Facebook Twitter

ბს-681-659(2კ-10) 8 ივლისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს “...” და სსიპ შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 21 აპრილს შპს “...” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის მიმართ.

მოსარჩელემ მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2003 წლის 17 დეკემბრის შუალედური აქტის, 2003 წლის 30 დეკემბრისა და 2004 წლის 5 იანვრის აქტების და შესაბამისი შეტყობინებების ჯარიმის თანხის _ 597 204 ლარის “...” დარიცხვის ნაწილში; 2003 წლის 17 დეკემბრის შუალედური აქტის, 2003 წლის 30 დეკემბრისა და 2004 წლის 5 იანვრის აქტების და შესაბამისი შეტყობინებების სს “...” დაკავშირებით მოსარჩელისათვის 115 647 ლარის დარიცხვის ნაწილში; 2003 წლის 30 დეკემბრის აქტის და შესაბამისი შეტყობინების “...” 2 766 440 ლარის მოგების გადასახადის დარიცხვის ნაწილში და სს “...” დაკავშირებით 2004 წლის 8 იანვრის აქტის და შესაბამისი შეტყობინების “...” 121 382 ლარის დამატებით დარიცხვის ნაწილში ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს “...” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 30 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის 2004 წლის 8 იანვრის აქტი და 2004 წლის 15 იანვრის ¹11/147 საგადასახადო შეტყობინება გადახდის წყაროსთან პირგასამტეხლოს არდაბეგვრისათვის მოსარჩელისათვის დაკისრებული თანხის – 121 382 ლარის ნაწილში; მოსარჩელეს – შპს “...” უარი ეთქვა დღგ-ში დარიცხული ჯარიმის თანხის – 597 204 ლარის ნაწილში, მოპასუხის – 2003 წლის 17 დეკემბრის შუალედური აქტის, 2003 წლის 30 დეკემბრისა და 2004 წლის 5 იანვრის აქტების, ასევე მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის 2003 წლის 19 დეკემბრის ¹11/4655 საგადასახადო შეტყობინების ბათილად ცნობის თაობაზე; მოსარჩელეს უარი ეთქვა უძრავი ქონების გადაცემის გადასახადში დარიცხული თანხის – 115647 ლარის ნაწილში, მოპასუხის – მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის 2003 წლის 17 დეკემბრის შუალედური აქტის, 2003 წლის 30 დეკემბრისა და 2004 წლის 5 იანვრის აქტების, ასევე მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის 2003 წლის 19 დეკემბრის ¹11/4655 საგადასახადო შეტყობინების ბათილად ცნობის თაობაზე; მოსარჩელეს უარი ეთქვა მოგების გადასახადში დამატებით 2 766 440 ლარის დარიცხვის ნაწილში, მოპასუხის 2003 წლის 30 დეკემბრის აქტის, ასევე მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის 2004 წლის 9 იანვრის ¹11/18 საგადასახადო შეტყობინების ბათილად ცნობის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციამაც, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციამაც, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ივნისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 მაისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის 2004 წლის 8 იანვრის აქტი და 2004 წლის 15 იანვრის ¹11/147 საგადასახადო შეტყობინება გადახდის წყაროსთან პირგასამტეხლოს არდაბეგვრისათვის მოსარჩელეზე – შპს “...” დაკისრებული თანხის – 121 382 ლარის ნაწილში; შპს “...” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 მაისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს – შპს “...” უარი ეთქვა დღგ-ში დარიცხული ჯარიმის თანხასთან მიმართებაში მოპასუხის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის 2003 წლის 17 დეკემბრის შუალედური აქტის, 2003 წლის 30 დეკემბრისა და 2004 წლის 5 იანვრის აქტების, აგრეთვე მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის 2003 წლის 19 დეკემბრის ¹11/4655 საგადასახადო შეტყობინების ბათილად ცნობაზე; ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 მაისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს – შპს “...” უარი ეთქვა მოგების გადასახადში დამატებით დარიცხული თანხის ნაწილში, მოპასუხის – მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2003 წლის 30 დეკემბრის აქტის, ასევე მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის 2004 წლის 9 იანვრის ¹11/18 საგადასახადო შეტყობინების ბათილად ცნობაზე შპს “...” 2002 წლის 15 თებერვალს გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შემოსავლიდან დამატებით დაკისრებული მოგების გადასახადის, ჯარიმისა და მიმდინარე გადასახადის, სულ – 1 082 473 ლარის ნაწილში; ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 მაისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც შპს “...” უარი ეთქვა უძრავი ქონების გადაცემის გადასახადში დარიცხული თანხის – 115 647 ლარის ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს “...” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც შპს “...” უარი ეთქვა მოგების გადასახადში დამატებით დარიცხული თანხის ნაწილში მოპასუხის 2003 წლის 30 დეკემბრის აქტის, მის საფუძველზე გამოცემული 2004 წლის 8 იანვრის ¹11/18 საგადასახადო შეტყობინების ბათილად ცნობაზე შპს “...” 2002 წლის 15 თებერვალს გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შემოსავლიდან დამატებით დაკისრებული მოგების გადასახადის, ჯარიმისა და მიმდინარე გადასახადის, სულ – 1 082 473 ლარის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2003 წლის 30 დეკემბრის აქტი და 2004 წლის 8 იანვრის ¹11/18 საგადასახადო შეტყობინება შპს “...” 2002 წლის 15 თებერვალს გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შემოსავლიდან დამატებით დაკისრებული მოგების გადასახადის (481099.4), ჯარიმისა (120274.8) და მიმდინარე გადასახადის (481099.4), სულ – 1 082 473 ლარის დარიცხვის ნაწილში და მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციას არსებითი გარემოებების გამოკვლევის შედეგად ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც მოსარჩელეს – შპს “...” უარი ეთქვა დღგ-ში დარიცხული ჯარიმის თანხასთან მიმართებაში მოპასუხის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის 2003 წლის 30 დეკემბრისა და 2004 წლის 5 იანვრის შემოწმების აქტების, 2003 წლის 17 დეკემბრის შუალედური აქტის, 2003 წლის 19 დეკემბრის ¹11/4655, 2004 წლის 8 იანვრის ¹11/18 და 11/19 საგადასახადო შეტყობინებების ბათილად ცნობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისისა და 11 ივნისის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს “...” და სსიპ შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “...” და სსიპ შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, შპს “...” საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 8 000 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 5 600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “...” და სსიპ შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. შპს “...” დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 5 600 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.