Facebook Twitter

ბს-77-75(კ-09) 16 მარტი, 2011წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. გ-შვილისა და ქ. კ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. გ-შვილმა და ქ. კ-ძემ 26.04.05წ. სასარჩელო განცხადებებით მიმართეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ქ. სიღნაღის საკრებულოს მიმართ, რომლითაც მათი შტატების შემცირების ნაწილში მოპასუხის 09.03.05წ. ¹6 გადაწყვეტილებისა და მათი გათავისუფლების შესახებ ¹35 და ¹36 ბრძანებების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოითხოვეს.

სიღნარის რაიონული სასამართლოს 03.06.05წ. საოქმო განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; საქმე აცილებულ იქნა და გადაეცა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს.

გურჯაანის რაიონული სასმართლოს 17.08.07წ. სხდომაზე მოსარჩელეებმა შეამცირეს სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვეს მხოლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 29.08.07წ. განჩინებით ქ. კ-ძის და თ. გ-შვილის სარჩელი მოპასუხე სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ, შტატების შემცირების თაობაზე ქ. სიღნაღის საკრებულოს 09.03.05წ. ¹6 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში, ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყდა.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 29.08.07წ. გადაწყვეტილებით ქ. კ-ძესა და თ. გ-შვილს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ქ. სიღნაღის საკრებულოს თავმჯდომარის 18.04.05წ. ¹35 და ¹36 ბრძანებების გაუქმებისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვათ უსაფუძვლობის გამო.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 29.08.07წ. განჩინება და 29.08.07წ. გადაწყვეტილება გაასაჩივრეს თ. გ-შვილმა და ქ. კ-ძემ, რომლებმაც ხსენებული განჩინებისა და გადაწყვეტილების გაუქმება და მათი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.09.08წ. განჩინებით თ. გ-შვილისა და ქ. კ-ძის მოთხოვნა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 29.08.07წ. განჩინების გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 29.08.07წ. განჩინება და საქმე თ. გ-შვილისა და ქ. კ-ძის სასარჩელო მოთხოვნის _ შტატების შემცირების თაობაზე ქ. სიღნაღის საკრებულოს 09.03.05წ. ¹6 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.11.08წ. განჩინებით თ. გ-შვილისა და ქ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 29.08.07წ. გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.11.08წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. გ-შვილმა და ქ. კ-ძემ, რომლებმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინიტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 06.05.09წ. განჩინებით თ. გ-შვილისა და ქ. კ-ძის საკასაციო საჩივარზე შეჩერდა საქმის წარმოება “შტატების შემცირების შესახებ” ქ. სიღნაღის საკრებულოს 09.03.05წ. ¹6 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ თ. გ-შვილისა და ქ. კ-ძის სასარჩელო განცხადებაზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.03.11წ. განჩინებით თ. გ-შვილისა და ქ. კ-ძის საკასაციო საჩივარზე - ¹ბს-77-75(კ-09) ადმინისტრაციულ საქმეზე განახლდა საქმის წარმოება, რადგან თ. გ-შვილისა და ქ. კ-ძის სარჩელისა გამო მოპასუხე ქ. სიღნაღის საკრებულოს მიმართ “შტატების შემცირების შესახებ” ქ. სიღნაღის საკრებულოს 09.03.05წ. ¹6 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.01.11წ. განჩინებით ქ. კ-ძისა და თ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.11.09წ. განჩინება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. გ-შვილისა და ქ. კ-ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც თ. გ-შვილისა და ქ. კ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. გ-შვილისა და ქ. კ-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.11.08წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.