Facebook Twitter

ბს-71-70 (კ-10) 12 მარტი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ბათუმის ყოფილი ¹...-ე საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრების წარმომადგენლების _ ვ. ხ-შვილისა და ა. თ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ნოემბრის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2010 წლის 29 იანვრის ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ ბათუმის ყოფილი ¹...-ე საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრების საკასაციო საჩივარს თან არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი და ამასთან, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან არ იყო გათავისუფლებული საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსების და არც “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. გარდა ზემოაღნიშნულისა საკასაციო საჩივარში არ იყო მითითებული ბათუმის ყოფილი ¹...-ე საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა ვინაობა. აღნიშნული განჩინებით კასატორ ბათუმის ყოფილი ¹...-ე საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრებს დაევალათ ხარვეზის შესახებ იმავე განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინათ ვ. ხ-შვილისა და ა. თ-ძის საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობები, დაესახელებინათ კოოპერატივის წევრთა ვინაობა და ასევე წარმოედგინათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითარი; კასატორებს განემარტათ, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინებიდან ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 იანვრის ხარვეზის შესახებ განჩინება ბათუმის ყოფილი ¹...-ე საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრების წარმომადგენლებს _ ვ. ხ-შვილსა და ა. თ-ძეს საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ბათუმი, ... ქ. ¹53, ბინა 15) ჩაჰბარდათ 2010 წლის 8 თებერვალს. შესაბამისად, მათთვის აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, დაიწყო 2010 წლის 9 თებერვალს და ამოიწურა ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2010 წლის 15 თებერვალს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ ორშაბათი; ხოლო, განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ ბათუმის ყოფილი ¹...-ე საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრების წარმომადგენლებმა _ ვ. ხ-შვილმა და ა. თ-ძემ საქართველოს ფოსტის ბათუმის ფილიალს ჩააბარეს 2010 წლის 25 თებერვალს, ანუ სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის დარღვევით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო საამართლო თვლის, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივრის ავტორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ბათუმის ყოფილი ¹...-ე საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრების საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე ა. ბ-ძეს 2010 წლის 25 თებერვალს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივრისათვის _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 372-ე მუხლების, ასევე ამავე კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხა სრულად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველი დარჩეს ბათუმის ყოფილი ¹...-ე საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრების საკასაციო საჩივარი;

2. ა. ბ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.