Facebook Twitter

¹ბს-729-723 (კ-11) 22 ივნისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2010 წლის 30 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ი/მ “მ. მ-ძემ”, მოპასუხის– შემოსავლების სამსახურის მიმართ.

მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა თბილისის რეგიონალური ცენტრის 2010 წლის 10 ივნისის კამერალური შემოწმების აქტის, 2010 წლის 9 ივლისის ¹49 საგადასახადო მოთხოვნის და შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 18 აგვისტოს ¹1536 ბრძანების ბათილად ცნობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის _ ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრის 2010 წლის 10 ივნისის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტი და 2010 წლის 9 ივლისის ¹49 ,,საგადასახადო მოთხოვნა’’ ნაწილობრივ, მოსარჩელის _ ინდ. მეწარმე ,,მ. მ-ძის’’ მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის _ 200 (ორასი) ლარის დარიცხვის ნაწილში; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის _ ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრის 2010 წლის 10 ივნისის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტი და 2010 წლის 09 ივლისის ¹49 ,,საგადასახადო მოთხოვნა’’ ნაწილობრივ, მოსარჩელის _ ინდ. მეწარმე ,,მ. მ-ძის’’ მიმართ 2007, 2008 და 2009 წლების საანგარიშო პერიოდების მიხედვით საშემოსავლო და სოციალური დაზღვევის გადასახადებში დარიცხული ძირითადი თანხების, ჯარიმებისა და საურავების ნაწილში; შესაბამისად, მოპასუხეს _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ს.ს.ი.პ. _ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონულ ცენტრს დაევალა მოსარჩელის _ ინდ. მეწარმე ,,მ. მ-ძის’’ 2007, 2008 და 2009 წლების საანგარიშო პერიოდების მიხედვით ერთობლივი შემოსავლისა და ამ უკანასკნელიდან გამოსაქვითი ხარჯების შესახებ საკითხის, ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოების ხელახალი შესწავლა-გამოკვლევა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; მოსარჩელეს _ ინდ. მეწარმე ,,მ. მ-ძეს’’ უარი ეთქვა მოპასუხის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ს.ს.ი.პ. _ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრის 2010 წლის 10 ივნისის კამერალური შემოწმების აქტისა და 2010 წლის 9 ივლისის ¹49 ,,საგადასახადო მოთხოვნის’’ ბათილად ცნობაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის – 500 (ხუთასი) ლარის დარიცხვის ნაწილში; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 18 აგვისტოს ¹1536 ბრძანება ნაწილობრივ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის, აგრეთვე 2007, 2008 და 2009 წლების საანგარიშო პერიოდების მიხედვით საშემოსავლო და სოციალური დაზღვევის გადასახადებში დარიცხული ძირითადი თანხების, ჯარიმებისა და საურავების გამო მოსარჩელის _ ინდ. მეწარმე ,,მ. მ-ძის’’ საჩივრის არდაკმაყოფილების ნაწილში; მოსარჩელეს _ ინდ. მეწარმე ,,მ. მ-ძეს’’ უარი ეთქვა მოპასუხის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 18 აგვისტოს ¹1536 ბრძანების ბათილად ცნობაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის _ 500 (ხუთასი) ლარის გამო მოსარჩელის საჩივრის არდაკმაყოფილების ნაწილში.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 მარტის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ შემოსავლების სამსახურს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.