Facebook Twitter

ბს-696-673(კ-10) 31 მაისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

მოსამართლე _ ნათია წკეპლაძემ

ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ვ. ა-იას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 აპრილის დადგენილებაზე.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

შპს “...” განცხადებით მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მოქალაქე ვალენტინა აკობიას მიმართ ადმინისტრაციული სახდელის შეფარდება /იხ.ს.ფ. 1/.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 იანვრის დადგენილებით ვ. ა-იას დაედო ადმინისტრაციული სახდელი და დაჯარიმდა 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით /იხ.ს.ფ. 14/.

საქალაქო სასამართლოს დადგენილებაზე განცხადება შეიტანა ვ. ა-იამ, რომლითაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს დადგენილების გაუქმება /იხ.ს.ფ. 17-18/.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 1 აპრილის დადგენილებით ვ. ა-იას საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული დადგენილება /იხ.ს.ფ. 215-217/.

სააპელაციო სასამართლოს დადგენილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ა-იამ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს დადგენილების გაუქმება /იხ.ს.ფ. 35-42/.

2010 წლის 25 მაისს საკასაციო სასამართლოში შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-696-673(კ-10), ვ. ა-იას საკასაციო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 აპრილის დადგენილებაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვ. ა-იას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 აპრილის დადგენილებაზე, როგორც დაუშვებელი, დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების თანახმად, ვ. ა-იამ, საკასაციო საჩივრის შეტანის გზით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 აპრილის დადგენილება, მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “...” მიმართ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევევისათვის შპს “...” მიერ შედგენილი ოქმის გაუქმების შესახებ /ხ.ს.ფ. 1/

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 279-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული მოსამართლის დადგენილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე შესაძლებელია გაუქმდეს ან შეიცვალოს პროკურორის პროტესტით თვით ადმინისტრაციული მოსამართლის მიერ, აგრეთვე. მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა პროკურორის პროტესტი, ზემდგომი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმით უზრუნველყოფილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვვის თაობაზე საქმის არსებითად განხილვა რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა მოსამართლის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ. აღნიშნული წესი არ შეიცავს დათქმას სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გამოტანილი დადგენილების საკასაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობის თაობაზე.

კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმე 2009 წლის 27 იანვარს განხილულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის მიერ და ჩადენილი გადაცდომისათვის დამრღვევს _ ვ. ა-იას ადმინისტრაციული სახდელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით. საქალაქო სასამართლოს დადგენილების კანონიერება (ვ. ა-იას დაჯარიმების თაობაზე) განხილულ იქნა ზემდგომი სასამართლოს _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ვ. ა-იას საჩივრის საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 279-ე მუხლის შესაბამისად და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილება დატოვებულ იქნა უცვლელად.

დადგენილია, რომ ვ. ა-იას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე გამოტანილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის _ დაჯარიმების ოქმის კანონიერება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით განსაზღვრული სასარჩელო წარმოების წესით სადავოდ არ გაუხდია, არამედ ამ უკანასკნელის მიერ ოქმის კანონიერება გასაჩივრდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის XXII თავის მოთხოვნათა დებულებების გათვალისწინებით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს, თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს საკასაციო წესით გასაჩივრების ობიექტს, კერძოდ, სსსკ-ის 391.1. მუხლის თანახმად სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირებმა შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რამდენადაც მოცემულ საქმეზე სამართალწარმოება განახორციელდა როგორც საქალაქო სასამართლოს, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, ხოლო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს დადგენილების საკასაციო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, შესაბამისად ვ. ა-იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი ექვემდებარება განუხილველად დატოვებას სსსკ-ის 401.1. მუხლის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელ რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 401.1. მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. აკობიას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. წინამდებარე განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.