Facebook Twitter
ბს-675-653(კ-10) 24 იანვარი, 2011 წელი

ბს-675-653(კ-10) 24 იანვარი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ნ. Mმ-შვილის განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე.

საკასაციო სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წარმოებაში იყო ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-675-653(კ-10), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრისა გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარის – ნ. Mმ-შვილის მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.

2011 წლის 21 იანვარს ნ. Mმ-შვილმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ნ. Mმ-შვილის განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. Mმ-შვილის განცხადება სააღსულებო ფურცლის გაცემის თაობაზე განსჯადობის მიხედვით ასკ-ის 26.1 მუხლის საფუძველზე უნდა გადაეგზავნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ივნისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 31 მარტის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. Mმ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა ნ. Mმ-შვილის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების – 215,69 ლარის ანაზღაურება, ხოლო სარჩელი კვების კომპენსაციის, ჯილდოს და მატერიალური დახმარების ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 267-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების აღსრულება დასაშვებია, მხოლოდ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ხოლო ამავე კოდექსის 264-ე მუხლის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის: ა)გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება; ბ) სააპელაციო წესით გააჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული; გ) სააპელაციო სასამართლოს განჩინების კნონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა; დ) თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარეები წერილობითი ფორმით განაცხადებენ უარს მის სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება), თუ იგი არ გასაჩივრებულა, კანონიერ ძალაში შედის მისი საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო თუ იყო გასაჩივრებული – საკასაციო წესით საქმის განხილვის შემდეგ, თუკი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) არ გაუქმებულა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის ასევე თუ გადაწყვეტილების (განჩინების) გამოცხადების შემდეგ მხარეები წერილობითი ფორმით განაცხადებენ უარს მის საკასაციო წესით გასაჩივრებაზე.

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის მე-2 მუხლის ,,ა» პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება კერძო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, ხოლო მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კი სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას.

ზემოაღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, ვინაიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და ნ. Mმ-შვილის სარჩელზე არსებითი გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგია და სააღსრულებო ფურცლის გაცემა ხდება იმ სასამართლოს მიერ, რომელმაც საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. Mმ-შვილის განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა გადაეგზავნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, როგორც განცხადების განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26.1, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 267-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ. მ-შვილის განცახდება სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა გადაეგზავნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.