ბს-792-766(კ-10) 29 სექტემბერი, 2010წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას 13.05.09წ. სასარჩელო განცხადებით მიმართეს მ. ვ-ძემ, მ. გ-ძემ, ლ. ლ-ძემ და სხვებმა (სულ 19-მა პირმა) მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, რომლებმაც მოპასუხისათვის მათ სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების, საბოლოო გასასვლელი დახმარების, ერთჯერადი დახმარების, ჯილდოსა და სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების დაკისრება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.12.09წ. საოქმო განჩინებით მოსარჩელეთა წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმეთა გაერთიანების თაობაზე დაკმაყოფილდა, ადმინისტრაციული საქმე ¹3/3451-09, ი. ხ-ძის სარჩელისა გამო მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ დავალიანების ანაზღაურების თაობაზე, გაერთიანდა ¹3/1189-09 ადმინისტრაციულ საქმესთან, მ. ვ-ძის და სხვათა სარჩელისა გამო მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ დავალიანების ანაზღაურების თაობაზე და მიენიჭა საქმის ¹3/1189-09.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.02.10წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეების მ. ვ-ძის, ლ. ლ-ძის, ო. კ-ძის, მ. ი-ძის, ჯ. ლ-იანის, ი. ხ-ძის, მ. გ-ძის, გ. ჩ-ძის, გ. ა-ძის, მ. მ-ძის, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ც. გ-ძის, პ. მ-შვილის, ტ. უ-ავას, დ. მ-ძის, გ. ხ-ავას, ე. ჭ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს: მ. ვ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1998 წლის ხელზე გასაცემი ხელფასი 107 ლარი და 39 თეთრი, 1999 წლის ხელზე გასაცემი ხელფასი 165 ლარი და 66 თეთრი, 2000 წლის ხელზე გასაცემი ხელფასი 140 ლარი და 20 თეთრი; ლ. ლ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1998 წლის ხელზე გასაცემი ხელფასი 66 ლარი და 10 თეთრი, 1999 წლის ხელზე გასაცემი ხელფასი 99 ლარი და 06 თეთრი, 2000 წლის ხელზე გასაცემი ხელფასი 82 ლარი და 55 თეთრი; ო. კ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1998 წლის ხელზე გასაცემი ხელფასი 60 ლარი და 95 თეთრი, 1999 წლის ხელზე გასაცემი ხელფასი 188 ლარი და 24 თეთრი; მ. ი-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1998 წლის ხელზე გასაცემი ხელფასი 62 ლარი და 48 თეთრი, 1999 წლის ხელზე გასაცემი ხელფასი 93 ლარი და 66 თეთრი, 2000 წლის ხელზე გასაცემი ხელფასი 78 ლარი და 00 თეთრი; ჯ. ლ-იანის სასარგებლოდ დაეკისრა 1998 წლის ხელზე გასაცემი ხელფასი 120 ლარი და 08 თეთრი, 1999 წლის ხელზე გასაცემი ხელფასი 250 ლარი და 30 თეთრი, 2000 წლის ხელზე გასაცემი ხელფასი 226 ლარი და 21 თეთრი; ი. ხ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა
1998 წლის ხელზე გასაცემი ხელფასი 121 ლარი და 91 თეთრი, 1999 წლის ხელზე გასაცემი ხელფასი 188 ლარი და 24 თეთრი, 2000 წლის ხელზე გასაცემი ხელფასი 175 ლარი და 65 თეთრი; მ. გ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1998 წლის ხელზე გასაცემი ხელფასი 107 ლარი და 81 თეთრი, 1999 წლის ხელზე გასაცემი ხელფასი 166 ლარი და 02 თეთრი, 2000 წლის ხელზე გასაცემი ხელფასი 155 ლარი და 60 თეთრი; გ. ჩ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1998 წლის ხელზე გასაცემი ხელფასი 186 ლარი და 42 თეთრი, 1999 წლის ხელზე გასაცემი ხელფასი 185 ლარი და 10 თეთრი; გ. ა-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1998 წლის ხელზე გასაცემი ხელფასი 93 ლარი და 04 თეთრი, 1999 წლის ხელზე გასაცემი ხელფასი 143 ლარი და 34 თეთრი, 2000 წლის ხელზე გასაცემი ხელფასი 119 ლარი და 55 თეთრი; მ. მ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1998 წლის ხელზე გასაცემი ხელფასი 42 ლარი და 57 თეთრი, 1999 წლის ხელზე გასაცემი ხელფასი 70 ლარი და 95 თეთრი; ც. გ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა ხელზე გასაცემი ხელფასი 1024 ლარი და 13 თეთრი; პ. M-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ხელზე გასაცემი ხელფასი 123 ლარი და 56 თეთრი; ტ. U-ავას სასარგებლოდ დაეკისრა 1566 ლარი და 91 თეთრი; დ. მ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 156 ლარი და 22 თერთრი; გ. ხ-ავას სასარგებლოდ დაეკისრა 259 ლარი და 55 თეთრი; ე. ჭ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 1135 ლარი და 86 თეთრი; მოსარჩელეებს პრემიის, დახმარებისა და კვების კომპენსაციის ანაზღაურებაზე ეთქვათ უარი ხანდაზმულობის გამო, მოსარჩელეებს გ. კ-შვილს, ნ. ი-ძეს, ნ. ა-ძეს, რ. ჯ-შვილს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვათ უარი უსაფუძვლობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.02.10წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ვ-ძემ, ლ. ლ-ძემ, ო. კ-ძემ, მ. ი-ძემ, ჯ. ლ-იანმა, ი. ხ-ძემ, მ. გ-ძემ, გ. ჩ-ძემ, გ. ა-ძემ, მ. მ-ძემ, გ. კ-შვილმა, ნ. ი-ძემ, ნ. ა-ძემ, რ. ჯ-შვილმა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე გაასაჩივრა სააპელაციო წესით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.04.10წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.02.10წ. გადაწყვტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, მ. ვ-ძის, ლ. ლ-ძის, ო. კ-ძის, მ. ი-ძის, ჯ. ლ-იანის, ი. ხ-ძის, მ. გ-ძის, გ. ჩ-ძის, გ. ა-ძის და რ. ჯ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.02.10წ. გადაწყვეტილება მ. ვ-ძის, ლ. ლ-ძის, ო. კ-ძის, მ. ი-ძის, ჯ. ლ-იანის, ი. ხ-ძის, მ. გ-ძის, გ. ჩ-ძის, გ. ა-ძის, მ. მ-ძისათვის პრემიისა და დახმარების რ. ჯ-შვილის დავალიანების ანაზღაურებაზე უარის თქმის, ნ. ი-ძის ერთჯერადი გასასვლელი დახმარების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, ნ. ა-ძისათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.02.10წ. გადაწყვეტილება ნ. ი-ძის და გ. კ-შვილის სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.04.10წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და მოსარჩელეებისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.04.10წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.