ამჟამად რეგისტრირებულია, როგორც შპს “...”. ამავე სხდომაზე საქმეში არასათანადო მოპასუხე შემოსავლების სამსახური შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მარტის განჩინებით შპს “...” და შპს “...” სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “...” და შპს “...” საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს “...” და შპს “...” საკასაციო საჩივრები საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრების განხილვაზე.
ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე შპს “...” 2010 წლის 10 ივნისს გადახდილი აქვს საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი _ 2323,83 (ორიათას სამას ოცდასამი ლარი და ოთხმოცდასამი თეთრი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს 2323,83 (ორიათას სამას ოცდასამი ლარი და ოთხმოცდასამი თეთრი) ლარის 70% _ 1626,68 (ათას ექვსას ოცდაექვსი ლარი და სამოცდარვა თეთრი) ლარი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე შპს “...” 2010 წლის 8 ივნისს გადახდილი აქვს საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი _ 2800 (ორიათას რვაასი ლარი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს 2800 (ორიათას რვაასი ლარი) ლარის 70% _ 1960 (ათას ცხრაას სამოცი ლარი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “...” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. შპს “...” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
3. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მარტის განჩინება;
4. შპს “...” დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2323,83 (ორიათას სამას ოცდასამი ლარი და ოთხმოცდასამი თეთრი) ლარის 70% _ 1626,68 (ათას ექვსას ოცდაექვსი ლარი და სამოცდარვა თეთრი) ლარი.
5. შპს “...” დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2800 (ორიათას რვაასი ლარი) ლარის 70% _ 1960 (ათას ცხრაას სამოცი ლარი) ლარი.
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.