Facebook Twitter

¹ბს-823-817(კ-11) 29 ივნისი, 2011წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ – შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. დ-ამ, თ. ძ-შვილმა, გ. ყ-შვილმა და ო. გ-ძემ 01.07.10წ. სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე – სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიმართ, რომლითაც სახელფასო დავალიანებების ანაზღაურება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.07.10წ. გადაწყვეტილებით Gგ. დ-ას, თ. ძ-შვილის, გ. ყ-შვილისა და ო. გ-ძის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სსიპ - შემოსავლების სამსახურს დაეკისრა: გ. დ-ას სასარგებლოდ 1998 წლის ხელფასის 46,80 ლარის, 1999-2000 წლების ხელფასის 603,44 ლარის, 2003 წლის ხელფასის 33,45 ლარის ანაზღაურება, თ. ძ-შვილის სასარგებლოდ 1998 წლის თანხის 907,69 ლარის, 1999 წლის ხელფასის 235 ლარის, სხვა თანხის 159,59 ლარის, 2000 წლის ხელფასის 282 ლარის, სხვა თანხის 152,28 ლარის, 2003 წლის ხელფასის 47 ლარის, სხვა თანხის 422 ლარის ანაზღაურება, გ. ყ-შვილის სასარგებლოდ 2000 და 2003 წლების სახელფასო დავალიანების 940,50 ლარის ანაზღაურება, ო. გ-ძის სასარგებლოდ 2000 და 2003 წლების სახელფასო დავალიანების 2545,14 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელეებს - Gგ. დ-ას 1998 წლის პრემიის 75,68 ლარის, 1999-2000 წლების კვების კომპესაციის 354 ლარის, 2003 წლის ულუფის 51,92 ლარის, თ. ძ-შვილს 1999 წლის პრემიის 94 ლარის, 1999 წლის ულუფის 295 ლარის, 2000 წლის პრემიის 47 ლარის, 2000 წლის ულუფის 354,00 ლარის, 2003 წლის ულუფის 59 ლარის, გ. ყ-შვილს 2000 წლის ულუფის 59 ლარის და ო. გ-ძეს 2000 წლის ულუფის 59 ლარის ანაზღაურებაზე ეთქვათ უარი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს გ. დ-ამ, თ. ძ-შვილმა, გ. ყ-შვილმა, ო. გ-ძემ და სსიპ - შემოსავლების სამსახურმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.12.10წ. გადაწყვეტილებით სსიპ - შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გ. დ-ას და თ. ძ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გ. ყ-შვილის და ო. გ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.07.10წ. გადაწყვეტილების იმ ნაწილის შეცვლით, რომლითაც გ. დ-ას სასარჩელო მოთხოვნა 1998 წლის პრემიის ანაზღაურების თაობაზე და თ. ძ-შვილის სასარჩელო მოთხოვნა 1999 წლის პრემიისა და ულუფის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო 2000 და 2003 წლების პერიოდისათვის სხვა თანხის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ – შემოსავლების სამსახურს გ. დ-ას სასარგებლოდ 1998 წლის პრემიის – 86 ლარის, თ. ძ-შვილის სასარგებლოდ 1999 წლის პრემიის – 94 ლარისა და ულუფის – 295 ლარის ანაზღაურება დაეკისრა, თ. ძ-შვილს უარი ეთქვა 2000 და 2003 წლების პერიოდისათვის სხვა თანხების ანაზღაურებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.12.10წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ – შემოსავლების სამსახურმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ – შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმე ¹ბს-1608-1536(კ-09), საქმე ¹ბს-1588-1547(კ-10)).

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ – შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ – შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.12.10წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.