Facebook Twitter

¹ბს-713-707(კ-11) 21 ივნისი, 2011წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. მ-იას, ი. შ-იას, ლ. ც-ძის, ი. ა-აიას, ზ. ხ-იას, გ. დ-შვილის, რ. ბ-ძის, ი. ლ-აიას, თ. მ-ხის, ნ. ს-ავას, ო. ა-ოვას, თ. ს-ტის, ი. ს-ტის, მ. ვ-ძის, გ. შ-ძის, კ. უ-შვილის, ღ. შ-ავას, ნ. ბ-ძის, გ. ს-იას, ი. ჯ-უას, გ. მ-ძის, შ. ნ-აიასა და ნ. გ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. მ-იამ, ი. შ-იამ, ლ. ც-ძემ, ი. ა-აიამ, ზ. ხ-იამ, გ. დ-შვილმა, რ. ბ-ძემ, ი. ლ-აიამ, თ. მ-ხმა, ნ. ს-ავამ, ო. ა-ოვმა, თ. ს-ტმა, ი. ს-ტმა, მ. ვ-ძემ, გ. შ-ძემ, კ. უ-შვილმა, ღ. შ-ავამ, ნ. ბ-ძემ, გ. ს-იამ, ი. ჯ-უამ, გ. მ-ძემ, შ. ნ-აიამ და ნ. გ-შვილმა 04.05.10წ. სასარჩელო განცხადებით მიმართეს ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოპასუხისათვის მოსარჩელეთა მიმართ არსებული სახელფასო, საკომპენსაციო, სამხედრო სამოსისათვის განკუთვნილი და კანონმდებლობით დადგენილი სხვა სოციალური დანამატების თანხების ანაზღაურების დაკისრება მოითხოვეს.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 05.05.10წ. განჩინებით ადმინისტრაციული საქმე მ. მ-იას, ი. შ-იას, ლ. ც-ძის, ი. ა-აიას, ზ. ხ-იას, გ. დ-შვილის, რ. ბ-ძის, ი. ლ-აიას, თ. მ-ხის, ნ. ს-ავას, ო. ა-ოვას, თ. ს-ტის, ი. ს-ტის, მ. ვ-ძის, გ. შ-ძის, კ. უ-შვილის, ღ. შ-ავას, ნ. ბ-ძის, გ. ს-იას, ი. ჯ-უას, გ. მ-ძის, შ. ნ-აიასა და ნ. გ-შვილის სარჩელისა გამო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე, განსჯადობის მიხედვით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.11.10წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეების: მ. მ-იას, ნ. გ-შვილის, გ. მ-ძის, ლ. ც-ძის, ი. ა-აიას, ზ. ხ-იას, გ. დ-შვილის, რ. ბ-ძის, ი. ლ-იას, თ. მ-ხის, ნ. ს-ავას, ო. ა-ოვას, თ. ს-ტის, ი. ს-ტის, მ. ვ-ძის, გ. შ-ძის, ღ. შ-ავას, ნ. ბ-ძის, კ. უ-შვილის, გ. ს-იასა და ი. ჯ-უას სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელეების შ. ნ-აიას და ი. შ-იას სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისროს 1998-1999-2000 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, კერძოდ: მ. მ-იას სასარგებლოდ ხელზე გასაცემი ხელფასის 536,48 (ხუთას ოცდათექვსმეტი ლარი და ორმოცდარვა თეთრი) ლარის ანაზღაურება; ლ. ც-ძის სასარგებლოდ ხელზე გასაცემი ხელფასის 397,73 (სამას ოთხმოცდაჩვიდმეტი ლარი და სამოცდაცამეტი თეთრი) ლარის ანაზღაურება; ნ. გ-შვილის სასარგებლოდ დარიცხული ხელფასის კერძოდ; 1998 წლის მე-9 თვის ხელფასის 29,11 (ოცდაცხრა ლარი და თერთმეტი თეთრი) ლარის, მე-10 თვის 32,05 (ოცდათორმეტი ლარი და ხუთი თეთრი) ლარის, მე-11 თვის 32,05 (ოცდათორმეტი ლარი და ხუთი თეთრი) ლარის, მე-12 თვის ოცდათორმეტი ლარი და ხუთი თეთრი) ლარის, 1999 წლის ხელფასის მე-6 თვის 32,05 (ოცდათორმეტი ლარი და ხუთი თეთრი) ლარის, მე-7 თვის 32,05 (ოცდათორმეტი ლარი და ხუთი თეთრი) ლარის, მე-8 თვის 32,05 (ოცდათორმეტი ლარი და ხუთი თეთრი) ლარის, ხელფასის მე-9 თვის 32,05 (ოცდათორმეტი ლარი და ხუთი თეთრი) ლარის, მე-10 თვის 32,05 (ოცდათორმეტი ლარი და ხუთი თეთრი) ლარის, მე-11 თვის 32,05 (ოცდათორმეტი ლარი და ხუთი თეთრი) ლარის, 2000 წლის ხელფასის მე-4 თვის 32,05 (ოცდათორმეტი ლარი და ხუთი თეთრი) ლარის, მე-5 თვის 32,05 (ოცდათორმეტი ლარი და ხუთი თეთრი) ლარის, მე-6 თვის 32,05 (ოცდათორმეტი ლარი და ხუთი თეთრი) ლარის, ხელფასის მე-10 თვის 32,05 (ოცდათორმეტი ლარი და ხუთი თეთრი) ლარის, ანაზღაურება; ი. ა-აიას სასარგებლოდ ხელზე გასაცემი ხელფასის 397,91 (სამას ოთხმოცდაჩვიდმეტი ლარი და ოთხმოცდათერთმეტი თეთრი) ლარის ანაზღაურება; ზ. ხ-იას სასარგებლოდ ხელზე გასაცემი ხელფასის 410,61 (ოთხას ათი ლარი და სამოცდაერთი თეთრი) ლარის ანაზღაურება; გ. დ-შვილის სასარგებლოდ ხელზე გასაცემი ხელფასის 413,27 (ოთხას ცამეტი ლარი და ოცდაშვიდი თეთრი) ლარის ანაზღაურება; რ. ბ-ძის სასარგებლოდ ხელზე გასაცემი ხელფასის 427,14 (ოთხას ოცდაშვიდი ლარი და თოთხმეტი თეთრი) ლარის ანაზღაურება; ი. ლ-იას სასარგებლოდ ხელზე გასაცემი ხელფასის 412,25 (ოთხას თორმეტი ლარი და ოცდახუთი თეთრი) ლარის ანაზღაურება; თ. მ-ხის სასარგებლოდ ხელზე გასაცემი ხელფასის 302,20 (სამას ორი ლარი და ოცი თეთრი) ლარის ანაზღაურება; ნ. ს-ავას სასარგებლოდ ხელზე გასაცემი ხელფასის 270,19 (ორასსამოცდაათი ლარი და ცხრამეტი თეთრი) ლარის ანაზღაურება; ო. ა-ოვას სასარგებლოდ ხელზე გასაცემი ხელფასის 487,39 (ოთხასოთხმოცდაშვიდი ლარი და ოცდაცხრამეტი თეთრი) ლარის ანაზღაურება; თ. ს-ტის სასარგებლოდ ხელზე გასაცემი ხელფასის 416,40 (ოთხასთექვსმეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის ანაზღაურება; ი. ს-ტის სასარგებლოდ ხელზე გასაცემი ხელფასის 453,17 (ოთხასორმოცდაცამეტი ლარი და ჩვიდმეტი თეთრი) ლარის ანაზღაურება; მ. ვ-ძეს სასარგებლოდ ხელზე გასაცემი ხელფასის 107,41 (ასშვიდი ლარი და ორმოცდაერთი თეთრი) ლარის ანაზღაურება; გ. შ-ძის სასარგებლოდ ხელზე გასაცემი ხელფასის 400,46 (ოთხასი ლარი და ორმოცდაექვსი თეთრი) ლარის ანაზღაურება; კ. უ-შვილის სასარგებლოდ ხელზე გასაცემი ხელფასის 26,12 (ოცდაექვსი ლარი და თორმეტი თეთრი) ლარის ანაზღაურება; ღ. შ-ავას სასარგებლოდ ხელზე გასაცემი ხელფასის 245,44 (ორასორმოცდახუთი ლარი და ორმოცდაოთხი თეთრი) ლარის ანაზღაურება; ნ. ბ-ძის სასარგებლოდ ხელზე გასაცემი ხელფასის 411,76 (ოთხასთერთმეტი ლარი და სამოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის ანაზღაურება; გ. ს-იას სასარგებლოდ ხელზე გასაცემი ხელფასის 514,73 (ხუთას თოთხმეტი ლარი და სამოცდაცამეტი თეთრი) ლარის ანაზღაურება; ი. ჯ-უას სასარგებლოდ ხელზე გასაცემი ხელფასის 415,41 (ოთხასთხუთმეტი ლარი და ორმოცდაერთი თეთრი) ლარის ანაზღაურება; გ. მ-ძის სასარგებლოდ ხელზე გასაცემი ხელფასის 1998 წლის სულ ჯამში (8.05+133,50)=141,55 (ასორმოცდაერთი ლარი და ორმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის, 1999 წლის ხელზე გასაცემი ხელფასის სულ ჯამში (12,36+202.08)=214,44 (ორასთოთხმეტი ლარი და ორმოცდაოთხი თეთრი) ლარის, 2000 წლის ხელზე გასაცემი ხელფასის სულ ჯამში (8.24+134.72)=142,96 (ასორმოცდაორი ლარი და ოთხმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის ანაზღაურება; მოსარჩელე შ. ნ-აიას სასარჩელო მოთხოვნაზე - მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ 1998-1999 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრების თაობაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო, მოსარჩელე – ი. შ-იას სასარჩელო მოთხოვნაზე მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ 1998-1999-2000 წლების სახელფასო დავალიანების 1124 (ათას ასოცდაოთხი) ლარის დაკისრების თაობაზე ეთქვას უარი უსაფუძვლობის გამო, მოსარჩელეებს: მ. მ-იას, ნ. გ-შვილს, გ. მ-ძეს, ლ. ც-ძეს, ი. ა-აიას, ზ. ხ-იას, გ. დ-შვილს, რ. ბ-ძეს, ი. ლ-იას, თ. მ-ხის, ნ. ს-ავას, ო. ა-ოვას, თ. ს-ტის, ი. ს-ტის, მ. ვ-ძეს, გ. შ-ძეს, ღ. შ-ავას, ნ. ბ-ძეს, კ. უ-შვილის, გ. ს-იას, ი. ჯ-უას, შ. ნ-აიას სასარჩელო მოთხოვნაზე მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ 1998-1999-2000 წლების კვების კომპესაციის, ჯილდოს, მატერიალური დახმარების და ჯილდოს უწყვეტი სტაჟისათვის დაკისრების ანაზღაურების თაობაზე ეთქვათ უარი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოსარჩელეთა წარმომადგენელმა მ. ა-ძემ.

თბილსის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.02.11წ. გადაწყვეტილებით აპელანტ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, აპელანტების მ. მ-იას, ლ. ც-ძის, გ. მ-ძის, ნ. გ-შვილის, ი. ა-აიას, ზ. ხ-იას, გ. დ-შვილის, რ. ბ-ძის, ი. ლ-აიას, თ. მ-ხის, ნ. ს-ავას, ა. ა-ოვას, თ. ს-ტის, ი. ს-ტის, მ. ვ-ძის, გ. შ-ძის, ღ. შ-ავას, ნ. ბ-ძის, შ. ნ-აიას, კ. უ-შვილის, გ. ს-იას, ი. ჯ-უას წარმომადგენლის მ. ა-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აპელანტ ი. შ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.11.10წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე შ. ნ-აიას სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა (სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი), აგრეთვე იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე შ. ნ-აიას სასარჩელო მოთხოვნაზე - მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ 1998-1999 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრების თაობაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო (სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი) და იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეებს _ მ. მ-იას, ნ. გ-შვილს, გ. მ-ძეს, ლ. ც-ძეს, ი. ა-აიას, ზ. ხ-იას, გ. დ-შვილს, რ. ბ-ძეს, ი. ლ-იას, თ. მ-ხის, ნ. ს-ავას, ო. ა-ოვას, თ. ს-ტის, ი. ს-ტის, მ. ვ-ძეს, გ. შ-ძეს, ღ. შ-ავას, ნ. ბ-ძეს, კ. უ-შვილის, გ. ს-იას, ი. ჯ-უას, შ. ნ-აიას სასარჩელო მოთხოვნაზე მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ 1998-1999-2000 წლების ჯილდოს, მატერიალური დახმარების და ჯილდოს უწყვეტი სტაჟისათვის დაკისრების ანაზღაურების თაობაზე ეთქვათ უარი (სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტის ნაწილი) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. მოსარჩელეების მ. მ-იას, ლ. ც-ძის, გ. მ-ძის, ნ. გ-შვილის, ი. ა-აიას, ზ. ხ-იას, გ. დ-შვილის, რ. ბ-ძის, ი. ლ-აიას, თ. მ-ხის, ნ. ს-ავას, ა. ა-ოვას, თ. ს-ტის, ი. ს-ტის, მ. ვ-ძის, გ. შ-ძის, ღ. შ-ავას, ნ. ბ-ძის, შ. ნ-აიას, კ. უ-შვილის, გ. ს-იას, ი. ჯ-უას სარჩელი დაკმაყოფილდა ჯილდოს, ჯილდოს უწყვეტი სტაჟისათვის და მატერიალური დახმარების ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა, და: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ი. ლ-აიას სასარგებლოდ დაეკისროს 1998-1999-2000 წლების ჯილდოს - 169,04 ლარის, ჯილდოს უწყვეტი სტაჟისთვის - 61,76 ლარის, მატერიალური დახმარების - 68, 52 ლარის ანაზღაურება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე გ. დ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 1998-1999-2000 წლების ჯილდოს - 135,36 ლარის, ჯილდოს უწყვეტი სტაჟისთვის _ 62,96 ლარი, მატერიალური დახმარების - 68,21 ლარის ანაზღაურება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროსმოსარჩელე ა. ა-ოვას სასარგებლოდ დაეკისრა 1998-1999-2000 წლების ჯილდოს - 176,25 ლარის, ჯილდოს უწყვეტი სტაჟისთვის - 61,18 ლარის, მატერიალური დახმარების 71,48 ლარის ანაზრაურება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ნ. ს-ავას სასარგებლოდ დაეკისრა 1998-1999-2000 წლების ჯილდოს - 166,12 ლარის, მატერიალური დახმარების _ 67,88 ლარის ანაზღაურება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე თ. ს-ტის სასარგებლოდ დაეკისრა 1998-1999-2000 წლების ჯილდოს 135,46 ლარის, ჯილდო უწყვეტი სტაჟისთვის - 59,98 ლარის, მატერიალური დახმარების - 69,54 ლარის ანაზღაურება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე თ. მ-ხის სასარგებლოდ დაეკისრა 1998-1999-2000 წლების ჯილდოს - 167,09 ლარის, ჯილდო უწყვეტი სტაჟისთვის - 58,20 ლარის, მატერიალური დახმარების 68,20 ლარის ანაზღაურება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე გ. შ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1998-1999-2000 წლების ჯილდოს - 163,43 ლარის, მატერიალური დახმარების - 66,58 ლარის ანაზღაურება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე მ. ვ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1998-1999-2000 წლების ჯილდოს - 80,42 ლარის, მატერიალური დახმარების - 32,04 ლარის ანაზღაურება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ი. ს-ტის სასარგებლოდ დაეკისრა 1998-1999-2000 წლების ჯილდოს _ 188,07 ლარის, მატერიალური დახმარების - 75,86 ლარის ანაზღაურება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე რ. ბ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1998-1999-2000 წლების ჯილდოს - 175,48 ლარის, მატერიალური დახმარების _ 71,48 ლარის ანაზღაურება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ზ. ხ-იას სასარგებლოდ დაეკისრა 1998-1999-2000 წლების ჯილდოს - 168,14 ლარის, ჯილდოს უწყვეტი სტაჟისთვის _ 58,20 ლარის, მატერიალური დახმარების - 68,70 ლარის ანაზღაურება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ლ. ც-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1998-1999-2000 წლების დარიცხული ჯილდოს 162,40 ლარის, მატერიალური დახმარების 66,16 ლარის ანაზღაურება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე მ. მ-იას სასარგებლოდ დაეკისრა 1998-1999-2000 წლების ჯილდოს - 204,42 ლარის, მატერიალური დახმარების _ 85,07 ლარის ანაზღაურება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე კ. უ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 1998-1999-2000 წლების ჯილდოს - 27,39 ლარის, ჯილდოს უწყვეტი სტაჟისთვის 58,20 ლარის ანაზღაურება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ღ. შ-ავას სასარგებლოდ დაეკისრა 1998-1999-2000 წლების ჯილდოს _ 175,48 ლარის, ჯილდოს უწყვეტი სტაჟისთვის - 61,18 ლარის, მატერიალური დახმარების 71,48 ლარის ანაზრაურება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ნ. ბ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1998-1999-2000 წლების ჯილდოს - 168,37 ლარის, მატერიალური დახმარების 68,22 ლარის ანაზღაურება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე შ. ნ-აიას სასარგებლოდ დაეკისრა 1998-1999-2000 წლების ჯილდოს - 86,57 ლარის, ჯილდოს უწყვეტი სტაჟისთვის - 61,18 ლარის, მატერიალური დახმარების - 33,45 ლარის ანაზღაურება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე გ. ს-იას სასარგებლოდ დაეკისრა 1998-1999-2000 წლების ჯილდოს _ 215,90 ლარის, მატერიალური დახმარების - 88,68 ლარის ანაზღაურება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ი. ჯ-უას სასარგებლოდ დაეკისრა 1998-1999-2000 წლების ჯილდოს - 168,59 ლარის, მატერიალური დახმარების - 69,52 ლარის ანაზღაურება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ი. ა-აიას სასარგებლოდ დაეკისრა 1998-1999-2000 წლების ჯილდოს - 162,82 ლარის, მატერიალური დახმარების - 66,16 ლარის ანაზღაურება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ნ. გ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 1998-1999-2000 წლების ჯილდოს - 160,57 ლარის, მატერიალური დახმარების - 64,10 ლარის ანაზღაურება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე გ. მ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1998-1999-2000 წლების ჯილდოს - 215,42 ლარის, მატერიალური დახმარების _ 71,48 ლარის ანაზღაურება.

თბილსის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.02.11წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრდა მ. მ-იას, ი. შ-იას, ლ. ც-ძის, ი. ა-აიას, ზ. ხ-იას, გ. დ-შვილის, რ. ბ-ძის, ი. ლ-აიას, თ. მ-ხის, ნ. ს-ავას, ო. ა-ოვას, თ. ს-ტის, ი. ს-ტის, მ. ვ-ძის, გ. შ-ძის, კ. უ-შვილის, ღ. შ-ავას, ნ. ბ-ძის, გ. ს-იას, ი. ჯ-უას, გ. მ-ძის, შ. ნ-აიასა და ნ. გ-შვილის მიერ, რომლებმაც აღნიშნული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და მათი სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-იას, ი. შ-იას, ლ. ც-ძის, ი. ა-აიას, ზ. ხ-იას, გ. დ-შვილის, რ. ბ-ძის, ი. ლ-აიას, თ. მ-ხის, ნ. ს-ავას, ო. ა-ოვას, თ. ს-ტის, ი. ს-ტის, მ. ვ-ძის, გ. შ-ძის, კ. უ-შვილის, ღ. შ-ავას, ნ. ბ-ძის, გ. ს-იას, ი. ჯ-უას, გ. მ-ძის, შ. ნ-აიასა და ნ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის საქმე ¹ ბს-1246-1208(კ-08) 28.01.08წ. გადაწყვეტილება).

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივარის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. მ-იას, ი. შ-იას, ლ. ც-ძის, ი. ა-აიას, ზ. ხ-იას, გ. დ-შვილის, რ. ბ-ძის, ი. ლ-აიას, თ. მ-ხის, ნ. ს-ავას, ო. ა-ოვას, თ. ს-ტის, ი. ს-ტის, მ. ვ-ძის, გ. შ-ძის, კ. უ-შვილის, ღ. შ-ავას, ნ. ბ-ძის, გ. ს-იას, ი. ჯ-უას, გ. მ-ძის, შ. ნ-აიასა და ნ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. მ-იას, ი. შ-იას, ლ. ც-ძის, ი. ა-აიას, ზ. ხ-იას, გ. დ-შვილის, რ. ბ-ძის, ი. ლ-აიას, თ. მ-ხის, ნ. ს-ავას, ო. ა-ოვას, თ. ს-ტის, ი. ს-ტის, მ. ვ-ძის, გ. შ-ძის, კ. უ-შვილის, ღ. შ-ავას, ნ. ბ-ძის, გ. ს-იას, ი. ჯ-უას, გ. მ-ძის, შ. ნ-აიასა და ნ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილსის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.02.11წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.