საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-731-725(კ-11) 4 ივლისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა რ. ა-იას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 დეკემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე _ ც. ჯ-ავა; მოპასუხეები _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს პრეზიდენტი).
2010 წლის 26 მარტს ც. ჯ-ავამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და რ. ა-იას მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2009 წლის 10 მარტის ¹2/10-1075 წერილის და დანართი სიის ზ. ჯ-ავას მემკვიდრედ რ. ა-იას მითითების ნაწილში ბათილად ცნობა, 2009 წლის 10 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და რ. ა-იას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მოპასუხე _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის 2009 წლის 10 მარტის ¹2/10-1075 წერილის დანართ სიაში რ. ა-იას ნაცვლად ც. ჯ-ავას მითითების დავალდებულება და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის რ. ა-იას ნაცვლად ხელშეკრულების მოსარჩელესთან გაფორმების დავალდებულება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 27 აპრილის საოქმო განჩინებით რ. ა-ია ამოირიცხა მოპასუხეთა სიიდან და საქმეში ჩაება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 10 მაისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს პრეზიდენტი.
2010 წლის 17 მაისის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ მოახდინა სარჩელის ტრანსფორმირება და საბოლოოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2009 წლის 10 მარტის ¹2/10-1075 წერილის და დანართი სიის ზ. ჯ-ავას მემკვიდრედ რ. ა-იას მითითების ნაწილში ბათილად ცნობა, 2009 წლის 10 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და რ. ა-იას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 9 დეკემბრის ¹882 განკარგულების (მისი დანართის) _ ზ. ჯ-ავას ოჯახის წევრად რ. ა-იას მითითების ნაწილში ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის 2009 წლის 10 მარტის ¹2/10-1075 წერილის დანართ სიაში რ. ა-იას ნაცვლად ც. ჯ-ავას მითითების დავალდებულება მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელე დაეთანხმა სასამართლოს მოსაზრებას მესამე პირად ჩაბმული რ. ა-იას და საქართველოს პრეზიდენტის საქმეში მოპასუხეებად ჩაბმასთან დაკავშირებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილებით ც. ჯ-ავას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2009 წლის 10 მარტის ¹2/10-1075 წერილი და დანართი სია ზ. ჯ-ავას მემკვიდრედ რ. ა-იას მითითების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 9 დეკემბრის ¹882 განკარგულება (მისი დანართით) _ ზ. ჯ-ავას ოჯახის წევრად რ. ა-იას მითითების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და რ. ა-იას შორის 2009 წლის 10 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2009 წლის 10 მარტის ¹2/10-1075 წერილში და მის დანართში რ. ა-იას ნაცვლად, ზ. ჯ-ავას ოჯახის წევრად ც. ჯ-ავას მითითება დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და რ. ა-იამ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 დეკემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და რ. ა-იას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ა-იამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2011 წლის 20 აპრილის განჩინებით მიიჩნია, რომ რ. ა-იას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. ამდენად, საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ხარვეზად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის განჩინებით რ. ა-იას დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის დავის საგნის ღირებულების 5%-ს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის განჩინების შემცველი გზავნილი რ. ა-იას ბიძაშვილს ე. ა-იას რ. ა-იასათვის გადასაცემად ჩაბარდა 2011 წლის 24 მაისს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. კასატორს ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადა 2011 წლის 3 ივნისს ამოეწურა, რომელიც იყო სამუშაო დღე _ პარასკევი. რ. ა-იამ მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო 2011 წლის 20 აპრილის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მიუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება ლ. ნ-შვილის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს რ. ა-იას საკასაციო საჩივარი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.