ბს-752-727(კ-10) 8 სექტემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ს. ა-ძის, პ. ფ-ავას, რ. ც-ძის, მ. გ-შვილის, ჟ. გ-ძის, ზ. ს-ძის, რ. ბ-ძის, გ. ჭ-ძის, გ. ც-ძის, მ. რ-შვილის, ა. გ-ძის, ვ. ვ-ძის, ნ. გ-ძის, ო. კ-ძის, ვ. კ-იას, მ. ც-შვილის, ბ. წ-ძის, ი. ც-ძისა და გ. ბ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2009 წლის 22 სექტემბერს ს. ა-ძემ, პ. ფ-ავამ, რ. ც-ძემ, მ. გ-შვილმა, ჟ. გ-ძემ, ზ. ს-ძემ, რ. ბ-ძემ, გ. ჭ-ძემ, გ. ც-ძემ, მ. რ-შვილმა, ა. გ-ძემ, ვ. ვ-ძემ, ნ. გ-ძემ, ო. კ-ძემ, ვ. კ-იამ, მ. ც-შვილმა, ბ. წ-ძემ, ი. ც-ძემ და გ. ბ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ “სოციალური მომსახურების სააგენტოსა” და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების თაობაზე.
მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებით ითხოვდნენ სსიპ “სოციალური მომსახურების სააგენტოს” 2009 წლის 6 მაისის, 25 მაისის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2009 წლის 28 ივლისის ¹5 ოქმისა და 2009 წლის 12 აგვისტოს ¹270/ო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობასა და 2007 წლის 1 სექტემბრიდან მათთვის სარჩოს აღდგენას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს. ა-ძის, პ. ფ-ავას, რ. ც-ძის, მ. გ-შვილის, ჟ. გ-ძის, ზ. ს-ძის, რ. ბ-ძის, გ. ჭ-ძის, გ. ც-ძის, მ. რ-შვილის, ა. გ-ძის, ვ. ვ-ძის, ნ. გ-ძის, ო. კ-ძის, ვ. კ-იას, მ. ც-შვილის, ბ. წ-ძის, ი. ც-ძისა და გ. ბ-ძის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ა-ძემ, პ. ფ-ავამ, რ. ც-ძემ, მ. გ-შვილმა, ჟ. გ-ძემ, ზ. ს-ძემ, რ. ბ-ძემ, გ. ჭ-ძემ, გ. ც-ძემ, მ. რ-შვილმა, ა. გ-ძემ, ვ. ვ-ძემ, ნ. გ-ძემ, ო. კ-ძემ, ვ. კ-იამ, მ. ც-შვილმა, ბ. წ-ძემ, ი. ც-ძემ და გ. ბ-ძემ.
აპელანტები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მათი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის განჩინებით ს. ა-ძის, პ. ფ-ავას, რ. ც-ძის, მ. გ-შვილის, ჟ. გ-ძის, ზ. ს-ძის, რ. ბ-ძის, გ. ჭ-ძის, გ. ც-ძის, მ. რ-შვილის, ა. გ-ძის, ვ. ვ-ძის, ნ. გ-ძის, ო. კ-ძის, ვ. კ-იას, მ. ც-შვილის, ბ. წ-ძის, ი. ც-ძისა და გ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ს. ა-ძემ, პ. ფ-ავამ, რ. ც-ძემ, მ. გ-შვილმა, ჟ. გ-ძემ, ზ. ს-ძემ, რ. ბ-ძემ, გ. ჭ-ძემ, გ. ც-ძემ, მ. რ-შვილმა, ა. გ-ძემ, ვ. ვ-ძემ, ნ. გ-ძემ, ო. კ-ძემ, ვ. კ-იამ, მ. ც-შვილმა, ბ. წ-ძემ, ი. ც-ძემ და გ. ბ-ძემ.
კასატორები საკასაციო საჩივრით ითხოვდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მათი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 17 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს. ა-ძის, პ. ფ-ავას, რ. ც-ძის, მ. გ-შვილის, ჟ. გ-ძის, ზ. ს-ძის, რ. ბ-ძის, გ. ჭ-ძის, გ. ც-ძის, მ. რ-შვილის, ა. გ-ძის, ვ. ვ-ძის, ნ. გ-ძის, ო. კ-ძის, ვ. კ-იას, მ. ც-შვილის, ბ. წ-ძის, ი. ც-ძისა და გ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ს. ა-ძის, პ. ფ-ავას, რ. ც-ძის, მ. გ-შვილის, ჟ. გ-ძის, ზ. ს-ძის, რ. ბ-ძის, გ. ჭ-ძის, გ. ც-ძის, მ. რ-შვილის, ა. გ-ძის, ვ. ვ-ძის, ნ. გ-ძის, ო. კ-ძის, ვ. კ-იას, მ. ც-შვილის, ბ. წ-ძის, ი. ც-ძისა და გ. ბ-ძის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ს. ა-ძის, პ. ფ-ავას, რ. ც-ძის, მ. გ-შვილის, ჟ. გ-ძის, ზ. ს-ძის, რ. ბ-ძის, გ. ჭ-ძის, გ. ც-ძის, მ. რ-შვილის, ა. გ-ძის, ვ. ვ-ძის, ნ. გ-ძის, ო. კ-ძის, ვ. კ-იას, მ. ც-შვილის, ბ. წ-ძის, ი. ც-ძისა და გ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ს. ა-ძის, პ. ფ-ავას, რ. ც-ძის, მ. გ-შვილის, ჟ. გ-ძის, ზ. ს-ძის, რ. ბ-ძის, გ. ჭ-ძის, გ. ც-ძის, მ. რ-შვილის, ა. გ-ძის, ვ. ვ-ძის, ნ. გ-ძის, ო. კ-ძის, ვ. კ-იას, მ. ც-შვილის, ბ. წ-ძის, ი. ც-ძისა და გ. ბ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ს. ა-ძის, პ. ფ-ავას, რ. ც-ძის, მ. გ-შვილის, ჟ. გ-ძის, ზ. ს-ძის, რ. ბ-ძის, გ. ჭ-ძის, გ. ც-ძის, მ. რ-შვილის, ა. გ-ძის, ვ. ვ-ძის, ნ. გ-ძის, ო. კ-ძის, ვ. კ-იას, მ. ც-შვილის, ბ. წ-ძის, ი. ც-ძისა და გ. ბ-ძის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. ა-ძეს, პ. ფ-ავას, რ. ც-ძეს, მ. გ-შვილეს, ჟ. გ-ძეს, ზ. ს-ძეს, რ. ბ-ძეს, გ. ჭ-ძეს, გ. ც-ძეს, მ. რ-შვილს, ა. გ-ძეს, ვ. ვ-ძეს, ნ. გ-ძეს, ო. კ-ძეს, ვ. კ-იას, მ. ც-შვილს, ბ. წ-ძეს, ი. ც-ძესა და გ. ბ-ძეს უარი ეთქვათ საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.