Facebook Twitter

¹ბს-79-78(კ-11) 6 აპრილი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 სექტემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2006 წლის 12 ივლისს ხაშურის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მ. ტ-ემ მოპასუხის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს (ხაშურის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფლებამონაცვლე) მიმართ.

მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასის შემცირებას 15500 აშშ დოლარამდე.

2005 წლის 26 ივლისს ხაშურის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების შიდა ქართლის სამხარეო სამმართველომ მ. ტ-ის მიმართ.

მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა მოპასუხისათვის დავალიანების 31 535 აშშ დოლარის და ჯარიმის 3 154 დოლარის დაკისრებას.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 10 აგვისტოს განჩინებით ზემოაღნიშნული სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მ. ტ-ემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და ითხოვდა ნასყიდობის ფასის შემცირებას 23 850 ლარამდე.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს მ. ტ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 23 850 ლარის გადახდა; სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს სარჩელი, დავალიანების _ 31535 აშშ დოლარის და ჯარიმის _ 3154 შშ დოლარის სრულად დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, უსაფუძვლობის გამო.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების შიდა ქართლის სამხარეო სამმართველომ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილებასა და მ. ტ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ჯარიმის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და მ. ტ-ეს დაეკისრა შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს სასარგებლოდ 2 385 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების შიდა ქართლის სამხარეო სამმართველომ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ. ტ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმასა და მისი სარჩელის დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 9 მარტის განჩინებით გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას; დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 5 მაისის განჩინებით გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება მ. ტ-ის სარჩელზე სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს მიმართ ნასყიდობის ფასის შემცირების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებისა და ხაშურის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სარჩელზე მ. ტ-ის მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის 31 535 აშს დოლარის დაკისრების თაბაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შემცირდა მხარეთა შორის 2005 წლის 20 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელი თანხა და მ. ტ-ეს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს სასარგებლოდ დაეკისრა 16 846 აშშ დოლარის და 37 ცენტის გადახდა.

მითითებული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების შიდა ქართლის სამხარეო სამმართველომ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ. ტ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 სექტემბრის განჩინებით სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების შიდა ქართლის სამხარეო სამმართველომ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს სარჩელის დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 იანვრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივარს უარი ეთქვას განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.