Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-713-689(კ-10) 30 სექტემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შპს “...” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებაზე, მოწინააღმდეგე მხარეების _ სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ბათუმის რეგიონული ცენტრის მიმართ.

2008 წლის 29 ოქტომბერს შპს “...” სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიმართ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 18 აგვისტოს ¹82 ბრძანებისა და ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2008 წლის 27 აგვისტოს ¹83/105 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, შპს “...” მოგების გადასახადის, ქონების გადასახადისა და დღგ-ს სახით 88706 ლარის დარიცხვის ნაწილში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 4 თებერვლის განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით შპს “...” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 18 აგვისტოს ¹82 ბრძანება და ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2008 წლის 27 აგვისტოს ¹83/105 საგადასახადო მოთხოვნა მოსარჩელისათვის ძირითადი საშუალებების საშუალო წლიური ღირებულების გამოთვლის ნაწილში 2004 წლისათვის და ამ ანგარიშით ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხების დარიცხვის ნაწილში; ბათუმის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) დაევალა საგადასახადო შემოწმების საფუძველზე ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, შესაბამისი გადაანგარიშების საფუძველზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შპს “...” ძირითადი საშუალებების საშუალო წლიური ღირებულების გამოთვლის ნაწილში 2004 წლისათვის და ამ გადაწყვეტილებით ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხების დარიცხვის შესახებ; შპს “...” სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და ბათუმის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ), რომლებმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით შპს “...” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება შპს “...” სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს “...” სარჩელი 2004 წლისათვის ძირითადი საშუალების საშუალო წლიური ღირებულების გამოთვლისა და ამავე გაანგარიშებით ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხების დარიცხვის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2010 წლის 10 ივნისის განჩინებით მიიჩნია, რომ შპს “...” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. ამდენად, საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ხარვეზად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ივნისის განჩინებით შპს “...” დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

2010 წლის 9 ივლისს შპს “...” წარმომადგენელმა ფოსტის საშუალებით განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე, საწარმოს ფინანსური მდგომარეობის გამო, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2010 წლის 22 ივლისის განჩინებით მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, რის გამოც შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და შპს “...” საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გაუგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ივნისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით. შპს “...” დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითარი. წინააღმდეგ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ივლისის განჩინება შპს “...” ჩაბარდა 2010 წლის 29 ივლისს. 2010 წლის 2 აგვისტოს შპს “...” წარმომადგენელმა ფოსტის საშუალებით განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მოითხოვა, რის მიზეზადაც შპს “...” მძიმე ფინანსური მდგომარეობა და შპს “...” დირექტორის _ ა. ა-ძის I ჯგუფის ინვალიდობა დაასახელა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 სექტემბრის განჩინებით შპს “...” შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა; კასატორს გაუგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ივნისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით დაA შპს “...” დაევალაAგანჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 სექტემბრის განჩინების შემცველი გზავნილი შპს “...” ჩაბარდა 2010 წლის 20 სექტემბერს. 2010 წლის 24 სექტემბერს შპს “...” წარმომადგენელმა ფოსტის საშუალებით განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც იშუალმდგომლა მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება ან საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.

საკასაციო სასამართლო გაეცნო შპს “...” შუამდგომლობას და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო საკასაციო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2010 წლის 22 ივლისისა და 10 სექტემბრის განჩინებებით უკვე იმსჯელა შპს “...” შუამდგომლობებზე საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე და არ დააკმაყოფილა ისინი. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 სექტემბრის განჩინებით შპს “...” დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ დავის საგნის ღირებულების 5%-ის გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს შპს “...” შუამდგომლობას სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების ან საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 სექტემბრის განჩინება შპს “...” ჩაბარდა 2010 წლის 20 სექტემბერს. შესაბამისად, მას ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადა ამოეწურა 2010 წლის 25 სექტემბერს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს “...” შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს;

2. განუხილველი დარჩეს შპს “...” საკასაციო საჩივარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.