ბს-829-823(კ-11) 20 მაისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა თ. ჩ-ის, მ. ა-ის, ი. გ-ის, გ. ჯ-ის, მ. მ-ის, შ. ბ-ის, ო. ჯ-ის, ზ. ტ-ის, ა. ჩ-ის, ბ. მ-ის, დ. კ-ს, ა. თ-ისა და დ. გ-ის, ვ. ა-სა და მ. ც-ის წარმომადგენლის – ნ. გ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 19 ნოემბერს ქ. წყალტუბოს ცენტრალური სამხედრო სანატორიუმ ,,...” ყოფილმა თანამშრომლებმა – თ. ჩ-მა, მ. ა-ემ, ი. გ-ემ, გ. ჯ-ემ, მ. მ-ემ, შ. ბ-ემ, ო. ჯ-ემ, ზ. ტ-ემ, ა. ჩ-ემ, ბ. მ-ემ, დ. კ-ამ, ა. თ-ემ, დ. გ-ემ, ვ. ა-ემ და მ. ც-ემ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით 1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ქ. წყალტუბოს ცენტრალური სამხედრო სანატორიუმ ,,....” ყოფილი თანამშრომლების: თ. ჩ-ის, დ. გ-ის, ი. გ-ის, გ. ჯ-ის, მ. მ-ის, ო. ჯ-ის, აწ. გარდაცვლილი ც. მ-ის უფლებამონაცვლის – შ. ბ-ის, ც. ჯ-ის, ზ. ტ-ის, ა. ჩ-ის, ბ. მ-ის, ვ. ა-ის, ა. თ-ის, ა. ი-ის, დ. კ-ას, მ. ც-ას სარჩელი;
2. მოსარჩელეებს – მ. ა-სა და თ. ბ-ეს სასარჩელო მოთხოვნაზე მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრების თაობაზე ეთქვათ უარი უსაფუძვლობის გამო;
3. მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა 1998-2004 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, კერძოდ:
3.1. თ. ჩ-ის სასარგებლოდ 128,39 ლარის ანაზღაურება;
3.2. დ. გ-ის სასარგებლოდ 494,53 ლარის ანაზღაურება;
3.3. ი. გ-ის სასარგებლოდ 287,28 ლარის ანაზღაურება;
3.4. გ. ჯ-ის სასარგებლოდ 498,17 ლარის ანაზღაურება;
3.5. მ. მ-ის სასარგებლოდ 327,85 ლარის ანაზღაურება;
3.6. ო. ჯ-ის სასარგებლოდ 1998-1999-2000 წლების დარიცხული ხელფასის - 531,58 ლარის ანაზღაურება;
3.7. ა.წ. გარდაცვლილი ც. მ-ის მემკვიდრის უფლებამონაცვლის, შ. ბ-ის სასარგებლოდ 439,93 ლარის ანაზღაურება;
3.8. ც. ჯ-ის სასარგებლოდ 414,80 ლარის ანაზღაურება;
3.9. ზ. ტ-ის სასარგებლოდ 486,27 ლარის ანაზღაურება;
3.10. ა. ჩ-ის სასარგებლოდ 622,68 ლარის ანაზღაურება;
3.11. ბ. მ-ის სასარგებლოდ 69,70 ლარის ანაზღაურება;
3.12. ვ. ა-ის სასარგებლოდ 237,21 ლარის ანაზღაურება;
3.13. ა. თ-ის სასარგელოდ 558,83 ლარის ანაზღაურება;
3.14. ა. ი-ის სასარგებლოდ 161,87 ლარის ანაზღაურება;
3.15. დ. კ-ას სასარგებლოდ 111,86 ლარის ანაზღაურება;
3.16. მ. ც-ას სასარგებლოდ 501,42 ლარის ანაზღაურება;
4. მოსარჩელეებს: ო. ჯ-ეს, მ. ა-ეს, თ. ბ-ეს, მ. ა-ეს, ვ. ა-ეს, მ. ც-ას სარჩელზე ერთჯერადი გასასვლელი დახმარების დაკისრების თაობაზე ეთქვათ უარი უსაფუძვლობის გამო;
5. მოსარჩელე ო. ჯ-ეს სარჩელზე 1998-1999-2000 წლების დარიცხული კვების კომპენსაციის - 826,00 ლარისა და დარიცხული ჯილდოს - 250,76 დაკისრების ანაზღაურების თაობაზე ეთქვა უარი;
6. მოსარჩელეებს – ა. თ-ეს კვების კოპენსაციის - 344,48 ლარის, ა. ჩ-ეს კვების კომპენსაციის - 297,33 ლარის, მ. ც-ას კვების კომპენსაციის - 347,48 ლარის, დ. კ-ას კვების კომპენსაციის - 51,92 ლარის, ა.წ გარდაცვლილი ც. მ-ის უფლებამონაცლეს – შ. ბ-ეს კვების კომპენსაციის - 101,34 ლარის, ი. გ-ეს კვების კომპენსაციის - 347,48 ლარის, მ. მ-ეს კვების კომპენსაციის - 347,48 ლარის, დ. გ-ეს კვების კომპენსაციის - 347,48 ლარის, ზ. ტ-ეს კვების კომპენსაციის - 543,71 ლარის, გ. ჯ-ეს კვების კომპენსაციის - 347,48 ლარის ანაზღაურების მოთხოვნაზე ეთქვათ უარი.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და ბ. მ-ემ, ა. თ-ემ, ვ. ა-ემ, ა. ჩ-ემ, მ. ც-ემ, დ. კ-ამ, შ. ბ-ემ, თ. ჩ-მა, ი. გ-ემ, მ. მ-ემ, მ. ა-ემ, დ. გ-ემ, ზ. ტ-ემ, გ. ჯ-ემ და ო. ჯ-ემ.
აპელანტი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
აპელანტები - ბ. მ-ე, ა. თ-ე, ვ. ა-ე, ა. ჩ-ე, მ. ც-ე, დ. კ-ა, შ. ბ-ე, თ. ჩ-ი, ი. გ-ე, მ. მ-ე, მ. ა-ე, დ. გ-ე, ზ. ტ-ე, გ. ჯ-ე და ო. ჯ-ე სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება; ო. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი ჯილდოს ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ო. ჯ-ის სასარჩელო მოთხოვნა ჯილდოს ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 250,76 ლარის გადახდა ო. ჯ-ის სასარგებლოდ; აპელანტების – ბ. მ-ის, ა. თ-ის, ვ. ა-ის, ა. ჩ-ის, მ. ც-ის, დ. კ-ას, შ. ბ-ის, თ. ჩ-ის, ი. გ-ის, მ. მ-ის, მ. ა-ის, დ. გ-ის, ზ. ტ-ის, გ. ჯ-ისა და ო. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება მოსარჩელეების ნაწილში (გარდა გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის იმ ნაწილისა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ო. ჯ-ის სარჩელი ჯილდოს ანაზღაურების შესახებ).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს თ. ჩ-მა, მ. ა-ემ, ი. გ-ემ, გ. ჯ-ემ, მ. მ-ემ, შ. ბ-ემ, ო. ჯ-ემ, ზ. ტ-ემ, ა. ჩ-ემ, ბ. მ-ემ, დ. კ-ამ, ა. თ-ემ და დ. გ-ის, ვ. ა-ისა და მ. ც-ის წარმომადგენელმა – ნ. გ-ემ, რომლებმაც მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო თ. ჩ-ის, მ. ა-ის, ი. გ-ის, გ. ჯ-ის, მ. მ-ის, შ. ბ-ის, ო. ჯ-ის, ზ. ტ-ის, ა. ჩ-ის, ბ. მ-ის, დ. კ-ას, ა. თ-ისა და დ. გ-ის, ვ. ა-სა და მ. ც-ის წარმომადგენლის – ნ. გ-ის საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად კი ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ჩაბარება მითითებული კოდექსის 70ე-78-ე მუხლების შესაბამისად. საქმეში დაცული დასტურიდან ირკვევა, რომ თ. ჩ-ის, მ. ა-ის, ი. გ-ის, გ. ჯ-ის, მ. მ-ის, შ. ბ-ის, ო. ჯ-ის, ზ. ტ-ის, ა. ჩ-ის, ბ. მ-ის, დ. კ-ას, ა. თ-ის, დ. გ-ის, ვ. ა-ისა და მ. ც-ის წარმომადგენლის – ნ. გ-ის ბიძაშვილს - ჯ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაბარდა 2011 წლის 31 მარტს (ს.ფ. 70). აღნიშნულ განჩინებაზე კი საკასაციო საჩივარი შეიტანეს კასატორებმა და მათმა წარმომადგენელმა – ნ. გ-ემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2011 წლის 3 მაისს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს უგზავნის იმ გადაწყვეტილების, განჩინების ან ბრძანების ასლს, რომელიც ექვემდებარება გასაჩივრებას იმავე ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.
საკასაციო სასამართლო ანალოგიის პრინციპის გამოყენებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ჰბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით.
აღნიშნული კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. ამასთან, ხსენებული ნორმა ითვალისწინებს უწყების მიმღები პირის ვალდებულებას, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ თ. ჩ-ის, მ. ა-ის, ი. გ-ის, გ. ჯ-ის, მ. მ-ის, შ. ბ-ის, ო. ჯ-ის, ზ. ტ-ის, ა. ჩ-ის, ბ. მ-ის, დ. კ-ას, ა. თ-ის, დ. გ-ის, ვ. ა-ის, მ. ც-ის წარმომადგენლის – ნ. გ-ის ბიძაშვილს – ჯ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაჰბარდა საქმეში მითითებულ მისამართზე: ქ. თბილისი, ..... ქ. 9 - 2011 წლის 31 მარტს, ამდენად კასატორებს – თ. ჩ-ს, მ. ა-ეს, ი. გ-ეს, გ. ჯ-ეს, მ. მ-ეს, შ. ბ-ეს, ო. ჯ-ეს, ზ. ტ-ეს, ა. ჩ-ეს, ბ. მ-ეს, დ. კ-ას, ა. თ-ეს, დ. გ-ეს, ვ. ა-ეს, მ. ც-ეს და მათ წარმომადგენელს – ნ. გ-ეს საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა ჰქონდათ 2011 წლის 2 მაისის 24 საათამდე, ხოლო კასატორებისა და მათი წარმომადგენლის – ნ. გ-ის მიერ საკასაციო საჩივარი შეტანილ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2011 წლის 3 მაისს, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თ. ჩ-ის, მ. ა-ის, ი. გ-ის, გ. ჯ-ის, მ. მ-ის, შ. ბ-ის, ო. ჯ-ის, ზ. ტ-ის, ა. ჩ-ის, ბ. მ-ის, დ. კ-ას, ა. თ-ისა და დ. გ-ის, ვ. ა-ისა და მ. ც-ის წარმომადგენლის – ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული გასაჩივრების ვადის გადაცილების გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 63-ე, 390-ე, 397-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ჩ-ის, მ. ა-ის, ი. გ-ის, გ. ჯ-ის, მ. მ-ის, შ. ბ-ის, ო. ჯ-ის, ზ. ტ-ის, ა. ჩ-ის, ბ. მ-ის, დ. კ-ას, ა. თ-ისა და დ. გ-ის, ვ. ა-სა და მ. ც-ის წარმომადგენლის – ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.